მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 22 » საუკეთესო რამ რაც კი ოდესმე ყოფილა ჩემი ♥
12:25 PM
საუკეთესო რამ რაც კი ოდესმე ყოფილა ჩემი ♥

They don’t know how long it takes
Waiting for love like this .. ♥

----------------------------------

თებერვალი 10 , 2010 .

- რეი , რეი ... გესმის ჩემი რეიჩელ ? - თვალები თანდათანობით მძიმედ გავახილე , და თვალი მის მზისფერ გამოხედვას გავუსწორე .
- ჯეისონ .. - გავუღიმე .
- სულელო , შემაშინე .
- მაპატიე - ისევ ღიმილი .
- მიპატიებია ..
- .. - ღიმილი .
- იცი ყოველთვის , როცა მიღიმი რაღაც განსაკუთრებულს ვგრძნობ .
- და მაინც რას ?
- არ ვიცი ..
- იდიოტო .
- მოდი ჩემთან .
- შენთან ვარ
- რეიჩელ (:
- დიახ .
- ვიცი , რომ , საერთოდ მე შენს გარდა არავინ და არაფერი გამაჩნია და ამიტომ ..
- ჩუ ჩუ ჩუ ! შენს ის გაქვს რაც აქამდე არავისთვის შემიმჩნევია .
- და მაინც რა ?
- არ ვიცი ..

- „იდიოტო" - ჩემს ხმას მიბაძა მან .
- ჯეი ..
- ჰო . იცი რა გამახსენდა ? როცა ყველამ გაიგო , რომ ერთად ვიყავით .. შურით სავსე მზერები , ბოღმის ამონთხევები .. გახსოვს ? მე მათ „თოჯინა" წავართვი .
- თოჯინა გაიზარდა და უკვე პატარა აღარაა ..
- იგივეს თქმა მინდოდა .. - გამეცინა .
- რაც შეეხება , შენს ჯანმრთელობას ..
- ჯეი , თავიდან იწყებ . გითხარი უკვე .
- გთხოვ .
- არა !
- გთხოვ !
- არა ..
- ჩემი ხათრით .
- ოოოოჰ , რატომ არ გესმის რომ რამდენიმე წუთიანი გულის წასვლა არაფერს ნიშნავს !
- და ყოველდღიურად ? დღეში რამდენჯერმე ?
- თუნდაც !
- მოგარჯულებ , ერთ დღეს აუცილებლად მოგარჯულებ პატარა .
- აჰა და რაში გჭირდება ?
- ასე უფრო ადვილია .
- იოცნებე შენ .
- არაააააა . მოდი ჩემთააან ! - იყვირა და გამომეკიდა . რამდენიმე წუთი გაუჩერებლად ვიცინოდი და დავრბოდი , თუმცა უეცრად თავი შეუძოდ ვიგრძენი და აბაზანაში შევვარდი .. რაღაც მომაწვა , წონასწორობა ვეღარ შევინარჩუნე , თავი კაფელს მივარტყი . დავეცი ..
- რისი ხმა იყო რეი ?
- არაფრის , ფენი ჩამოვარდა ..
- რატომ მატყუებ რეიჩელ ?
- არ გატყუებ ჯეი . მაცალე ცოტა ხანს ..
უეცრად თვალებში ჩამომიბნელდა .. მოულოდნელად მოვსრიალდი და ძირს დავეცი .. მომენტალურად გავითიშე .. და მხოლოდ მანქანის ძრავის ხმაურმა გამაღვიძა ..
- აქ რა ხდება ? სად მიგყავარ ? - წამოვხტი ადგილიდან .
- მშვიდად თითქმის მივედით .
- სად მივედით ? - გამიბრწყინდა თვალები .
- საავადმყოფოში . - ჯეისონი ჩემსკენ გადმოიხარა და შუბლზე მაკოცა .
- მადლობაა ((: ეხლა მაინც დაგიმტკიცებ , რომ არაფერიც არ მჭირს !
- მეც ვიცი , რომ არაფერი გჭირს ..
- ვერ ვიტან როცა ასე მოუხერხებლად მატყუებ . - ამასობაში მანქანა დატოვა და კარი გამიღო .
- ჩემი ჯენტლმენი ! - ჩავიჩურჩულე . მან გამიღიმა .

------------------------------------------

ექიმი მოხუცებული კაცი იყო . თბილი ღიმილით და მომხიბვლელი თვალის ჭრილით . ალბათ როგორც შვილს ანდა სულაც შვილიშვილს ისე მიყურებდა . ჯერ-ჯერობით ხომ მხოლოდ 21ის ვარ .. საერთო ჯამში ძალიან სასიამოვნო კაცი იყო .. და რაღაც სევდანარევი ღიმილით გამოვემშვიდობე როცა ანალიზები ჩავაბარე და დავუტოვე .. პასუხი მხოლოდ 3-4 დღეში იქნებოდა .. აჰ :||

თებერვალი 13 , 2010 .

