მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 20 » საახალწლო ტრადიციები
4:10 PM
საახალწლო ტრადიციები
ეს საახალწლო ტრადიციები საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა . როგორც ცნობილია, ახალ წელს ჯერ კიდევ წარმართობის ხანაში დღესასწაულობდნენ , სხვადასხვა წეს-ჩვეულებებით , ტრადიციებით, საზეიმო შესაწირავით და გასართობებით. 
ბრიტანეთის კუნძულები 
ბრიტანეთის კუნძულებზე ფართოდ არის გავრცელებული "ახალი წლის შემუშავების" ჩვეულება.როდესაც საათი თორმეტჯერ ჩამოკვრას დაიწყებს, აღებენ სახლის უკანა კარს, რათა ძველი წელი გააცილონ , ხოლო როდესაც საათი მეთორმეტეჯერ ჩამოკრავს წინა კარს აღებენ , რომ ახალი წელი მობრძანდეს. ბრიტანეთის კუნძულებზე სადღესასწაულო სასმელად ითვლება პუნში. 
ინგლისი. 
ინგლისში სახლებს რთავენ დეკისა და ფითრის ტოტებით. ჩვეულების თანახმად , წელიწადში ერთხელ , შობის წინა ღამეს , მამაკაცებს უფლება აქვთ ნებისმიერ ქალს აკოცონ. ერთ-ერთი ძველი ტრადიციაა საშობაო ნაპობი. შობაზე ისინი უზარმაზარ ხეს ხერხავდნენ, რომელიც მთელი მომდევნო შობის დროს მიჰქონდათ სახლში და ბუხარში უკეთებდნენ .. თუ ის ბოლომდე ჩაიფერფლებოდა , ის წელი იღბლიანი იქნებოდა. 
შოტლანდია 
შოტლანდიაში ახალი წლის დღესასწაულს "ჰოგმანის" ეძახიან. ჩვეულების მიხედვით ახალი წლის ღამეს კასრებში კუპრს ასხამენ , ცეცხლს უკიდებენ და მათ ქუჩებში აგორებენ, რითაც სიმბოლურად წვავენ ძველ წელს და ახალს ეპატიჟებიან.შოტლანდიელებს მიაჩნიათ რომ მასზე , თუ ვინ შევა , პირველად მათ სახლში ახალ წელს, დიდად არის დამოკიდებული ოჯახის წარმატება თუ წარუმატებლობა.ტრადიციის თანახმათ ახალი წლის პირველ დღეს ყველა ოჯახის კარი ღიაა სტუმრებისთვის. 
საფრანგეთი. 
საფრანგეთში საახალწლოდ ცერცვისა და ლობიოს მარცვლებს ცეცხლში წვავენ , ხოლო თანასოფლელებისთვის საუკეთესო საახალწლო საჩუქრად ბორალი ითვლება . 
იტალია 
იტალიაში საახალწლო დღესასწაული 13 დეკემბრიდან იწყება ,მხიარული იტალიელები თვლიან, რომ ახალ წელს უნდა შეხვდეთ ყველაფერი იმ ცუდისგან , ძველისგან , სამწუაროსგან განთავისუფლებულები , რაც გასულ წელს დაგროვდა ამიტომ ისინი 31 დეკემბერს პირდაპირ ფანჯრებთან ყრიან ძველ ნივთებს. 
საბერძნეთი 
საბერძნეთში ახალი წლის პირველი დღე აღინიშნება როგორც წმინდა ვალილის დღესასწაული . ბავშვები ახალი წლის ღამეს ბუხართან წაღებს ტოვებენ იმ იმედით , რომ წმინდა ვასილი მოვა და მას საჩუქრებით აავსებს, როგორც წესი ასეც ხდება ხოლმე. 
საქართველო 
საქართველოში ყველა კუთხეს გააჩნია საკუთარი დამახასიათებელი ტრადიცია თუ როგორ უნდა შეხვდნენ ახალ წელს . ძირითადი ტრადიცია კი მეკვლის ფენომენია რომლიც განაპირობებს ოჯახის მომვალ წარმატებას , ბედნიერებას ან უბედურებას.. "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი! ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზისა! წელი სიკეთე-სათნოებისა, მშვიდობისა, ბარაქისა, სიყვარულისა, გამრავლებისა! ღმერთმა დაგლოცოთ კაც-დიაცით, თქვენი შვილებით, აკვნების სიმრავლით, პურ-ღვინის დაძველებით, ზვარ-ყანების სიდიდით, ცხვარ-ძროხის სიმრავლით, კარგი სტუმრითა და ყველა მოკეთით! მრავალ ახალ წელს!" საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მიუხედავად საახალწლო ტრადიციების მრავალფეროვნებისა, თითქმის ყველგან ასე ულოცავს მეკვლე ახალ წელს ოჯახს. მეკვლე - ზოგან მას მეფეხეს, მეფეხურსაც უწოდებენ - ის ადამიანია, რომელიც ახალი წლის დადგომის შემდეგ პირველი შეაღებს ოჯახის კარს. მეკვლეობის ტრადიცია საქართველოში ოდითგანვე არსებობდა და მას ერთხანს საკრალურ მნიშვნელობასაც კი ანიჭებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ სწორედ პირველი სტუმრის ფეხზე იყო დამოკიდებული მომავალი წლის ავკარგიანობა. 

ბევრი ვიწვალე და გთხოვთ დამიფასოთ :)))) თუ ბევრი კომენტარი ექნება მეორე ნაწილსაც დავდებ <3
-GabbY♥
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 784 | დაამატა: elizabeth05 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-12-20 Spam
მე პირადად საქართველოს ტრადიციები ყველაზე მეტად მომწონს/ მიყვარს და მისაღებია ჩემთვის <3 ნუ ალბათ ქართველი ვარ და ამიტომ, მაგრამ მიანც

სიახლეს რაც შეეხება მომეწონა, საინტერესო იყო