მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 28 » საშიში
11:35 AM
საშიში
არავინ არ იცის არსებობენ თუ არა სულები თუმცა...მოდით გადავხედოთ საშიშ ამბებს 

ბებიას სახლი 
- ერთხელ დასასვენებლად ბებიასთან წავედი ერთი თვით. მაშინ დაახლოებით 8 წლის ვიყავი. მომწონდა ბებიასთან ურთიერთობა, მომწონდა როგორ ვატარებდით ერთად დროს. 
ერთხელ ღამით, როდესაც ბებია და ძია დასაძინებლად წავიდნენ, გადავწყვიტე დაძინებამდე ტელევიზორისთვის მეყურებინა და რაღაც საშიშ სერიალს გადავაწყდი, ვიღაც სწავლულზე, რომელიც ზღვის ურჩხულზე ნადირობდა. მსგავსი საშინელებათა ფილმები ძალიან მიყვარდა, ამიტომაც, გადავწყვიტე ყოველთვის მეყურებინა ამ სერიალისთვის. ის გვიან ღამით გადიოდა ხოლმე, როდესაც ყველას ეძინა. მე კი ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი. 
ერთხელ, ტელევიზორის ყურების დროს, კარზე კაკუნის ხმა გავიგონე. მოვბრუნდი მაგრამ კართან ვერავინ დავინახე (მინის კარი იყო). ავდექი და სამზარეულოში გავედი, მაგრამ არც იქ ყოფილა ვინმე. შემდეგ ბებიას ოთახში ანთებული შუქი დავინახე, თურმე არ ეძინა და გაზეთს კითხულობდა. მასთან მივირბინე და ყველაფერი მოვუყევი. თუმცა მას არ შეშინებია, რადგან ჩათვალა, რომ ბიძაჩემმა დააკაკუნა. მეც დავმშვიდდი. 
დილით ბიძაჩემს ვკითხე, ღამით სასტუმრო ოთახის კარზე შენ დააკაკუნე მეთქი? მაგრამ მან მითხრა, რომ იმ დროისთვის უკვე ეძინა… ამის მერე ღამით მარტო დარჩენას და იმ სერიალის ყურებას ვერიდებოდი… 
კაკუნის შემდეგ, რაღაც დროის განმავლობაში, არაფერი განსაკუთრებული აღარ შემინიშნავს და დამავიწყდა კიდეც ის შემთხვევა. 
ერთხელ მე და ბებია მის ოთახში ვისხედით და ვკითხულობდით… გვიანი იყო, მაგრამ ბიძაჩემი სახლში არ იყო და მის მოსვლას ველოდებოდით. ჩემი სავარძელი ისე იდგა, რომ პირდაპირ ვხედავდი სამზარეულოს. უცებ შევნიშნე, რომ ლამფის შუქმა შესამჩნევად დაიწყო ციმციმი. ჩავთვალე, რომ მომეჩვენა და კითხვა განვაგრძე. ცოტა ხანში იგივე განმეორდა, ამჯერად ნაბიჯების ხმა და ფეხების ბაკუნიც მოჰყვა. ეს ხმა ბებიამაც გაიგონა, მაგრამ ჩათვალა, რომ ძია დაბრუნდა სახლში. მე ვიცოდი, რომ სახლში არავინ შემოსულა, თუმცა ბებია აღარ შევაშინე. 
უცნაური მოვლენები ყოველღიურად გრძელდებოდა. მესმოდა იგივე ნაბიჯების ხმა, შუქი თავისით ირთვებოდა და ითიშებოდა, მაგრამ რატომღაც შიშის გრძნობა გამიქრა და ყურადღებას აღარ ვაქცევდი… 
გავიდა რამდენიმე წელი… ერთხელ ბიძაჩემს გამგზავრება დასჭირდა და ბებია მარტო დარჩა. იგი წუხდა, რომ ღამით ვიღაც სახლში დადიოდა და ტაშს უკრავდა. ამის გამო ვერ იძინებდა, რადგან ძალიან ეშინოდა. 
