მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 13 » საშობაო სიყვარული (6)
7:40 PM
საშობაო სიყვარული (6)
"საშობაო სიყვარული (6)"
ნამდვილ გრძნობასა და დიდ ტკივილზე
დაფუძნებული მოთხრობა,
რომელიც ძალიან მომწონს..
იმედია თქვენც მოგეწონებათ..
 
პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ წინა ორ თავზე კომენტარები არ იყო..ახლა ამ თავში თქვენ წინა ორ თვსაც წაიკითხავთ და მომდევნოსაც.. იმედია ამ თავს მაინც შემიფასებთ.. თუ იგივე განმეორდა ჩავთვლი რომ არ გაინტერესებთ და აღარ გავაგრძელებბ..ახლა კი იხილეთ მოთხრობა.. იმედი მაქვს მოგეწონებათ..

მაღაზიებიდან როცა დავბრუნდით ლექსიმ სადილი გააკეთა..მე შხაპი მივიღე.. ხოლო ლიზი და კოდი მთელი ამ ხნის განმავლობაში  თამაშობდნენ... 
 აბაზანიდან გამოვედი.. მოვწესრიგდი და როცა ჩამოვედი ლექსსის ვკითხე
-ისევ გარეთ არიან?
-ჰო თამაშობენ.. გუნდაობენ ))
ცოტახანი ლექსი უბრალოდ მიყურებდა ... წუთიერი დუმილი ისევ მან დაარღვია..
-როგორ ხაარ?
-უკეთესად..
-ის გიყვარს?
-არ ვიცი..
-ვხვდები რომ რთულია გრძნობებზე საუბარი და არც დაგაძალებ.. უბრალოდ იცოდე რომ სიყვარული უდიდესი გრძნობა..და სიყვარული შეიძლება მხოლოდ ორმა ძალიან უბრალო სიტყვამ დაანგრიოს.."თუ" და  'რა" ეს ორი სიტყვა სულ უბრალოა მაგრამ თუ მათ ერთად ვიტყვით ის მთელ ცხოვრებას გაგინადგურებს.. "რა იქნებოდა თუ" ..."რა მოხდებოდა თუ"...
დამიჯერე თუ შენ ის ადამიანი მართლა გიყვარს და შენ გჯერა რომ ნამდვილი საუკუნო სიყვარული არსებობს შენ არ უნდა იყო ეჭვიანი.. და უნდა შეძლო ნდობა.. ნამდვილად არ ვიცი რომეოს როგორ უყვარდა ჯულიეტა,მაგრამ ვიცი რომ მისი სიყვარულისთვის თავსაც გაწირავდა.. შენ რას გრძნობ? შენს გრძნობებს კარგად უნდა ჩაუფიქრდე და კარგადვე უნდა მოუსმინოს გულს.. კარგად მოუსმინე გულის კარნახს,როცა სიყვარულთან გაქვს საქმე..თუმცა ზოგი გეტყვის რომ ამ შემთხვევაში გონებას უნდა ენდო მაგრამ არ დაუჯერო...დამიჯერე ნამდვილის სიყვარული გულიდან მოდის..
ლექსის ამ სიყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა..უბრალოდ ხმას ვერ ვიღებდი..საუბარი აღარ შემეძლო...ლექსი ნამდვილად კარგი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგია...
ბოლოს ძლივს შევძელი და ჩემთვის ამოვღერღე
-მადლობა ლექსი
ლექსი მომეხვია.. დიდხანს ვიყავით ჩახუტებულები...
-ლექსი რა გჭირს?
-უბრალოდ ეს ისეთი ამაღელვებელი მომენტია რომ.. ყოველთვის მინდოდა შენნაირი და.. (ლექსის ლოყებზე ჩამოსული ცრემლები შევუმშრალე)
-ლექსი შენ ჩემი მეორე და ხარ!! მიყვარხარ!! საშინლად მიყვარხარ!..
-მეც მიყვარხარ!!..
-წამოდი გარეთ გავიდეთ და ჩვენც ვიგუნდაოთ..
-კარგი... ქურთუკს და ხელთათმანებს ჩავიცმევ და )) ლექსის გავუღიმე და ქურთული ჩამოვხსენი საკიდიდან..
მანაც ჩაიცვა და გარეთ გავედით.. 
