1943 წელს ვინსტედების ოჯახი გადავიდა ახალ სახლში,სახლი(შეიძლება ითქვას ქოხი) მყუდრო და პატარა იყო ,ტყეში იდგა.სიჩუმეს ხეების შრიალი არღვევდა,ირგვლივ არ ყვაოდნენ ყვავილები და არ ჭიკჭიკებდნენ ჩიტები.ალბათ გაგიკვირდებათ ეს სახლი რატომ იყიდა ოჯახმა, მე გეტყვით-ოჯახს ბანკმა გაუყიდა სახლი,კარგი სახლის საყიდლად ფული არ ქონდათ ვინსტედებს, ყველაზე იაფი ეს სახლი ღირდა,მართალია მაინცდამაინც არ მოეწონათ სახლი და ადგილი,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ.
ეს სახლი ოჯახს ერთმა ხნიერმა კაცმა მიყიდა,კაცს თითქოს ეჩქარებოდა სახლის გაყიდვა,თითქოს ერთი სული ჰქონდა როდის მოიშორებდა ქოხს.პირველივე კლიენტს მიყიდა სახლი,თანაც ძალიან იაფად.ხომ გითხარით ძალიან ეჩქარებოდა თქო და ოღონდ მალე გაეყიდა მისთვის ფასს არ ჰქონდა მნიშვნელობა.ეს პირველი კლიენტი კი ვინსტედების ოჯახი გახლდათ. ახლა ვხდები თუ რატომ უნდოდა და ეჩქარებოდა ასე სახლის პატრონს ქოხის გაყიდვა.თურმე ამ სახლში ძალზე უცნაური რაღაცები ხდებოდა.სახლის სარდაფში ცხოვრობდა სული .ამ სულს არ უყვარდა ბავშვები,ბავშვები სარდაფში ჩაყავდა იქ სასტიკად აწამებდა და შემდეგ კლავდა.ეს ოჯახმა არ იცოდა,სარდაფი ჩაკეტილი იყო და არავის არ შეეძლო მისი გაღება,სული როდესაც გაიგებდა ბავშვის ხმას სარდაფიდან გამოდიოდა ბავშვს იტაცებდა აწამებდა და კლავდა.ერთხელაც ოჯახს შეეძინა ტყუპი გოგონები,ჯესიკა და ანჯელიკა,ბავშვები ძალიან საყვარლები იყვნენ.ბავშვების გაჩენიდან 2 კვირის შემდეგ ოჯახში დაიწყო უცნაური ამბების მოხდომა.სახლში ისმოდა კაკუნის,გარბენის,ხშირი სუნთქვის და საზარელი კვნესის ხმები.ოჯახი ძალიან შეშინა პოლიციასაც დაუძახეს მაგრამ პოლიციამ ვერაფერი ვერ აღმოაჩინა საეჭვო რამე.ერთხელ კი აღმოაჩინეს კედელზე ნაწერი ,,ამოირჩიე რომელი მოკვდეს პირველად''ეს ნაწერი კი მალევე გაქრა.ძალიან შეშინებულები იყვნენ,ხანდახან იმასაც ფიქრობდნენ რომ შეიძლება ეს უბრალო ხუმრობა ყოფილიყო და ვინმეს გაემაიმუნათ ისინი.2 დღეში ერთი ტყუპი გაქრა 4 დღეს კი მეორე ტყუპის სცალი .ამ ამბით ძალიან დაინტერესდა პოლიცია,ქოხის სარდაფი შეამტვირეს.იქ მათ ძალზე მძიმე სანახაობა დახვდათ,50-მდე ბავშვის გვამი ეგდო. შიგნით არავინ იყო გარდა გვამებისა,საშინელი სუნი იდგა და ბნელოდა.პოლიციამ გადაწყვიდა ეს სახლი დაენგრიათ,დაენგრიათ ეს დაწყევლილი ქოხი.ამ ტყეს სისხლიანი სული დაარქვეს ამ ადგილს დღემდე არავინ ეკარება..
კატეგორია:♥ BooK ☆ | ნანახია:997 | დაამატა:sal922 | რეიტინგი:5.0/1