მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივნისი » 22 » საშიში ისტორიები 2
5:37 PM
საშიში ისტორიები 2
ქეთათო იმედია არ გეწყინება მეც რომ დავდო ესეთი ისტორიები :* 
დანარჩენი სრულიადში.. იმედია ისიამოვნებთ :D

☠ ბოროტი თოჯინა 
დედას ერთი ძველი მახინჯი სათამაშო ჰქონდა სახლში. იმის , მიუხედავად , რომ მას არ მაკარებდა მე კარადაზე შემოდებულ თოჯინას ხშირად ვუყურებდი. სათამაშოს თვალები თითქოს გაჯადოებდა. დედამ ერთხელ შემამჩნია ასე გაშტერებული , რომ ვუყურებდი თოჯინას და ის ჩემს დეიდაშვილს აჩუქა. დღემდე ვერ ვხვდები ასე რატომ მოიქცა. 
დეიდაშვილი 7 წლის გოგონა იყო. უყვარდა სათამაშოები და დედის საჩუქარმა ის ძალზე გაახარა. ერთ დღეს დეიდა სახლში ადრე დაბრუნებულა და უნახავს გოგონა როგორ ელაპარაკებოდა თოჯინას საკმაოდ საშიშ თემებზე. ჩემი დეიდაშვილი მას ეკითხებოდა როცა დაწვებიან შემიძლია მე დანა ავიღო?. შეშინებულ დეიდაჩემს ბავშვისთვის სასწრაფოდ გამოურთმევია თოჯინა და ბიძამისთვის მისი ჩამარხვა უთხოვია. პატარა დეიდაშვილი ისტერიკებში ჩავარდნილა... გოგონა ზედიზედ სამი კვირა მშობლების ოთახში შედიოდა ,მათ უყურებდა , ხმამაღლა გაიცინებდა და გადიოდა. მეორე დილით მას არაფერი ახსოვდა. 
დეიდაჩემმა თქვა , რომ გოგონა თოჯინას კიდევ რაღაცას ეუბნებოდა ოღონდ არა ინგლისურად... 

☠ საშიში ოთახი 

..
1. მამაჩემს ხვდებოდა ქალს , რომელსაც ანა ერქვა. ანა ნიუ-იორკის გარეუბანში, კერძო სახლში ცხოვრობდა. სახლში სარდაფი დალუქული ჰქონდა, რადგან ძალიან მტვრიანი და ბნელი ადგილი იყო. ანას ცხოველები უყვარდა. ჰყავდა კატა და ძაღლი. ერთ დღეს კატამ მაინც მოახერხა და სარდაფში ჩაძვრა, მაგრამ იქედან თავის დაღწევა ვერ შეძლო. ცხოველი შიმშილით ,რომ არ მომკვდარიყო ანამ საჭმლის ულუფა კიბესთან დაუდო. ყოველდღე საჭმელის თასი ერთი საფეხურით ქვემოთ ხვდებოდა ქალს , თუმცა კატის ხმა არ ისმოდა. ბოლოს თასი საერთოდ გაქრა. ანამ ჩათვალა ,რომ კატა მოკვდა. 
რამოდენიმე თვის შემდეგ მამამ და ანამ სარდაფში სამრეცხაოს გაკეთება გადაწყვიტეს. როდესაც ოთახი გახსნეს ნახე , რომ საჭმის თასი ისევე შევსებული იყო , როგორც ადრე. ბევრი ეძებეს კატა, თუმცა ვერც გასასვლელი და ვერც ცხოველი იპოვეს. 
2. ძაღლი-ბარკი მამას ოთახში იძინებდა ხოლმე. ერთხელაც ჩასძინებია მამაჩემს და ტელევიზორი ჩართული დარჩენია. ანა იმ ღამით გვიან დაბრუნებულა და დაუნახავს , როგორ უცნაურად მისჩერებოდა ბარკი ეკრანს. ტელევიზორში შავ თეთრ ძველ საკმაოდ საშიშ სურათებს აჩვენებდნენ (თავისქალებს, მოჩვენებებს...) ანას სასწრაფოდ მამა გაუღვიძებია. ძაღლს დაუძახეს , მაგრამ ის ადგილიდან არ იძვროდა. მერე მამამ ფოტოები გადაუღო ბარკს. იმის მიუხედავად ,რომ შუქი ანთებული იყო სურათები მთლიანად შავი იყო. 
3. ერთხელ მამაჩემი ფეხბურთს უყურებდა და სენდვიჩს მიირთმევდა. უცებ მან იგრძნო , რომ ვიღაც ეხებოდა. უცნაურია... ანა სახლში არ იყო. როცა უკან გაიხედა წამსვე თითქოს სარდაფში ჩარბენის ხმა გაიგონა. 

☠ კოლნერ ვოკერი 

დედაჩემი და მისი მეგობრები სამუშაოდ ერთ ძველ შენობაში გაგზავნეს. იქაურობა უნდა გაეწმინდათ. ეს შენობა ორმოცდაათიან წლებში ვიღაც პოლკოვნიკ ვიკერს აუშენებია. ეს კაცი ამ შენობაში უბედური შმეთხვევის შედეგად გარდაცვლილა. ერთხელ სკოლიდან მოსულს დედამ მთხოვა წავყოლოდი იმ შენობაში და ყუთების გადასაადგილებლად დავხმარებოდი. იქ მისულს საკმაოდ უცნაური მოვლენები შევნიშნე: მოულოდნელად ფარდები იწეოდა, ნივთებს ადგილი ეცვლებოდა. შენოაბში მომუშავეებმა კამერის დამონტაჟება ითხოვეს. რამოდენიმე დღის შემდეგ ეს ადგილი გადაწვეს და იქ მიახლოება ყველას აუკრძალეს. არავინ იცის ეს რატომ მოხდა. 

☠ მისტიური ფოტო 

ერთხელ მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი ძველ ფოტოებს ვათვალიერებდით მის სახლში. ერთმა ფოტომ, რომელიც თანასოფლელის ქორწილზე იყო გადაღებული ჩვენი ყურადღება მიიქცია. შეკრებილი ადამიანების გვერდით ჩემი მეგობრის ბიძა ეტლში იჯდა. მას ომის შემდეგ ორივე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. თუმცა რატომღაც მეორე ფოტოში , რომელიც აშკარად სრულიად შემთხვევით იყო გადაღებული ეს ადამიანი ჩვეულებრივად იდგა და ზემოთ რაღაცას გაბრაზებული მისჩერებოდა. ჩვენ ყველა ფოტო გამოვიკლვიეთ, დავათარიღეთ და აღმოჩნდა რომ ეს ფოტო ქორწილზე იყო გადაღებული. 
საკვირველი ისაა ,რომ ჩემი მეგობრის ბიძა იმ დღეს გარდაიცვლილა დიაბეტის გამო.

daamowma-mariko1
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 768 | დაამატა: SopoDirectioner♥ | რეიტინგი: 4.7/3
სულ კომენტარები: 3
2012-06-23 Spam
ar shemeshinda piriqit kargi iyo biggrin :D dade kidev :D