მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 25 » Selena & JB
11:11 PM
Selena & JB

Nothing Like Us. 
სიმღერის ტექსტმა საბოლოოდ გვიჩვენა, თუ რატომ იქცეოდა ჯასტინი ასე უჩვეულოდ ამ ბოლო დროის განმავლობაში, თუ რატომ სვამდა, რატომ მოწია, რატომ არ იღიმოდა დიდი ხნის განმავლობაში, შეიძლება იღიმოდა კიდევაც, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით როგორია მისი გულწრფელი ღიმილი ? 
' ბოლო დროს მე ვფიქრობ იმაზე, რაც გვქონდა, 
მე ვიცი, ეს რთულია, ეს იყო ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცოდით' ==> ბევრი ამბობდა, რომ ამ ორის სიყვარული ყალბი იყო. კარგად წაიკითხეთ სიტყვები და როდესაც მოუსმენთ ამ სიმღერას მიხვდებით, რომ არავინ დაწერდა იმავეს პიარის ან მსგავსი სისულელის გამო. 
' სვამდი იმისათვის, რომ ყველანაირი ტკივილი გაგექრო ? ' ==> ამ ბოლო დროის განმავლობაში ჩვენ გავიგეთ, რომ ჯასტინი სვამდა. მოგეხსენებათ, რომ ადამიანი მაშინ სვამს, როდესაც რაიმეს დავიწყება უნდა, უმეტეს შემთხვევაში კი ამ ' რაიმეს ' ტკივილი ჰქვია. დიახ, მას იმ ტკივილის დავიწყება სურდა, რაც გადაიტანა. ის სვამდა ? თუ ვინმე მას ამის გამო განსჯის, ესეიგი მას გული არ აქვს და არც არასოდეს უგრძვნია იმავე. 
' რადგან არაფერი შეგცვლის შენ;ვერაფერი მაგრძნობინებს თავს ისე, როგორც შენ; მე ვიცი, აქ არავინაა, რომ მივმართო; და იმის ცოდნა, რომ ჩვენ ვერ ვიპოვით ისეთ სიყვარულს, როგორიც არის ეს ' ==> ჯასტინს სელენა უყვარდა. ჯასტინისათვის სელენა იყო ნამდვილი სიყვარული, ხოლო სელენასთვის ჯასტინი. ჯასტინი სიმღერაში ამბობს, რომ მას ის უყვარდა და რომ ვერავინ შეცვლის მას. ზოგს არასოდეს სჯეროდა მათი, მაგრამ შეხედეთ ყოველივე ამას. სელენა იყო ადამიანი, რომელიც ჯასტინს უგებდა, რომელიც ჯასტინს ღიმილის მიზეზს აძლევდა და ბოლოს, ადამიანი, რომელიც ჩვენს კუმირის გვერდით იყო. ბევრი ოცნებობდა ამაზე : ისინი დაშორდნენ, მაგრამ ჩვენ რა შეგვრჩა ? გულნატკენი ჯასტინი! მტკივნეულია იმის ცოდნა, რომ ის ლამაზი მეგობრობა, რომელიც ნამდვილ სიყვარულში გადაიზარდა, ახლა ' გატეხილია '. 
' ჩვენ არაფერი გვგავს, აქ არაფერია შენნაირი და ჩემნაირი; ერთად შტორმშიც ' ==> ამ სიტყვებში ნათლად ჩანს ჯასტინის გრძნობები. მათ მართლა ბევრ რამეში გაიარეს, მათი სიყვარული ძლიერი იყო, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჯასტინს ის ენატრება. 
' მე ყველაფერი მოგეცი, რისი მოცემაც შემეძლო; ხელი რატომ მკარი ?' ==> მართლა არ ვიცი, ამაზე რა უნდა ითქვას. ჯასტინი ამბობს, რომ მან მას ხელი ჰკრა, ესეიგი რაღაც მოხდა. აშკარაა, რომ ჯასტინს ყველაფრის გარკვევა უნდა, მასში იმედი მაინც ცოცხლობს. 