- ნეტა გოგოა თუ ბიჭი ? - გამიღიმა ჯეიმ .
- და მხოლოდ ამის გამო გამაღვიძე ღამის სამ საათზე ? უნდა შეგახსენო , რომ ჯერ კიდევ არაფერია დამტკიცებული და იმედია არც დამტკიდება .
- რაა ? - მკაცრი სახე მიიღო და როგორც დამნაშავეს ან სულაც ბოროტმოქმედს ისე შემომხედა .
- რა ვთქვი ესეთი ? - მხოლოდ 21 წლის ვარ ჯეი , შენ 23ის , საკუთარ თავებს ძლივს ვუვლით , პატარას კი ხომ წარმოგიდგენია ..
- გასაგებია .
- ოოოოოოო ჯეი !
- არავითარი „ჯეი" !
- არასწორად გამიგე უბრალოდ .
- არა , სავსებით სწორედ გაგიგე , ბავშვი არ გინდა . და ალბათ რომც „დამტკიცდეს" ისე გაიკეთებ აბორტს მე ვერასოდეს გავიგებ , რომ შვილი მომიკალი .
- რაა ? გგონია ესეთი ვარ ?
- კი .
სახეში ძლიერად გავარტყი . და ჩემს ოთახში ჩავიკეტე . ჩემოდანები გადმოვაგდე კარადიდან და ტანსაცმელის ჩაყრა დავიწყე .
- გამიღე რეი !
- არ გაგიღებ !
- გამიღე რეიჩელ !
- არა მეთქი !
- გამიღებ
- კარგი გაგიღებ ! - კარები ჩქარა გავაღე და ჩემოდნებიანად ძლივს გავეტიე .. ის ყურადღებას არც კი მაქცევდა თავის ელ-ფოსტას ამოწმედბა და რაღაცას კითხულობდა ..
- არ წახვალ !
- წავალ !

- რატომ ?
- იმიტომ ! იმიტომ , რომ შენთვის ყველაზე საშინელი ადამიანი ვარ მთელს პლანეტაზე !
- ეგ არ მითქვამს !
- იგულისხმე !
- დავიღალე ?
- ხოდა ძალიან კარგი . ნახვამდის . - ბოლო კარიც შევაღე და რამდენიმე წამით შევჩერდი . ამოვისუნთქე .
- ვერ წახვალ . - გავიგონე უკნიდან ხმა .
- რატომ ?
- ბავშვი არ გაგიშვებს .
- რაა ? ნუ ბოდავ . გითხარი უკვე , რომ ..
- სუ სუ სუ !! - პირზე ხელი ამაფარა . - შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება .
- მგონი გაგიჟდი ჯეი !
- ელ.ფოსტაზე მოვიდა ანალიზის პასუხები , ალბათ ცოტა ხანში უფრო დაწვრილებით ფოსტითაც მოვა ..
ღრმად ამოვისუნთქე .. მივედი და ჩავეხუტე .
- მაპატიე .. - დაიწყო მან .
- არა იცი , ეს მე უნდა მაპატიო .
- არა შენ მაპატიე !
- შენ უნდა მაპატიო ჯეი !
- არა შენ !
- შენ მეთქი !
- იცი ჩვენ უკვე თითქმის ვჩხუბობთ .
- და იცი ხვალ სიყვარულის დღეა .
- და ჩემი დაბადების დღეე !
- ხოოოოომ : ))’
- რას ვაპირებთ ?
- არაფერს . მინდა მთელი დღე გავატაროთ მხოლოდ მე და შენ . შენ და მე . და სხვა არავინ .
- „მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ" ?
- როგორც ყოველთვის „პატარა" - მივბაძე მის ხმას .

მარტი 27 , 2010 .

