მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 21 » Scary Stories
9:20 PM
Scary Stories
☠ Scary Stories 
*ბოროტი თოჯინა
*საშიში ოთახი.

*ბოროტი თოჯინა

დედას ერთი ძველი მახინჯი სათამაშო ჰქონდა სახლში. იმის , მიუხედავად , რომ მას არ მაკარებდა მე კარადაზე შემოდებულ თოჯინას ხშირად ვუყურებდი. სათამაშოს თვალები თითქოს გაჯადოებდა. დედამ ერთხელ შემამჩნია ასე გაშტერებული , რომ ვუყურებდი თოჯინას და ის ჩემს დეიდაშვილს აჩუქა. დღემდე ვერ ვხვდები ასე რატომ მოიქცა. დეიდაშვილი 7 წლის გოგონა იყო. უყვარდა სათამაშოები და დედის საჩუქარმა ის ძალზე გაახარა. ერთ დღეს დეიდა სახლში ადრე დაბრუნებულა და უნახავს გოგონა როგორ ელაპარაკებოდა თოჯინას საკმაოდ საშიშ თემებზე. ჩემი დეიდაშვილი მას ეკითხებოდა ❝როცა დაწვებიან შემიძლია მე დანა ავიღო?❞. შეშინებულ დეიდაჩემს ბავშვისთვის სასწრაფოდ გამოურთმევია თოჯინა და ბიძამისთვის მისი ჩამარხვა უთხოვია. პატარა დეიდაშვილი ისტერიკებში ჩავარდნილა... გოგონა ზედიზედ სამი კვირა მშობლების ოთახში შედიოდა ,მათ უყურებდა , ხმამაღლა გაიცინებდა და გადიოდა. მეორე დილით მას არაფერი ახსოვდა. დეიდაჩემმა თქვა , რომ გოგონა თოჯინას კიდევ რაღაცას ეუბნებოდა ოღონდ არა ინგლისურად...

*საშიში ოთახი.

1. მამაჩემს ხვდებოდა ქალს , რომელსაც ანა ერქვა. ანა ნიუ-იორკის გარეუბანში, კერძო სახლში ცხოვრობდა. სახლში სარდაფი დალუქული ჰქონდა, რადგან ძალიან მტვრიანი და ბნელი ადგილი იყო. ანას ცხოველები უყვარდა. ჰყავდა კატა და ძაღლი. ერთ დღეს კატამ მაინც მოახერხა და სარდაფში ჩაძვრა, მაგრამ იქედან თავის დაღწევა ვერ შეძლო. ცხოველი შიმშილით ,რომ არ მომკვდარიყო ანამ საჭმლის ულუფა კიბესთან დაუდო. ყოველდღე საჭმელის თასი ერთი საფეხურით ქვემოთ ხვდებოდა ქალს , თუმცა კატის ხმა არ ისმოდა. ბოლოს თასი საერთოდ გაქრა. ანამ ჩათვალა ,რომ კატა მოკვდა. რამოდენიმე თვის შემდეგ მამამ და ანამ სარდაფში სამრეცხაოს გაკეთება გადაწყვიტეს. როდესაც ოთახი გახსნეს ნახე , რომ საჭმის თასი ისევე შევსებული იყო , როგორც ადრე. ბევრი ეძებეს კატა, თუმცა ვერც გასასვლელი და ვერც ცხოველი იპოვეს. 

2. ძაღლი-ბარკი მამას ოთახში იძინებდა ხოლმე. ერთხელაც ჩასძინებია მამაჩემს და ტელევიზორი ჩართული დარჩენია. ანა იმ ღამით გვიან დაბრუნებულა და დაუნახავს , როგორ უცნაურად მისჩერებოდა ბარკი ეკრანს. ტელევიზორში შავ თეთრ ძველ საკმაოდ საშიშ სურათებს აჩვენებდნენ (თავისქალებს, მოჩვენებებს...) ანას სასწრაფოდ მამა გაუღვიძებია. ძაღლს დაუძახეს , მაგრამ ის ადგილიდან არ იძვროდა. მერე მამამ ფოტოები გადაუღო ბარკს. იმის მიუხედავად ,რომ შუქი ანთებული იყო სურათები მთლიანად შავი იყო.
 3. ერთხელ მამაჩემი ფეხბურთს უყურებდა და სენდვიჩს მიირთმევდა. უცებ მან იგრძნო , რომ ვიღაც ეხებოდა. უცნაურია... ანა სახლში არ იყო. როცა უკან გაიხედა წამსვე თითქოს სარდაფში ჩარბენის ხმა გაიგონა.

კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 748 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2013-03-22 Spam
3. Sali --   ( sal922[??????]

კაიიია <3