სელენა გომესს ახალი შეყვარებული ჰყავს
მომღერალ სელენა გომესს, რომელიც ახლახან ვარსკვლავ ჯასტინ ბიბერს დაშორდა, ახალი შეყვარებული ჰყავს. 20 წლის მომღერალი 25 წლის ალფრედ ფლორესს ხვდება. პაპარაცები ფლორესს გომესის გვერდით ხშირად ხედავენ. ერთ-ერთ გლამურულ წვეულებაზე, რომელიც ლოს-ანჯელეში სასტუმრო Chateau Marmont-ში გაიმართა, ისინი ხელჩაკიდებულები მივიდნენ და მთელი
საღამო ერთად გაატარეს.
ამასთან, წყვილის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ მეგობრები არიან და ალფრედი ბიბერთანაც მეგობრობს.
აღსანიშნავია, რომ როდესაც გომესი ფლორესთან იყო, 18 წლის ბიბერი ქანთრის ვარსკვლავ ტეილორ სვიფტს ეარშიყებოდა.