დიდხანს ვიგუნდავეთ და ძალიან გავერთეთ...სახლში რენე და ჩარლიც დაბრუნდნენ და მშვიდობიანად ვივახშმეთ.. 
ორი კვირა ისე გავიდა ვერც კი გავიგეთ..კოდის და ლექსის წასვლის დღე დადგა..თუმცა მათი გაშვება არ მინდოდა..
-კოდ ! ლექსი ! .. არ მინდა თქვენი გაშვება.. რა მოხდება კიდევ რომ დარჩეთ?
-არაფერი გარდა იმისა რომ ბილი გაგიჟდება და მერე მისი საგიჟეში ჩაბარება მოგვიწევს..(კოდი)
-ნუ ხარ კოდ ასეთი შავი იუმორის პატრონი..
-კარგი რა ლამაზო!!
-მეზიზღები კოდ!..კოდს მოვეხიე...
ამასობაში ლექსი და ლიზი დაემშვიდობნენ ერთმანეთს..
-ლექსი სანამ წახვალ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო შენ მე თვალი ამიხილე... მიყვარხართ ჩემი ორი საყვარელი ადამიანი..
ორივეს ერთდროულად ვაკოცე..ლექსი ლიზიმ სადღაც წაიყვანა..მე და კოდმა კი საუბარი გავაგრძელეთ...
კოდი იყო ადამიანი რომელიც ტედის შემდეგ მოდიოდა.. მან შეიძლება ვერც შეცვალა ტედი მაგრამ მისმა გაქრობით ნაგრძნობი ტკივილი დამავიწყა..
მე და კოდი სანამ ჩასხდომა დაიწყებოდა საკმაოდ დიდხანს ვიყავით მარტო და სალაპარაკოდაც ბევრი დრო გვქონდა...
-კოდ მიყვარხარ!.. შენ ჩემთვის მეორე ძმა ხარ... კოდ საშინლად მიყვარხარ! ძალიან არ მინდა შენი გაშვება..
-არც მე მინდა წასვლა!.. 
მე და კოდი ჩახუტებულები ვიდექით..ერთმანეთს არ ვუშვებდით..
და ისე ვსაუბრობდით..
-საშინლად მომენატრები! (ჩემი ლოყები უკვე ცრემლებით დაინამა)
-არ იტირო საყვარელო!... 
ჩვენს შორის სიჩუმე ჩამოვარდა.. კოდს რაც შეიძლება უფრო ძლიერად ვეხვეოდი..არ ვიცოდი ლექსისა და კოდისგარეშე როგორ გავძლებდი..
კოდი და ლექსი გაცავილეთ.. აეროპორტიდან გამოვედი როდესაც სემთხვევით ჯესისა და მაიკს შევხვდი..
-ელის? (მაიკი)
-ჯესი ! .. მაიკ! .. 
-ელის როგორ ხარ? იცი მე და მაიკი ერთი რეისით ჩამოვფრინდიტ სან-ფრანცისკოდან..(ჯესი)
-მართლა? კარგია..მე უნდა წავიდე ..მეჩქარება ...ლიზი მანქანაში მელოდება..
-მანქანის ტარების უფლება უკვე გაქვს? (ჯესი)
უაზრობებს ლაპარაკობდა ჯესი..მაიკი კი ხმას არ იღებდა.. უბრალოდ მიყურებდა.. ხოლო როცა მეც შევხედავდი თვალს მარიდებდა..
-კი.. კარგად.. ჯესი აპირებდა კიდევ ეთქვა რაღაც,მაგრამ აღარ დავაცადე და გამოვეცალე იქაურობას..
საღამოს ჯესიმ დამირეკა.. 
-დღეს წვეულებაზე მივდივარ და გთხოვ შენც წამო..
-არა მეზარება და თან ცუდად ვარ...
-რატო? 
-კოდი და ლექსი წავიდნენ...
-აა... კარგი რა წამო გულს გადააყოლებს...
-კარგი მოვიფიქრებ და მოგიმესიჯებ...
დედას მოველაპარაკე და მითხრა რომ წავსულიყავი..არც ჩარლი იყო უარზე.
ჯესის დავურეკე და ვკიტხე როგორი წვრულება იყო,რადგან მინდოდა მეც იმისდა შესაბამისად ჩამეცვა.. 
