მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 11 » საქართველოს ვარსკვლავის მონაწილეები
9:14 PM
საქართველოს ვარსკვლავის მონაწილეები
ნინა სუბლატი

ინტერვიუ ნინა სუბლატთან

"საქართველოს ვარსკვლავის' მეორე სეზონი დაიწყო და ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამოსვლა სწორედ ამ ახალგაზრდა გოგოსია, რომელმაც ორიგინალური სტილითა და საუცხოო ხმის ტემბრით ნამდვილი ფურორი მოახდინა და პროექტის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. Lana del reyს ჰიტის Blue Jeansის შესრულებით ნინამ ბევრი ქართველი მაყურებლის გული მოიგო და რაც მთავარია ჟიურის თანხმობით მოიპოვა ოქროს ბილეთი. მისი სახელი გასცდა რუსთავი ორის შენობის ფარგლებს და სოციალური ქსელი დაიპყრო. 

როგორც ვიცით, 'სუბლატი' შენი ფსევდონიმია. რატომ აირჩიე მაინცდამაინც ეს ფსევდონიმი?და საერთოდ რატომ არჩიე გვარის დამალვა? 

გვარის დამალვა არ მიფიქრია, უბრალოდ ბავშვობიდან ყველა სუბლატით მიცნობს, შესაბამისად უფრო გვარია ვიდრე ფსევდონიმი და პროექტშიც ჩემივე კომფორტისთვის სუბლატით გამოვედი. 

რამე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს თუ უბრალოდ ჟღერადობის გამო მოგეწონა? 

დატვირთვაც აქვს, უბრალოდ საიდუმლოა. ჟღერადობითაც ვფიქრობ ძალიან მიხდება 

რას გვეტყოდი შენი პირადი ცხოვრების შესახებ, სულ რამდენიმე სიტყვით 

პირად ცხოვრებაში ყველაფერი ისეა როგორც ყოველთვის მინდოდა რომ ყოფილიყო 



მუსიკის რომელ ჟანრს ანიჭებ უპირატესობას? საყვარელი მომღერალი? 

უფრო ალტერნატივას, საყვარელი მომღერალია bjork 

რომელი მომღერლის, ჯგუფის კონცერტზე წასვლაა შენი ოცნება? 

bjork-ის კონცერტს სიამოვნებით დავესწრებოდი და green day-ს კონცერტზე ძაან გავერთობოდი! 

გაქვს ძალიან გამორჩეული ორიგინალური სტილი. ვინ არის შენი ინსპირაცია? რომელ ბრენდებს ანიჭებ უპირატესობას 

ჩემი ინსპირაცია ჩემი ხასიათია. ბრენდებს დიდად არ ვაქცევ ყურადღებას, მთავარია მომწონდეს და ხარისხიანი იყოს 

რას იტყოდი ქართულ შოუბიზნესზე? უსმენ თუ არა რომელიმე ქართველ მომღერალს ან ჯგუფს? 

ზოგადად არ ვფიქრობ რომ საქართველოში შოუბიზნესი არსებობს. იმის მიუხედავად რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, ყველა შემსრულებელია და არა მომღერალი, ასე რომ.. 
საქართველოს ვარსკვლავის გარდა თუ მიგიღია რომელიმე კონსკურსში მონაწილეობა? 

არა არც ერთში. პირველი იყო და პირველივე ცდაზე გამიმართლა, ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი . 

შენთვის მისაბაძი მაგალითი არის... 

ის ვინც იცის საკუთარი თავის ფასი.ზოგადად საკუთარი თავის ფასის ცოდნა წარმატების ფორმულაა. 

ყველაზე მეტად რაზე ოცნებობ და რა გინდა რომ გამოგივიდეს? 
ძალიან მინდა რომ საყვარელ საქმეში დიდ წარმატებას მივაღწიო და ამისთვის ძალიან ბევრსაც ვშრომობ. ვოცნებობ ეს ყველაფერი გამოვიდეს და ბევრი ქართველისთვის მისაბაძი მაგალითი გავხდე. 

გაქვს თუ არა ტატუ? 
კი 8 ტატუ მაქვს. 

როგორი დამოკიდებულება გაქვს სამკაულებთან და მაკიაჟთან ? 

