მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » "საშობაო სიყვარული (2)"
10:34 PM
"საშობაო სიყვარული (2)"
"საშობაო სიყვარული (2)"
ნამდვილ გრძნობასა და დიდ ტკივილზე
დაფუძნებული მოთხრობა,
რომელიც ძალიან მომწონს..
იმედია თქვენც მოგეწონებათ..
 

ნიუ-იორკი საშობაოდ ძალიან ლამაზია... ძალიან მიყვარს 
შობას ნიუ-იორკის ქუჩებში ხეტიალი..
 ყველაზე დიდ, ლამაზ და ხალხმრავალ მაღაზიაში შევედით.. უამრავი მოსართავი ვიყიდეთ.. ყველაფერი სკოლის ბიუჯეტიდან გადაიხადეს...
წვეულებამდე სულ რაღაც ორი დღე იყო დარჩენილი..ჩვენ თითქმის ყველაფერი მზად გვქონდა წვეულებისთვის, მაგრამ რჩებოდა სულ რაღაც წვრილმანები.
ჩარლის და რენეს ძალიან უხაროდათ როცა ჩემი გამხიარულება და მონდომება შეამჩნიეს...
-ელის რას იცმევ წვეულებაზე?
-რომელ წვეულებაზე? 
-რომლის ორგანიზატორიც იყავი
-არაა..არ ვაპირებ წასვლას.. ხო იცი რო წვეულებები არ მიყვარს
-ჩარლის და ლიზის უკვე სძინავთ.. წამოდი მინდა რაღაც გაჩვენო ..
მე და რენე ზევით ავედით.. მან ტედის ოთახი გააღო რომელიც უკვე სამი წელი დაკეტილი იყო..არაფერი არ შეცვლილიყო ანდა რა შეიცვლებოდა.. 
-ტედი..მე ის მენატრება..
-ვიცი ელის.. ის ყველას გვენატრება..
დედა ერთ-ერთ უჯრასთან მივიდა და გამოაღო.. იქიდან ჯვარი ამოიღო..
-ტედი ამას შენ მოგცემდა.. მას ძალიან უყვარდი..მამაშენთან შენს გამო ბევრჯერაც მოდიოდა უთანხმოება .. 
-იმ ღამესაც ეჩხუბა მამას..
-არ გინდა ნუ იხსენებ იმ ღამეს.. უბრალოდ ყველაფერი დაივიწყე.. ის მუდამ ჩვენ გვერდითაა,მაგრამ ჩვენ ვერ ვაჩნევთ მას ..ტედი მუდამ შენთანა..
დედამ ხელის გულზე დამიდო ტედის ჯვარი.. 
-ტედს ენდომებოდა რომ შენ გქონოდა..
ჩემს ლოყები ცრემლებმა დაასველა.. პირველად ვილაპარაკე ასე გულაღდილათ დედასთან მას შემდეგ რაც ტედი დავკარგე..
-დედა შენ მართალი ხარ..ძალიან მიყვახარ..(მოვეხვიე)
-მეც მიყვარხარ ჩემო პრინცესა
მეორე დილით დედასთან ერთად წავედი მაღაზიებში საღამოს კაბისთვის..შემთხვევით ჯესისაც შევხვდი..
-შენ არ თქვი არ მოვდივარო?
-გადავიფიქრე..
-ხო და ძალიან კარგი
კაბების შერჩევა დავიწყეთ..რამოდენიმე კაბა გავისინჯე.. მაგრამ საბოლოოდ ერთზე შევჩერდი... ჯესიმაც მშვენიერი კაბა აარჩია..
 სანამ საღამოზე წავედით ფოტოები გადავირეთ.. და ძალიანაც გავერთეთ..რენეც ჩვენთან იყო..
-რა ლამაზები ხართ! 
-მადლობა რენე( ჯესი)
-არაფრის საყვარელო
მოსაღამოვდა ჯესი მაიკთან ერთად მიდიოდა წვეულებაზე მე კი ჩარლის უნდა წავეყვანე ამიტომ ერთმანეთს მაღაზიაში შეხვედრის და სადილის შემდეგ დავშორდით ) ... 
საღამოს კაბა ჩავიცვი.. მაკიაჟი გავიკეთე და დაბლა ჩავედი..
-შესანიშნავად გამოიყურები
-მადლობა მამა..
-აი უკვე მოვედით..იცი სიმართლე გითხრა არ მინდა შენი გაშვება..შენ ისეთი..ისეთიი... 