-როგორი წვეულებაა? იცი არ ვიცი...
-როგორ? არ იცი სად მიდიხარ?
-კარგი რა რა მნიშვნელობა აქვს რამე ჩაიცვი და ჩემთან მოდი ..
-კარგი.. 
ჩავიცვი..
 
 ჯესისთან ჩარლიმ მიმიყვანა.. იქიდან კი ჯესის მანქანით წავედით...
ძალიან დიდი და ლამაზი სახლის წინ გავჩერდით.. 
საშინლად მომეწონა ეს სახლი.. ძალიან ლამაზად იყო გაფორმებული..
 თითქოს ჩემს გემოვნებასაც გავდა ))... 
-ვისი სახლია? ახლა მაინც მითხარი ვინ მართავს ამ წვეულებას?
-შევიდეთ და გაიგებ..
ჯესიმ კარი შეაღო და შევიდა.. მეც უკან შევყევი..
ძალიან დიდი მოსაღები ოთახი იყო.... ყველგან საახალწლო განათებები იყო..
-სად ვართ? 
-მალე გაიგებ !.. ახლა წამომყევი..
ჯესიმ კიბეებით მეორე სართულზე ამიყვანა.. სიმშვიდე იყო შედარებით და არც ბევრი ხალხი არ ირეოდა..
-ჯესი სად მიგყავარ?
-მალე გაიგებ? მანამ კი ეს ჩაიცვი
-ეს რა არის?
-ჩაიცვი..დამიჯერე რა ჩაიცვი..
მე და ჯედი უკვე ცალკე ოთახში ვიყავით განმარტოებით..აღარც ხმაური არ ისმოდა..
-სანამ არ გავიგებ სად ვარ და რისთვის..არ ჩავიცმევ!!
-გთხოვ ჩაიცვი ნუ ჯიუტობ პატარა ბავშვივით..
-არა !.. ჯესის რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ აღარ ვაცალე..
-მორჩა ! მე მივდივარ ! 
ჯესი კარებს აეყუდა...
-არ გაგიშვებ..
-ჯესი !
-კარგი გეტყვი..ოღონდ დაჯექი...
ჯესის დავუჯერე..
-მოკლედ ...ეს მაიკის სახლია..და მისივე წვეულებაა.. აქ კი იმიტომ 
წამოგიყვანე რომ მინდა მას კიდევ ერთხელ შეგახვედრო...
-რატო?
image
-იმიტომ რომ მაიკს უყვარხარ და ვიცი რომ შენც გიყვარს..
მის ნათქვამზე გამეცინა..
image
-რა გაცინებს? მე მემგონი სასაცილოს არაფერს ვამბობ..
სიცილი შევყვიტე და უკვე დასერიოზულებულმა ვუთხარი:
-და საიდან მოიტანე ის რომ მე ის მიყვარს?
-ელის კარგად გიცნობ...
-არა სულ არ მიცნობს.. არც არავინ არ მიცნობთ..ჩემი თავი მეც ახლახანს ვიპოვე...ამაში 
ჯესიმ შემაწყვეტინა და ჩემს მაგივრად გააგრძელა..
-ამაში ალბათ კოდი თუ ვიღაც დაგეხმარა.. ხანდახან მგონია რომ შენ შენს ბიძაშვილზე ხარ შეყვარებული..
-ჯესი ასე საუბრის უფლება არ გაქვს..
-შეიძლება უფლება არ მაქვს,მაგრამ არ შემიძლია რო არ ვთქვა...დამიჯერე
მაიკს ძალიან უყვარხარ..
-კარგი..მე რა?
-როგორ თუ რა? ელის! ელის ენისტონ დაფიქრდი!...
-მოიცა დავფიქრდე!
რამოდენიმე წუთი ორივე გავჩუმდით... საბოლოოდ სიჩუმე მე დავარღვიე
-დავფიქრდი და იცი რა გადავწყვიტე?
-გისმენ..
-დროა აქედან წავიდე რადგან სრული უაზრობაა...
-ელის!
-ჯესი!
-ჩაიცვი..მე შენზე ჯიუტი ვარ...
-ჯესი გამიგე ..არ ვარ მზად და არ შემიძლია..უბრალოდ არ შემიძლია..