ბებიაჩემის სახლი "მკვდარია”. ყვავილები არ ხარობენ, ცხოველები გარბიან, მეზობლებში კი სახლში შესვლის სურვილიც არ აქვთ. მე თვითონაც თავს ვარიდებ ბებიასთან წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს იგი. 
არ ვიცი, ცხოვრობდა თუ არა ვინმე იმ მიწაზე მანამდე, მაგრამ ამ სახლში სხვას არავის უცხოვრია, რადგან იგი ბებიაჩემმა ააშენა საკუთარი ხელებით. სახლში ყოფნის დროს, იქედან გამოქცევის სურვილი გიჩნდება… ცოტა ხნის წინ სახლი ვაკურთხებინე, მაგრამ სიტუაციას გაუმჯობესებისა არაფერი ეტყობა… 

ჩემს ოჯახთან ერთად ახალ სახლში გადავედი. სახლი არც ისე ახალი იყო, 70-80იანი წლების… მანამდე ამ სახლში ცხოვრობდა ოჯახი, რომელშიც 3 ბავშვი ცხოვრობდა. სამწუხაროდ, სამივე ბავშვი გარდაიცვალა სხვადასხვა დროს… 
ერთხელ, ჩემს ოთახში ვიჯექი და თოჯინას ვეთამაშებოდი. მერე გარეთ გადავწყვიტე სათამაშოდ გასვლა, თოჯინა თავის საწოლში დავაწვინე და ეზოში გადავედი. რომ დავბრუნდი, დავინახე, რომ თოჯინა ახლა სხვა სათამაშოებთან ერთად, სკამზე იჯდა. გამიკვირდა, იმიტომ რომ სახლში მარტო ვიყავი, მაგრამ არ შემშინებია. საღამოს დედას მოვუყევი, მაგრამ არ დამიჯერა, შენ დატოვებდი სკამზე დასმულს, უბრალოდ არ გახსოვსო… 
ძილის წინ თოჯინა სათამაშოების ყუთში ჩავაწვინე და დავწექი… 
იმ ღამით ასეთი სიზმარი ვნახე – საწოლთან დაახლოებით 7 წლის გოგონა მედგა, რომელიც ძველებურად იყო ჩაცმული, ქერა თმა ღია ცისფერი ბაფთით ჰქონდა შეკრული. ხელში კი თოჯინა ეჭირა, ჩემი თოჯინა. მეგობრულად მიღიმოდა. მე დავუყვირე : ” მომეცი ჩემი თოჯინა !” , მან კი გაკვირვებულმა მიპასუხა : ” არა, ჩემია!”. მე ყვირილს განვაგრძობდი : "ჩემია, დამიბრუნე ჩემი თოჯინა! "… "მაშინ მეთამაშე მაინც, იმდენი ხანია ჩემთან არავის უთამაშია – მთხოვა მან და საწოლს მოუახლოვდა… ” არ მინდა შენთან თამაში” – დავუყვირე და გავექეცი… ამ დროს გამომეღვიძა და დავინახე რომ ბალიშთან ჩემი თოჯინა იდო და მის გვერდით თმის ღია ცისფერი ბაფთა 
მომდევნო ღამით, კვლავ ვიხილე სიზმარში ის გოგონა. ამჯერად მარტო არ იყო, ხელი ჰქონდა ჩაკიდებული პატარა გოგონასთვის, დაახლოებით 3 წლისა იქნებოდა… ” ხედავ? შენ ჩემთან თამაში არ მოინდომე, მაგრამ ეს გოგო მეთამაშება ხოლმე” – მითხრა მან და წავიდა… 
მეორე დილით გავიგეთ რომ დედაჩემი ფეხმძიმედ იყო. 9 თვეში ჩემი და დაიბადა… ცოტა რომ წამოიზარდა, მომიყვა, ძილის დროს ჩემი მეგობარი მოდის ჩემთან და მეთამაშებაო… 
მშობლებმა გადაწყვიტეს სახლი ეკურთხებინათ და მალევე აკურთხეს.. ამის შემდეგ, როგორც ჩემმა პატარა დამ თქვა, მისი მეგობარი აღარ გამოჩენილა… 

ახლა კი ინსტრუქცია როგორ შევაშინოთ 
მეგობრები 

სირთულის დონე : არც ისე რთული 
დაგჭირდებათ : 
ბნელი ოთახი 
საზარელი ხმა 
დაინტერესებული მსმენელი 
ნაბიჯი1 
პირველად განსაზღვრეთ ზომა, სტილი,როგორია თქვენი ისტორია და მოიფიქრეთ ეფექტი, რომლის მოხდენასაც აპირებთ. იქნება ეს ისტორია ვურდალაკებზე, ვამპირებზე, თუ გოგო და ბიჭზე, რომელიც სახლში მარტო დარჩნენ ?! არჩევანი ბევრია, ხოლო რას აარჩევთ თქვენზეა დამოკიდებული, სტილზე და თქვენს მსმენელზე. რაღაც მეეჭვება, რომ უფროსები დააშინოს 
ისტორიამ ბაბაიაგაზე .. მაგრამ, იმასაც გააჩნია, როგორ მოყვებით. 