დეტალებს ყველაფერში, განსაკუთრებულად კი ხელოვნებაში დიდ ყურადღებას ვაქცევ, აქსესუარებიც ერთგვარი დეტალებია, რომელიც თავის გამოხატვაში გვეხმარება, რა თქმა უნდა თუ სწორად ვიცით შერჩევა. მაკიაჟი კი გვეხმარება ისე გამოვიყურებოდეთ როგორც გვინდა და გარეგნობასაც უფრო მრავალფეროვანს ხდის - ასევე მაკიაჟის გაკეთებაც სწორად უნდა ვიცოდეთ 

რას ელი საქართველოს ვარსკვლავიდან? 

მმმ.. ყველაზე მეტად მინდა რომ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთო - ისეთი რაც ჯერ საქართველოში არ ყოფილა და ეს პროექტი ამის საშუალებას ნამდვილად მაძლევს. ველოდები რომ ყოველი ჩემი პერფორმანსი მაყურებელსთვის საინტერესო და სასიამოვნო იქნება და მოწონებასაც დაიმსახურებს. 

ნუკა გვალია


ნუკა გვალია პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" ერთ-ერთი მონაწილე და მომღერალ ეკა კვალიაშვილის ქალიშვილია. 20 წლის გოგონამ სულ რაღაც ორ კვირაში შეძლო და ქართველებს თავი შეგვაყვარა. "საქართველოს ვარსკვლავის" "ფეისბუქის" გვერდს თუ ეწვევით უთუოდ წააწყდებით ნუკას ანკეტას, რომელიც ასე გამოიყურება: 

სახელი, გვარი: ნუკა გვალია 

ასაკი: 20 წლის 

საქმიანობა: მომღერალი, დიასახლისი. მუსიკით დაკავებულია ბავშვობიდან. 

საყვარელი მუსიკალური ჟანრი: Alternative/ Nu Metal 

საყვარელი შემსრულებლები: Bush, Whitney Houston 

საყვარელი სიმღერა: "Chemical between us” 

ჰობი, ინტერესები: ხატვა, კომპიუტერული თამაშები ( World of Warcraft) 

უყვარს: განმარტოვება 

არ უყვარს: უცხო ადამიანებში მოხვედრა 



ნუკა უკვე ერთი წელია დაოჯახებულია. მისი რჩეული 21 წლის ნიკუშა კობახიძეა. წყვილს 7 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებს. ნუკამ ჟურნალ "თბილისელებს" საკუთარი სიყვარულის ისტორია უამბო: "მე და ჩემმა მეუღლემ, ნიკუშა კობახიძემ ერთმანეთი ინტერნეტის საშუალებით გავიცანით. ჯერ ვმეგობრობდით, მერე ეს მეგობრობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა. უკვე ერთი წელია რაც ცოლ-ქმარი ვართ. ის 21 წლისაა, მე კი 20-ის. ყველაფერში მყვება და მოსწონს ჩემი მრავალფეროვნება. ურთიერთობებში სიახლე აუცილებელია, რომ ადამიანებს ერთმანეთი არ მობეზრდეთ. ჩემი ქმარი ძალიან მანებივრებს და ხშირად მიწყობს სიურპრიზებს. მან მიბიძგა იმისკენ, რომ სასიმღერო კარიერისთვის მებრძოლა. ის, რომ ოჯახი და კარიერა ერთმანეთს უშლის ხელს აბსურდია. თუ მოინდომებ და საყვარელმა ადამიანებმაც შეგიწყვეს ხელი, ყველაფერს შეძლებ და დაძლევ-ამაში ეჭვი არ მეპარება" 
ნუკას ძალიან უყვარს სვირინგები. 2 ტატუ აქვს წელზე და ხელზე. "ყოველი დღე ჩემი ცხოვრებისა, არის ჩემი ისტორია"-ასე ჟღერს წარწერა, რომელიც ნუკამ ხელზე ამოისვირინგა. გოგონა თავს დამოუკიდებელ ადამიანად მიიჩნევს, ოჯახის წევრებთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს, ერთმანეთს არაფერში ზღუდავენ. ნუკა შემოქმედებითი ადამიანია, იმის გარდა, რომ შესანიშნავად მღერის მელოდიებსაც წერს და ხატავს. დედა-შვილი კარგი მეგობრებიც არიან და ხშირად ერთადაც ერთობიან. ქალბატონი ეკა მიიჩნევს, რომ მისი ქალიშვილი იმსახურებს იყოს წარმატებული მომღერალი. 

ასევე ძალიან კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის... ნუკა გვალია ორსულადაა ! მან გუშინ თავის ფეისბუქზე გამოაქვეყნა ფოტო. 


KATIE ♥ 
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 1205 | დაამატა: PerfectlySelly | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-06-12 Spam
kaia mariko lejavac momwons) ♥ ninaaaaaaa <333