-როგორც იქნა.. 
-რა მოხდა?
-შენ თავს დაუბრუნდი..
-ჯესი მინდა გულახდილად გითხრა... არ მინდა მაიკის ნახვა... არ ვიცი რატო მაგრამ არ მინდა..თუმცა ამავ დროულად მინდა კიდევ ერთხელ ჩავხედო თვალებში..
ჯესი უბრალოდ მომეხვია.
-ელის ძალიან მიყვარხარ!..მხოლოდ ერთი თხოვნა შემისრულე..ჩაიცვი..
ლექსი! დამეხმარე მირჩიე რამე.. მასზე ვფიქრობდი და დახმარებას ვთხოვდი.. ჯესი კი უბრალოდ ჩუმად იჯდა და მელოდებიდა... სიჩუმეს მხოლოდ საათის წიკ-წიკი არღვევდა..
-ლექსი მიშველე! მირჩიე რამე!.. ლექსი სტყვები გამახსენდა...
."თუ" და  'რა" ეს ორი სიტყვა სულ უბრალოა მაგრამ თუ მათ ერთად ვიტყვით ის მთელ ცხოვრებას გაგინადგურებს.. "რა იქნებოდა თუ" ..."რა მოხდებოდა თუ"...
ლექსი მართალია ამ ორ სიტყვას არ უნდა შეეძლოს ადამიანის ცოხვრების დანგრევა... ჩვენ უფლება არ უნდა მივცეთ...
-კარგი უკვე მომბეზრდა ასეთი სიჩუმე..თქვი რამე ან ჩაიცვი...
-მარტო დამტოვე რომ ჩავიცვა..
მხიარულება რომელიც რამოდენიმე წუთის წინ დაკარგა ისევ 
დაუბრუნდა ჩემს სიტყვებზე..
-კარგი გარეთ გელოდები.. 
გავიდა თუ არა მე ჩაცმა დავიწყე..ძალიან მოხერხებული და საყვარელი კაბა იყო..ძალიან მომეწონა.. ჯესის ნამდვილად კარგი კაბების აჩევა ეხერხება..
-მზად ვარ..
-მშვენიერი ხარ... 
-მადლობა ჯესი...
-ახლა კი დროა დაბლა ჩავიდეთ..
ჯესი წინ წავიდა.. მე კი მას ფეხდა-ფეხ გავყევი..დაბლა ჩავედით ..საშინელი ხმაური იყო და ბევრი სტუმარი.. კიბეებიდან როცა ჩამოვდიოდი თვალი მაიკს მოვკარი..მანაც შემნიშნა.. ის ჩვენსკენ წამოვიდა..
-ჯესი! ელის! როგორ ხართ?
-კარგად.. ორივეს მაგივრად ჯესიმ უპასუხა..
-ხოო... ელის მოგწონს წვეულება?
-არ მიყვარს ხალხმრავლობა და კიდევ საშინელი ხმაურია..გაფორმებას რაც შეეხება კარგია.. 
მემგონი ზედმეტი ვიყბედე მაგრამ არაუშავს.. ჯესი წავიდა.. მე მაიკთან მარტო დავრჩი..
-წამოდი გარეთ გავიდეთ აქ საშინელი ხმაურია..
-კარგი..მაიკს დავეთანხმე და ტერასაზე გავედით..სადაც ხმაური არ ისმოდა.. 
-ძალიან ლამაზი ხარ..
-მე რაღაც არა მგონია..მაგრამ მაინც მადლობა..
ცოტახანნი სიჩუმე ჩამოვარდა.. 
-იცი მაიკ მაინც ვერ ვხვდები რატომ ვართ აქ? ერტად? როცა 
სალაპრაკო არაფერი გვაქვს?
-არ ვიცი..მე უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა.. იმედია ძალიან
 არ გაუბრაზდი ჯესის..
