სელენას მუსიკალური კარიერა ასევე წარმატებული აღმოჩნდა. 2009 წელს მან შექმნა საკუთარი ჯგუფი „Selena Gomez & the Scene," რომელთან ერთად ჩაწერა სამი ალბომი: „Kiss & Tell," „A Year Without Rain" და „When The Sun Goes Down." 2008 წლიდან სელენა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის, UNICEF–ის ელჩია.
სელენა დაიბადა Grand Prairie–ში, ტეხასში. ის არის ყოფილი თეატრის მსახიობის – მენდი ტიფისა – და რიკარდო გომესის შვილი. მამა წარმოშობით მექსიკიდანაა, ხოლო დედას იტალიური ძირი აქვს. მენდი ტიფი სულ 16 წლის იყო როდესაც სელენა დაიბადა, ხოლო 5 წლის შემდეგ მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მენდი მეორედ დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რომელიც დღეს სელენას მამინაცვალია. გოგონა ხშირად დადიოდა დედასთან თეატრში რეპეტიციების დროს, რამაც გადააწყვეტინა, რომ აუცილებლად მსახიობი უნდა გამხდარიყო და არანაირი სხვა პროფესია არ სურდა. Barney and friends Wizards of waverly place Princess protection program Another cinderella Story Ramona and Beezus Monte carlo ფილმოგრაფია
სელენამ სამსახიობო კარიერა შვიდი წლის ასაკში დაიწყო, გაიანას როლის შესრულებით სერიალში „ბარნი და მეგობრები." იგი ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა სერიალებში, სადაც ჰქონდა მცირედი როლები. 2004 წელს იგი დისნეიმ აღმოაჩინა. ამის შემდგომ სელენა გამოჩნდა სერიალში „ჰანა მონტანა". ამ წლებში ასრულებდა მცირე როლებს ფილმებსა და სერიალებში, შოუებში, რითაც ფართო საზოგადოებას თავი გააცნო.
2007 წელს სელენა გამოჩნდა დისნეის სერიალში „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან", ალექს რუსოს როლში. სერიალი 6 მილიონამდე ადამიანმა ნახა და შეიყვარა, ხოლო სელენას ახალ მაილი საირუსად მოიხსენიებდნენ. ამ სერიალმა სელენას ძალიან დიდი წარმატება მოუტანა.
ფილმის „რამონა და ბიზუსი" პრემიერა 2010 წლის 23 ივლისს შედგა, მანამდე კი, 2010 წლის მარტში დაიწყო გადაღებები მორიგი ფილმისა:„ მონტე–კარლო". ამ ფილმში სელენამ მთავარი როლი შეასრულა ლეიტონ მისტერთან და კეტი კესიდისთან ერთად. იგი თამაშობს გრეისისა და კორდილეას როლებს, რომლებიც ფილმში ერთმანეთის ორეულები არიან. საბოლოოდ ფილმის პრემიერა 2011 წლის 1 ივლისს შედგა. ამავე წლის 14 მაისს დასრულდა სერიალის „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან" მეოთხე დასკვნითი სეზონის გადაღებები.
FACTS სელენა ატირდა როცა ის კითხულობდა წიგნს "ძვირფასო ჯონ". სელენას საყვარელი ყვავილები ყვითელი ვარდებია. სელენა დაეხმარა ბევრ უსახლკარო ძაღლს აცრებით პუერტო რიკოში. სელენამ თავის მე–17 დაბადებისდღზე მეგობრისგან ტეილორისგან მიიღო ყვითელი ვარდები. სელენას საყვარელი მომენტია სცენაზე მაშინ როდესაც იგი ელაპარაკება ფანებს და ისმენს მათ კივილს.
სელენას უყვარს ნიკოლას სპარკსის ნამუშევრები იგი მისი საყვარელი მწერალია. სელენას შოპინგზე წასვლა დედასთან და არა მეგობრებთან ერთად ურჩევნია..ის ამ დროს უფრო კომფორტულადა. სელენას მეირე საყვარელი ფერი ლურჯია. დევიდ ბექემმა გაუკეთა დიდი სიურპრიზი როდესაც იგი შეახვედრა სელენა გომესს. სელენას უყვარს ნიკი მინაჟის.კეტი პერის და ემინემის მოსმენა.
სელენა იყო სამი როდრიგესის თაყვანისმცემელი.როდესაც ის 5 წლის იყო. როდესაც ჯასტინის დამ ჯეზიმ პირველად ნახა სელენა მას ალექს რუსო დაუძახა. როდესაც სელენა მიდის სწრაფი კვების ობიექტში იგი თავს ეშლის უწოდებს,რომ ყურადღება არ მიიქციოს. სელენას ეკრძალებოდა ჯასტინის ტელეფონის შემოწმება. STYLE