მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 6 » სამეგრელო
7:11 PM
სამეგრელო
სამეგრელო, ეს არის ჩემი კუთხე.
მინდა რომ გაგაცნოთ ჩემი კუთხე და მისი ტრადიციები.
იმედია დაგაინტერესებთ და დააკომენტარებთ !


პირადად მე სამეგრელოზე ვაფანატებ და მეგრელ ხალხზე. დამიჯერეთ ჩვენ გვაქვს ყველაზე განსხვავებული ტრადიციები. მაგრამ ზოგჯერ ეს ტრედიციები აჭარბებს/. ანუ რა შემთხვევაში, როცა ვინმე გარდაიცვლება ამას მოჰყვება საშინელი ნერვიულობები წივილ–კივილი და ზედმეტი ემოციების გამოხატვა. ზოგს ამ მიზეზების გამო არ უყვარს მეგრელები. მაგრამ ცდებით :დდ ახლა კი იხილეთ ინფორმაციები და სურათები რომლების (ზოგი) მე დავამუშავე,


სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან (მსგავსად აფხაზეთისა, იმერეთისა), XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით — მეგრელებით — დასახლებულ მხარეს მდინარეებს ფსირცხასა (ძვ. ანაკოდიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი.

გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში, თუმცა უცხოურ წყაროებში „სამეგრელოდან" ნაწარმოები სახელწოდებებიც გვხვდება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლიტერატურაში ისევ დამკვიდრდა სახელწოდება „სამეგრელო". XVII საუკუნის I ნახევარში აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.

დონ კრისტოფორო დე კასტელის ცნობით, მისი საქართველოში მოღვაწეობისას (1627-1654 წწ), სამეგრელო ტერიტორია ვრცელდებოდა რიონიდან კოდორამდე:

ახლა კი მოგასმენინებთ მეგრულ სიმღერებს:



კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 838 | დაამატა: -Nenne♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2013-02-06 Spam
Samegrelo ar miyvars magram rogorc kutxe ulamazesia ^^
Dadianebis sasaxle rogor momwons ^^