-არაფერია.. მაიკ მინდა რაღაც გითხრა...ერთმა ადამიანმა მითხრა რომ არ იცოდა თუ როგორ უყვარდა რომეოს ჯულიეტა მაგრამ ის იცოდა რომ რომეო ამ სიყვარულისთვის თავსაც გაწირავდა... და როცა ვინმე გიყვარს ან თუმდაც უბრალოდ სათქმელი გაქვს ცხოვრება არ უნდა გაირთულო და პირდაპირ უნდა უთხრა... გინდა სიმართლე გითხრა? თუმცა არ ვიცი რამდენად სიმართლე იქნება მაგრამ ვიცი რომ შენ მიმართ მართლაც ვგრძნობ რაღაცას.. მე შენ მიყვარხარ.. ალბათ რთულია ეს სიტყვები სხვას უთხრა..
მაიკი უბრალოდ მომიახლოვდა და მაკოცა..
-არ გვაქვს ამდენი დრო.. გამიღიმა და კიდევ ერთხელ მაკოცა...
-მაიკ აღარ გააგრძელო..
-ბოდიში..
თითქოს მოწყენილობა ჩამოვარდა ჩვენს შროის.. ორივე გავჩუმდიტ და ტერასის სხვადასხვა მხარეს დავდექით..იმის მიზნით რომ დაძაბულობა მომეხსნა მაიკს  შეთავაზება მივეცი..
-ნაყინი არ გინდა? მე ძალიან მინდა..
ცოტახანი დაფიქრდა ..შემდეგ გამიღიმა.. და მითხრა..
-რა თქმა უნდა..!
მე და მაიკი დაბლა ჩავედით და სამზარეულოსკენ წავედით..
-აბა როგორი ნაყინი გინდა? 
-ვანილის და ზედ შოკოლად მოსხმული.. 
-კარგი მაშინ მეც იგივეს გავაკეთებინებ..
-მაიკ შენებმა იციან რომ აქ ასეთი წვეულება გამართე?
-არ იციან..
-მერე რო გაიგონ?
-გაიგონ ..არაფერი არ მოხდება..
სამზარეულოს მივუახლოვდით..მაიკმა კარი შეაღო და და შესვლა შემთავაზა.. შევედი და ისიც უკან შემომყვა.. 
-ორი ნაყინი გვინდა..ვანილით და ზედ შოკოლად მოსხმული..
როდესაც მზარეული ასხამდა ნაყინს ხარბად ვუყურებდი..მართლაც ძალიან მინდოდა...
 
-გემრიელია..?
-კი.. მომეწონა... 
მე და მაიკი ისევ ტერასაზე დავბრუნდით...
-მაიკ !
-გისმენ..
-მინდა რაღაც გაგიმხილო..
-შობას კონცერტზე დაგინახე როგორ კიდებდი ნაძვის ხეზე წერილს..
-მერე რა მოხდა ამით? შენ ადრე მითხარი რომ იცი რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს მაგრამ მაინც გჯერა მისი..
-დამაცადე და გეტყვი..
მაიკი უხმოდ დამეთანხმა და მე საუბარი გავაგრძელე..
-მძლია სურვილმა შენი წერილი წამეკითხა..მე ის მოვიპარე და წავიკითხე..
მაიკს გაეცინა..დიდხანს იცინოდა,მე კი გაშტერებული ვუყურებდი..
-რა გაცინებს?
-არაფერი.. უბრალოდ.. ხუმრობ თუ მართლა ამბობ?
-მართლა ვამბობ..გეყოფა ნუ იცინიხარ..თორე წავალ..
წასვლა დავაპირე მაგრამ მაიკმა ხელით დამიჭირა..
-შენთვის არასოდეს მითქვამს?
-რაა? 
-ძალიან საყვარელი ხარ როცა ბრაზობ..
-მაიკ!!
-ჩემი ბრალი არ არის შოკოლადი ჩემზე ასეთ გავლენას ახდენს..
-რაა? 
-ხო მართლა... მაიკს სიცილი აუტყდა.. მისი შემხედვარე მეც სიცილი დავიწყე..
-მოდი დავლიოთ...
-მის შემოთავაზებას დავეთანხმე..
საკმაოდ ბევრი დავლიეთ.. უაზროდ ვიცინოდით და ბევრს ვსვამდით..
ვცეკვავდით და ვერთობოდით..
-აი თურმე სად ყოფილხართ?უკვე ყველა სტუმარი წავიდა.. ელის მემგონი ჩვენი წასვლის დროა..
-კარგი რა..რა დროს წასვლაა.. მოდი დავლიოთ... ჯესის ჭიქა გავუწოდე..