-მამა გეყოს ნუ გეშინია..ხო იცი რომ მე "ცეტი" არ ვარ
-ვიცი ,,
ჩარლიმ შუბლზე მაკოცა და მანქანაში ჩაჯდა.. მე კი დარბაზისკენ წავედი.. ხშირად  ბნელი დერეფანი ახლა განათებული იყო.. ხმაური მოისმოდა დარბაზიდან.. უკან მიბრუნება მინდოდა..მაგრამ რაღაც ძალა არ მიშვებდა.. ამ დროს დერეფანში ჯესი და მაიკი გამოჩნდნენ.. 
 image
-ელის? მეგონა... 
-ჯეს მეგონა ეტყოდი..
-ვიცოდი ხმა რო ამომეღო გაბრაზდებოდი და მეც არაფერი მითქვამს..
-ესეიგი ჯესიკა შენ იცოდი ელისი რომ მოდიოდა წვეულებაზე და არ მითხარი? 
-ბოდიშით... ჯობია წვეულებაზე შევიდე.. მარტო დაგტოვებთ.. 
-მოიცა და მარტო რატო გვტოვებ? ჯესიმ ჩემს შეკითხვას არ უპასუხა.. მისი წასვლის შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა..თითქოს სიჩუმის თამაშს თამაშობენო..მე და მაიკი ერთმანეთს ვუყურებდით
-ძალიან ლამაზი ხარ!..(სიჩუმე მაიკმა დაარღვია)
-მადლობა..
-არ შევიდეთ? 
უხმოდ დავეთანხმე და დარბაზისკენ წავედით..
მუსიკა გაჩერდა.. სცენაზე დირექტორი ავიდა.. და დაიწყო როგორც სჩვევია მიკიბულ-მოკიბული საუბარი... მაიკს გამოვეცალე და ისეთი ადგილი მოვძებნე სადაც ვერავინ შემამჩნევდა..დირექტორის ლაპარაკი ჩემამდე მაინც აღწევდა.. 
-დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ელის ენისტონს და მაიკ პეტერსონს..მემგონი ყველა დამეთანხმება რომ შესანიშნავი წვეულებაა და გაფორმებაც არანაკლებია... ბევრი არ მისმენია.. უბრალოდ კუთხეში ვიდექი და ცოტა დავლიე კიდეც..
-მარტო რატო ხართ?
-უცხოებს არ ველაპარაკები..
-მართლა?
-მთვრალი ხარ ამიტომ მომშორდი.. ეს ადამიანი სკოლაში არასოდეს მინახავს,, ალბატ რომელიმე მათგანს მოჰყვა..
-წამოდი ვიცეკვოტ..
-არაა არ ვცეკვავ.. თავი დამანებე...
დარბაზიდან გამოვედი სადაც წვეულება იმართებოდა.. ის ბიჭი უკან გამომყვა..
-დამელოდე.. !!
-ნუ მომდევ გთხოვ.. არ გავჩერებულვარ ისე მივაძახე..
-გაჩერდი..
-არა... თავი დამანებე...
დამეწიაა და დამიჭა.. უკვე სკოლის გარეთ ვიყავით.. ხელით ძლიერად ვეჭირე..
-გამიშვი!... გამიშვი!.. მტკივა!!... 
-რამე ხდებაა? მაიკის ხმა გაისმა.. შემდეგ კი სიბნელიდან გამოვიდა.. მოგვიახლოვდა და ხელი გააშვებინა..
-ახლავე წადი აქედან..
-შენ  ვინ ხარ რო? ამ გოგოს შეყვარებული? თუ ჯერ არ გითქვამს რო გიყვარს? 
მაიკი საშინლად გაბრაზდა.. აპირებდა დაერტყა მაგრამ ხელი დავუჭირე.. -გთხოვ არ გინდა..
-ბრაზდები? შენი გოგო ძალიან ლამაზია..ალბატ ბევრი შეგეცილება..შენ თუ ყველას ეჩხუბე ბოლოს ვინმეს შემოაკვდები..
-მაიკ დამშვიდდი..თავი დაანებე წვეულებაზე დავბრუნდეთ..ნუ უსმენ ..ის ხომ მთვრალია..
-არა პატარა მე მთვრალი არ ვარ.. მე მხოლოდ იმას ვამბობ რაც სიმართლეა..
არ ვიცი რა მოხდა.. ასე უცებ რა დაემართათ..მაგრამ ჩხუბი დაიწყეს.. ყველანაირად ვცდილობდი მათ გაჩერებას მაგრამ ვერ გავაჩერე...