ნაბიჯი 2 
დაიმახსოვრეთ,რომ მოკლე მონათხრობისათვის საჭიროა მოქმედების საინტერესოდ შეთხზვა. შედეგ კი მიყევით სქემას: 
-საინტერესო დასაწყისი - 
-უჩვეულო გაგრძელება- 
- წარმოუდგენელი სიუჟეტი- 
- მოულოდნელი გახსნა – 
-შოკისმომგვრელი ფინალი – . 
გრძელ ისტორიებს დასჭირდებათ დეტალების დამუშავება, ამიტომ ჯობია მოკლე ამბებით დავიწყოთ 
ნაბიჯი 3 
პერსონაჟებზე დიდხანს არ გაჩერდეთ – აიღეთ ისინი პირდაპირ რეალური ცხოვრებიდან. აიღეთ უბრალო სიტუაცია , მაგალითად : ბავშვები მარტონი დარჩნენ სახლში. შემდეგ დაამატეთ რამე უცნაური და არარეალური, მაგალითად : წასვლის წინ დედამ ბავშვებს სასტიკად აუკრძალა ტელეფონის ყურმილის აღება ან მაცივრის გამოღება. ბავშვები რათქმაუნდა არ მოუსმენენ მათ და… 
რა შემდეგ?! მაცივარში გვამი აღმოჩნდა?! ტელეფონზე უთხრეს რომ მათკენ მოემართება სიკვდილის ლურჯი ცეცხლი. ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. 
ნაბიჯი 4 
მოიფიქრეთ "საშიში” , იდუმალებით მოცული სახელწოდებები , მაგალითად : წითელი თვალები, მწვანე ხელი, ხის ფეხი, ყვითელი სახე, ჯადოქრის ტბა, შავი პლაში, დამაქალი, ლურჯი ულვაში, ირის სამფლობელო ან ველოს ბენზოხერხი :lol2: 
და ა.შ. 
რაც უფრო იდუმალი და ბინდით მოცული იქნება სახელი, მით უკეთესია, მით უფრო მიეცემა მსმენელი ფანტაზიებში ფრენას და უფრო შეეშინდებათ კიდევაც. 
ნაბიჯი 5 
შექმენით შესაბამისი გარემო. თუნდაც ბინდი ან მაქსიმალურად ჩაბნელებული ოთახი. მოყევით ჩუმი და იდუმალი ხმით. არ აჩქარდეთ. პაუზების დროს კი სიბნელეში რაიმე საგანზე მიუთითე 
"ჰეი რა მოძრაობს მანდ(ფართხალებს :lol2: , ნათდება, შავდება, ყანყალებს და ა.შ) 
ნაბიჯი 6 
ბოლო, ყველაზე საშიში რეპლიკა წარმოთქვით მოულოდნელად , ჩქარა, ხმამაღლა . ბონუსი იქნება თუ ვინმეს მოულოდნელად ჩასჭიდებთ ხელს. 
და ბოლო ყველაზე მთავარი 
გჯეროდეს თავად იმის, რასაც ყვებით და მსენელებსაც დააჯერებთ.! 
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 737 | დაამატა: Sali_leto♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2012-01-28 Spam
.....