' გაურკვევლობაში დაკარგულნი, როგორც ილუზია ' ==> მან დაკარგა. ის გულნატკენია. კარგად გაიხსენეთ, მისი ყალბი ღიმილი ამ ბოლო დროის განმავლობაში. მას ყოველთვის უკეთია სათვალე. იქნებ და წითელი თვალები აქვს, რადგან ყოველივე ამას განიცდის, ან შეიძლება მთელი ღამეები არ სძინავს. მერწმუნეთ, რთულია დაიძინო, როცა არ იცი შენს გარშემო რა ხდება. 
' მე შენს დღეს ვქმიდი ' ==> აშკარაა, რომ ჯასტინი მზე იყო სელენას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცით, რაოდენ დიდი ღიმილი ჰქონდა სელენას სახეზე, როდესაც ჯასტინის გვერდით იყო. სელენას არ შეუძლია ყოველივე ეს ასე დატოვოს, ისევე როგორც ჯასტინს. შეუძლებელია ცხოვრება საყვარელი ადამიანის გარეშე. 
' მაგრამ ახლა ყოველივე ეს წარსულშია; ჩვენ აღარ ვარსებობთ' ==> ალბათ მთელი სიმღერის ე.წ კულმინაცია ამ სიტყვებშია, რადგან ყოველივე ამის გაგონებისას, ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი დასრულდა. გულსატკენია ის, რომ ჩვენ ვეღარ დავინახავთ მათ ერთად, ვერ მოვისმენთ, თუ როგორ ლაპარაკობენ ისინი ერთმანეთზე ინტერვიუებში, ვეღარ ვნახათ, თუ როგორ ესწრებიან სხვადასხვა ივენთებს ერთად. იმის ცოდნა, რომ ვეღარ ვნახათ ჯასტინსა და სელენას ერთმანეთზე ხელჩაკიდებულებს... ალბათ მარტო მე არ მტკივა რაღაც, გულში. 
' მითხარი, ღირდა ყოველივე ეს ? ' ==> აშკარაა, რომ ყოველივე ამაში დამნაშავე მხოლოდ ჯასტინი არაა. ამ სიტყვებიდან გამოსჭვივის, რომ სელენამაც გააკეთა რაღაც ცუდი. ეს არის კითხვა, რომლის პასუხსაც ჯასტინი ელის. შეიძლება მან ისეთი რამ გააკეთა, რაც ჯასტინს გული მოუკლა. ჩემი აზრით, სელენამაც დააშავა რაღაც, თუმცა არა, ჩვენ არც ერთი მათგანი არ უნდა განვსაჯოთ, რადგან როდესაც ხარ მსოფლიო ვარსკვალი, რთულია ყველაფერი იდეალურად გააკეთო. 
' ჩვენ იდეალურნი ვიყავით; მე კიდევ ერთხელ მინდა გნახო ' ==> დასასრული. ნათლად ჩანს, რომ ჯასტინს იმდენად უყვარდა სელენა, რომ თვლიდა ისინი სრულყოფილნი იყვნენ. ჯასტინს სელენა მართლა უყვარდა, ეს ყველაფერში ჩანს: ის, თუ როგორ იღიმოდა ჯასტინი მის გვერდით ან თუნდაც ის, რომ არ იღიმოდა, თუმცა მთელი გულით ეჭირა სელენას ხელი. მას კიდევ ერთხელ უნდა სელენას ნახვა .. მას უნდა სელენა დაიბრუნოს და უნდა ეს მასაც გააგებინოს. 
სიმართლე გითხრათ სიმღერის მოსმენისას ცრემლი მომადგა თვალზე,რადგან ჯასტინს ასე არასდროს უმღერია,ასე დიდი გრძნობებით. ♥ იმედია ჯელენა კვლავ ერთად იქნება,მაგრამ ერთი რამ აშკარაა ისინი ერთმანეთისთვის სიცოცხლეზე მეტნი არიან და მათი სიყვარულიც ნამდვილია ♥ 



ძალიან გული დამწყდა ,ძალიან, და სიმღერამაც ამატირა 

By tik

(( GabbY ))
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 760 | დაამატა: tik_lizi | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 151 2 »
2013-01-26 Spam
სიახლე უმაგრესი** სიმღერამ ამატირა(( ნამდვილად დიდი გრძნობა დევს ამ სიმღერაში და იმედი მაქვს რომ ჯელენა დაბრუნდება((( ვაფშე ყველაზე მეტად მიყვარდა მიყვარს და მეყვარება ეს წყვილი და ეს ორი ადამიანი .. **((