- დედა , მამა , ქეით , ბავშვებო .. მოკლედ . მე ორსულად ვარ .
- და პატარა სულ რამდენიმე თვეში გაჩნდება ^^ - ცანცარს განაგრძობდა ჯეი .
- ხოომ . - გავიღიმე უხერხულად .
ქეითმა უეცრად ტაშის დაკვრა დაიწყო და ყველა მას აჰყვა . ჩემი დაიკო ♥ რამოდენიმე წუთში მეხვეოდნენ , მილოცავდნენ , ყვიროდნენ . 1-2 საათიანი დარიგებების და ოჯახური საუბრების შემდეგ კი - ქალბატონები სადღესასწაულო სადილს ამზადებნენ , მამაკაცები ჯეის თავის მომავალ მოვალეობებზე ესაუბრებოდნენ . რამდენიმეჯერ სიტყვა „ქორწილმაც" გაიელვა მათ საუბარში , თუმცა მე ნამდვილად არ ვაპირებ „მუცელთან ერთად" ქორწილის აღვნიშვნას . მე , ჩემი და ქეითი და ჩემი საუკეთესო მეგობარი და საშა კი ელი სააბის ახალ კოლექციას განვიხილავდით , აჰაჰა . მართლაც მომნატრებია ესეთი ოჯახური სიტუაციები ♥

აპრილი 19 , 2010

- რეი , რატომ გვიმალავ ბავშვის სქესს ? - შემომიჩდნენ ჯეი და მისი მეგობარი ნიკი .
- ხომ გითხარით , რომ ჯერ თვითონაც არ ვიცი .
- და როცა გაიგებ ?
- არ გეტყვით ! - ენა გამოვუყავი პატარა ბავშივით .
- დარწმუნებული ხარ ? - გამიღიმა ჯეიმ .
- რა თქმა უნდა !
- და გამოკვლევაზე როდის მიდიხარ ? - ისევ ის ღიმილი ♥
- რეიჩელ გაინძერი წავედით ! - ყვიროდა იქეთა ოთახიდან საშა .
- ანუ დღეს .. - ჩაიბურდღუნეს ბიჭებმა .
- შესაძლებელია ! - გავუღიმე და სახლი დავტოვე .

მაისი 25 , 2010

- ვაიმეეე :|| ნახე რა კაბაა !
- ვერა ვანგია ?
- საიდან ხვდები საშა ?
- ჯერ ეს ერთი მიყვარს ეგ დიზაინერი და მეორეც მის საქორწილი კაბებზე , რომელი გოგო არ ოცნებობს .
- ჰომ რავიცი .. - მხრები ავიჩეჩე .
- როგორ ხარ მშვენიერო ? - ჯეი უკნიდან მომეხვია და ყელში მაკოცა .
- ჯეი ტყუილად ცდილობ , არ გეტყვი გოგოა , ბიჭი თუ საშუალო სქესი ! - გამეცინა მე .
გაბრაზებულმა ოთახი დატოვა ..
- და მართლაც რეი , ვის ველით ?
- ამას ბოლომდე ვერავინ გაიგებს !
- გავბრაზდი .
- კარგი რა დიდი მნიშვნელობა აქვს ელის ნათლია გახდები თუ .. ბიჭს სახელს მერე შევურჩევ :დ
- ანუ გოგოა ?
- არა !
- ბიჭია ?
- არა !
- აბა საშუალო სქესია კრეტინო ?
- არა , არა არა ! არ ვიტყვი !

ივნისი 19 , 2010

დილიდანვე იმ აზრმა გამაღვიძა , რომ დღიურის წერა უნდა დამეწყო . არ მესმოდა რატომ , რისთვის , რა მიზნით - უბრალოდ ბლოკნოტი და კალამი ავიღე და წერას შევუდექი .. ვწერდი ყველაფერს რაც ენაზე მომადგებოდა .. ჩვენი გაცნობის დღიდან , სულ სულ თავიდან , როცა 5 წლის ასაკში თმაზე დამქაჩა , როცა 10 წლის ასაკში ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო , 15 წლის ასაკში ჩვენ ორის გარდა ყველამ იცოდა , რომ ერთმანეთი გვიყვარდა , და ეს მხოლოდ 2-3 წლის წინ გავაცნობიერეთ . მე , ჩემი მთელი ცხოვრების ერთადერთი საუკეთესო მეგობარი შემიყვარდა . მასთან ყოველთვის ისე ვგრძნობდი თავს , თითქოს , მონათესავე სული ყოფილიყოს . „ ჩვენ ვიყავით თავიდან ერთად და ვიქნებით ბოლომდე , იქამდე სანამ .. და უსასრულოდ , რომ ვიყოთ ? ჰა ? არა ? „ - ბოლო ფრაზაც მივჯღაპნე და ოთახში შემოსულ ჯეის დღიური დავუმალე ..

ივლისი 31 , 2010

ასე მგონია მთელი საუკუნე გავიდა იმ დღიდან , რაც ფეხმძიმობის შესახებ შევიტყე , თუმცა .. ოქტომბრამდე არაფერი მოხერხდება . ჰაჰა . თანდათან უფრო და უფრო მაწუხებს საქმროს , ოჯახის , მეგობრების შეკითხვები ბავშვის სქესზე , სახელზე თუ სხვა წვრილმანებზე , თუმცა ვცდილობ არ შევიმჩნიო , ღიმილით ვპასუხობ ნებისმიერს , რომ ჯერ თავადაც არ ვიცი , არადა ..

