პოპ-ვარსკლავ შაკირას ზღვის ლომმა უკბინა. 35 წლის მომღერალი ცხოველთან სურათის გადაღებას აპირებდა, როდესაც ზღვის ლომი მას უეცრად დაესხა თავს. ინციდენტი კეიპთაუნში, სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ კურორტზე მოხდა. შაკირა საკუთარმა ძმამ გადაარჩინა. და-ძმას ინციდენტის შედეგად, უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნებათ. შაკირამ სწრაფადვე ატვირთა "ტვიტერზე" ნატკენი ხელის ფოტო.
"რამდენიმე დღის წინ სელაპები მოვინახულე. ვიფიქრე, რა საყვარლები არიან მეთქი და გადავწყვიტე მათთან ახლოს მივსულიყავი. მოულოდნელად, ერთ-ერთი წყლიდან ამოხტა, თვალებში შემომხედა და თავს დამესხა. ალბათ, ზღვის ცხოველს ტელეფონი, რომლითაც ფოტოებს ვიღებდი, საკვები ეგონა და წართმევა სცადა”, - მიიჩნევს მომღერალი.
ფოტოზე, რომელიც მომღერალმა გამოაქვეყნა, მისი დაზიანებული ხელია აღბეჭდილი.
წყარო/Source: Ambebi.Ge
|