-გაჩერდით.. აჩერდით..ასე ხომ ერთამენთს დახოცავთ..ღვთის გულისათვის მაიკ გთხოვ გაჩერდი.. გაჩერდი მაიკ... გაჩერდით..
ძალიან ხმამაღლა ვყვიროდიი..ვიცოდი რომ ამ ჩხუბს საშინელი შედეგი შეიძლებოდა მოყოლოდა..
ჩემს ყვირილზე ბევრმა წვეულება დატოვა და გარეთ გამოვიდა.. ბოლოს და ბოლოს გააშველეს.. მაიკს ცხვრიდან სისხლი სდიოდა.. დანარჩენი ადგილებში დაჟეჟილი იყო..მეორეც თითქმის ასეთ მდგომარეობაში იყო ერთი რამ განასხვავებდა მეორეს თვალი ჰქონდა ნატკენი..
-ჯეი? ნინა აზაროვა ბავშვებს გამოეყო და იმ ვირაც ჯეისთან მივიდა.. 
-მე აქ იმ პირობით წამოგიყვანე რომ არ იჩხუბებდი..
-ჩემი ბრალი არ არის ამ გოგოს ვუთხარი გავიცნოთო თუ რაღაც ამის მსგავსი.. აღარც მახსოვს მგონი ტვინის შერყევა მაქვს... 
-გეყოფა აფერისტობა.. 
დირექტორიც მოვიდა..
-მაიკ ამიხსენი აქ რა ხდება? 
-არაფერი უბრალოდ ამ ბიჭმა ჯეიმ ზედმეტები გაბედა მე კი ეს ვერ მოვუთმინე და შედეგი თქვენ თვითონაც იცით..
-თქვენ მემგონი ჩვენი სკოლის მოსწავლე არ უნდა იყოთ..დირექტორმა ჯეის მიმართა...ჯეის მაგივრად კი ნინამ უპასუხა.. ახლა შევამჩნიე ..ნინა ძალიან ლამაზი იყო.. 
კარგად იყო მომზადებული წვეულებისთვის...
-მისტერ პეტერსონ დიდ ბოდიშს გიხდით... ჯეი ჩემი ძმაა... მაიკმა გვითხრა რომ შეგვეძლო ის ადამიანი მოგვეყვანა ვინც გვინდოდა და ჯეიმ მთხოვა წამოვალო.. დიდ ბოდიშს გიხდით..
-კარგით ამჯერად გპატიობთ.. მაგრამ ამის შემდეგ ასეთი რამ ჩემს სკოლაში აღარ განმეორდეს.. 
დაიშალნენ.. ნინა აზაროვა ჩემთან მოვიდა.. ჯესი ჩემს გვერდით იყო..
-ჩემი ძმა ძალიან უგემოვნოა შენ რო მოეწონე..მხოლოდ ეს მითხრა და შემდეგ ჯეისთან ერთად წვეულებაზე აბრუნდა..
-ჯეს მე უნდა წავიდე.. 
-ასე ადრე?
-დავიღალე.. რაც მთავარია ხომ ვიყავი..
-კარგი აღარ დაგაძალებ... 
ჯესი წვეულებაზე შევიდა მე კი მობილური ამოვიღე რათა ჩარლისთვის დამერეკა.. დღეს საშინლად ციოდა..ამიტომ ფეხით სიარულს ვერ შევძლებდი..
-არ დაურეკო! მე წაგიყვან!. 
-მადლობა.. 
მაიკს მივუბრუნდი და ვაკოცე.. არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე მაგრამ რომ არ გამეკეთებინა უფრო ცუდი იქნებოდა..მაიკი..ნუთუ მე ის შემიყვარდა..მაგრამ ეს სიყვარულს ნამდვილად არ გავს.. ეს უბრალოდ სპონტანურად მომივიდა..
-მიყვარხარ ელის!
-ეს შეცდომაა!
ამჯერად მაიკმა მაკოცა.. ეს კოცნა კი უფრო ხანგრძლივად გაგრძელდა ... და უფრო მეტადაც მესიამოვნა..
"საშობაო კოცნა"
* * * * * * * *

ვიცი არც ისე კარგი თავი გამოვიდა,მაგრამ იმედი მაქვს მაპატიებთ..მადლობა იმისთვის რომ დაუთმეთ რამოდენიმე წუთი და წაიკითხეთ..
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 813 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9
2012-12-01 Spam
malee