აგვისტო 28 , 2010

მუცელი საგრძნობლად წამომეზარდა .. გაადგილებაც თანდათანობით მიჭირს .. გუშინ გავიფიქრე , რომ დროის უკან დაბრუნება , რომ შემეძლოს ბავშვს მოვიშორებდი , მაგრამ .. იმ წასმვე გადავიგდე ეს აზრი და სინანულში ჩავვარდი .. საშინელება იყო , მთელი ღამე ვერ დავიძინე , ვერ მოვისმინე სანამდე ხატების თვალწინ ჩემს პატარას ბოდიში არ მოვუხადე ასეთი ფიქრებისათვის ..

სექტემბერი 1 , 2010

- გილოცავ საყვარელო ! - უკნიდან მომხვია ხელები ჯეიმ და აივანზე გამიყვანა , საიდანაც თავისუფლად შემეძო უზარმაზარი , ცეცხლით აალებული გულის დანახვა . მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა .. სახეზე ხელები ავიფარე , რომ ცრემლები ნაკადულივით არ ჩამოფრქვეულიყო სახიდან . ვიგრძენი ფეხზე ძლივს ვიდექი და წონასწორობასაც ვეღარ ვინარჩუნებდი ..
- დამიჭირე და არ გამიშვა , გთხოვ .
- არასოდეს და არც-ერთ შემთხვევაში
- მპირდები ?
- უსასრულოდ .
- მადლობა . მიყვარხარ .
- შენ იცი პასუხი რეი ..

ოქტომბერი 9 , 2010

ამხელა მუცლით ძლივს დავღოღავ , თუმცა ის ფაქტი მახარებს , რომ პატარა დღე-დღეზე მოევლინება დედამიწას . მიხარია , რომ არავითარი გენეტიკური დაავადება არ მიიღო ჩევნგან .. მიხარია , რომ ის სრულიად ჯანმრთელი იქნება .. და ისიც მიხარია , რომ ამდენი წინააღმდეგობის მიუხედავად ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე .. რატომ ? ალბათ იმიტომ , რომ ამ ყველაფრის საშინლად მეშინია ..
- მაინც არ გადაიფიქრე ?
- რაზე მეუბნები ქეით ?
- საკეისრო კვეთაზე თუ როგორც ქვია ..
- არაა .
- კი მაგრამ ..
- არავითარი მაგრამ , არაფერი არ მოხდება !
- და რისკი ხოომ დიდია , მით უმეტეს ამ ასაკში ! შეიძლება ნერვულმა სტრესმა „მოწყვეტა" გამოიწვიოს .
- მირჩევნია მხოლოდ მე ვიყო საფრთხეში , ვიდრე ორივე .. და თან .. არაფერი ! და ეს აღარ განიხილება , მორჩა !
რამდენიმე წამი გაყინული სახით მიყურებდა , შემდეგ ჩემი უფროსი დაიკო მომიახლოვდა და გადამეხვია .

- მითხარი , რომ ყველაფერი კარგად იქნება ... !
- - ყველაფერი კარგად იქნება ქეით . !
- დაგიჯერო ?
- რა თქმა უნდა ♥

ოქტომბერი 11 , 2010


ვერასოდეს ვერც-ერთი გენიალური მწერალი თუ პოეტი ვერ გადმოცემს იმ ბედნიერებას რასაც ამ მომენტში გრძნობ . ვერც-ერთი მომღერალი , კომპოზიტორი, სცემარისტი , მსახიობი , მხატვარი - ვერავინ ვერასოდეს გადმოცემს ალბათ ამ გრძნობას თუ არ განუცდია , რამხელა ბედნიერებაა , როცა ყველაფერი უკვე უკანაა და ერთ პატარა ოთახში , უფროსწორად პალატაში შენი სიცოცხლის მთავარი აზრი და მიზანი იბადება .. ! და ორმაგი ბედნიერება როცა ისინი ორნი არიან (: ასმაგი კი მაშინ , როცა შენი საყვარელი არსება აცრემლებული გინახულებს , მთელი ძალით გეხვევა და მადლობას გიხდის ♥


ჯ : ჩვენ ვიბრძოლებთ მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ ..
რ : და ისევ დავრჩებით უვნებლები , არა ? ♥♥♥



დაამოწმა და შეალამაზა:-NiniKunna
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1070 | დაამატა: -Katson) | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 111 2 »
2012-06-22 Spam
dzaan magari iyo<3 yocag<3