-არ არ მინდა დროა წავიდეთ!!
-კარგი რა ჯესი.. მაიკი გვერდით ამომიდგა..
-მე წავედი! მაიკ ელისს მიხედე..
-მოიცა მაშინ მეც წამოვალ.. 
ჯესის ხელი ჩავკიდე... მაგრამ ხელი გავუშვი და მაიკისკენ წავედი..
-რამოდენიმე წუთი მომიცადე..
-მაიკ♡.. 
მაიკს ძლიერად მოვეხვიე..მან კი ყურში ჩამჩურჩულა..
-მიყვარხარ ლამაზო!!
მაიკს დავემშვიდობე და ჯესისთან მივედი..
-ჯესი დროა წავიდეთ!!
-როგორც ჩანს მაგრად დათვერი..
სახლში როცა მივედი უკვე ყველას ეძინა.. შხაპი მივიღე და ლოგინში 
ჩაწვექი ..თუმცა არ დამიძინია.. ახლა უკვე ფხიზელი ვიყავი და ჩემს დღევანდელ საქციელზე ვფიქრობდი..ნამდვილად არ ვიცოდი იყო თუ არა ეს მართებული მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი..მთელი ღამე არ მძინებია.. მხოლოდ გათენებისას დამეძინა.. თუმცა მალევე გამეღვიძა.. 
-გუშინ გვიან მოხვედი? (რენე)
-არ ისე.. უფრო სწორედ კი... ბოდიში..
-არაფერია.. უბრალოდ დავინტერესდი..როგორი წვეულება იყო?(რენე)
-ძალიან ხალხმრავალი და ხმაურიანი..მაგრამ მაინც ძალიან კარგი იყო ..
-კარგია რომ გაერთე... (რენე)
-ჰო მართლა მამა სად არის? ასე ადრე სად წავიდა.?? 
-სამსახურში ..არ იცი რა უცნაური სამსახური აქვს?
-ჰო მართალია..და ლიზი?
-ლიზი ქეროლაინთან და მის დასთან ერთად წავიდა..
-აააა... კარგი..
ქეროლაინი და კაროლინა ჩვენი ახლო მეზობლები იყვნენ..ოჯახებით ახლოს ვიყავით თუმცა ამ ბოლო დროს იშვიათად ვნახულობდით ერთმანეთს... ))
ორივე და ძალიან საყვარლები იყვნენ .. ლიზიც და მეც კარგად ვუგებდით და ვმეგობრობდით..
-რენე.. უფრო სწორედ დე..დედას არ სიამოვნებდა როცა რენეს ვეძახდი..
-არ შეიძლება ლოს-ანჯელესში ძია ბილთან რო წავიდეთ?
-კი მაგრამ..
-დე გთხოვ.. ძალიან მინდა ლექსის ნახვა და კოდისაც რა თქმა უნდა..
-ისინი ხომ ახლახანს გავაცილეთ..
-დედა გთხოვ..
-კარგი ამაზე ჩარლის დაველაპარაკები..
-მადლობა..მე ჯესისთან უნდა წავიდე..
-მალე მოდი არ დაიგვიანო..
ჩავიცვი და ჯესისთან წავედი..
-მარტო ხარ?
-კი..
-მინდა რაღაც გკითხო..
-გისმენ..
-გუშინ ძალიან მთვრალი ვიყავი? ბევრი საშინელება ჩავიდინე?
-არც ისე ბევრი ..თუმცა ეს სულაც არ იყო საშინელება.. შენ და მაიკი....
-გთხოვ ნუ მახსენებ ..
-კარგი გავჩუმდები...თუმცა მინდა გითხრა რომ მაიკი..
-მე რა გთხოვე?
-კარგი... კარზე ზარია გავაღებ და მოვალ..
-გელოდები..
ჯესი კარის გასაღებად გავიდა..რამოდენიმე წუთში ჯესისთან ერთად ოთახში მაიკიც შემოვიდა..
-ამის თქმას ვცდილობდი წეღან..თუმცა შენ მოსმენა არ ინდომე..
ჯესიმ გამიღიმა..


მადლობა რომ დაუთმეთ დრო რომ წაგეკითხათ..იმედი მაქვს ეს თავი მაინც მოგეწონებათ....
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 783 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7