მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 5 » Season [1] Part [2
7:59 PM
Season [1] Part [2

დაბრუნება წარსულში



საუცხოო მუმიები

ძველი ეგვიპტელები მიცვალებულის სხეულს ბანდებში ახვევდნენ გაინტერესებს როგორ?

სახელწოდება

მუმია არის გამომშრალი სხეული,რომელიც ათასობით წლებს  ითვლის.სიტყვა მუმია მომდინარეობს არაბული სიტყვიდან "ბიტუმ",რაც გარკვეული სახეობის ფისს ნიშნავს.როდესაც არაბებმა პირველად ნახეს მუმიფიცირებული სხეულები ეგონათ,რომ ისინი "ბიტუმით' იყვნენ დაფარულნი.სწორედ აქედან მომდინარეობს მუმიის სახელწოდებაც



საიქიო ცხოვრება
ეგვიპტელებს სწამდათ,რომ ოდესღაც ქვეყნის აღსასრული მოვიდოდა და მაშინ მიცვალებულები საიქიო სამყაროში გადავიდოდნენ,სადაც საუკუნო ცხოვრება ელოდათ.თუმცა საიქიოში სხეულის გარეშე ვერ იცოცხლებდნენ,ამიტომაც მისი გახრწნისაგან დამცავი საშულება გამოიგონეს. თუ სხეულის რომელიმე ნაწილი აკლდა,მას ხის ან ტილოს ელემენტით ცვლიდნენ,რათა საიქიო სამყაროში მის პატრონს მთლიანი სხეული ჰქონოდა.წარმოიდდგინეთ,რომ ათასობით წლის შემდეგ მუმიფიცირებული სხეულის მიხედვით შეიძლებოდა დაესკვნათ მსუქანი იყო მისი პატრონი თუ სუსტი ანდა როგორი სახის კნი ჰქონდა და ა.შ


მუმიის დამზადება 

1) ბალზამის ოსტატი მიცვალებულს ტვინს ცხვირიდან აცლიდა. ამის შემდეგ იგი იღებდა ღვიძლს, კუჭს, ნაწლავებსა და ფილტვებს, რომლესაც კანოპებში ( კანოპი თიხის სპეციალური ჭურჭელია, რომლებშიც მუმიფიცირების შემდეგ ადამიანის შინაგან ორგანოებს ათავსებდნენ) ალაგებდა. სხეული რომ გამომშრალიყო, მას ბალახით, ქვიშითა და ძონძებით ტენიდნენ. ამის შემდეგ სხეულს უსვამდნენ სპეციალურ ნივთიერებას და ასეთ ვითარებაში 40 დღის განმალობაში ტოვებდნენ.

2) როდესაც სხეული კარგად გამოშრებოდა, აცლიდნენ ჩატენილ მასალას, კანს კი სურნელოვანი ნელსაცხელებლებით არბილებდნენ.

3) უკვე "გამზადებულ” ცხედარს ახვევდნენ სელის ბანდებში. თან აყოლებდნენ ძვირფასეულობასა და ამულეტებს, რომლებსაც მიცვალებული საიქიო სამყაროში უნდა დაეცვა. ზოგჯერ ბინდის ზემოდან სახეს ხატავდნენ.

მაგიური შელოცვები

საბოლოოდ,სარკოფაგი გადაჰქონდათ აკლდამაში,სადაც იგი ილუქებოდა .სამარის კედლებზე სხვადასხვა შელოცვას წერდნენ,ხოლო მიცვალებულის გვერდით ამულეტებსა და თილისმებს ალაგებდნენ.სინამდვილესი კი ეგვიპტელებს სწამდათ რომ ეს შელოცვები მიცვალებულს დაიცავდა  იმ ურჩხულებისაგა,რომლებიც საიქიოსკენ მიმავალ გზაზე ელოდებოდნენ.ყაჩაღს ნამდვილად დიდი სიმამაცე სჭირდებოდა იმისთვის ,რომ ბნელ აკლდამაში შესულიყო და ამიცვალებული შეეწუხებინა



საინტერესო ფაქტები JusTina-სგან

ძველი ეგვიპტელები ეთაყვანებოდნენ კატებს.პირველ რიგში იმიტომ,რომ ისინი ანადგურებდნენ ხორბლის მარაგის მტრებს-თაგვებს.ეგვიპტელებს ჰყავდათ კატისთავიანი ღმერთიც,რომელსაც ბასტი დაარქვეს.კატის მკვლელობა ძველ ეგვიპტეში სერიოზულ დანაშაულად ითვლებოდა.როდესაც სატაყვანებელი კატებიიხოცებოდნენ,მათგან მუმიებს აკეთებდნენ.



გმადლობთ ყურადღბისთვის!

გთხოოვთ დააკომენტარეთ მაინტერესებს თქვენი აზრი გავაგრძელო თუ არა ))


კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 770 | დაამატა: -Beauty™ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2013-01-05 Spam
გააგრძელე მაგრამ რაღაცნაირად გადმოკოპირებული მგონია ;ხხ არ გეწყინოს !