მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 28 » S T A R S
7:33 PM
S T A R S
♥ Star
♥ ვარსკვლავების საუკეთესო ნიშნობის ბეჭდები 

ვარსკვლავები თავიანთი გულის რჩეულებისთვის დიდი მონდომებით და დაკვირვებით არჩევენ ნიშნობის ბეჭდებს.
 მათ ფინანსური შესაძლებლობაც აძლევს საშუალებას, რომ გამორჩეული დიზაინის და ზომის სამკაული შეარჩიონ გულისსწორებისთვის

ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის Robert Procop-ის 16-კარატიანი სპეციალური დიზაინით დამზადებული ექსკლუზიური ბეჭედი მიართვა.


Jay-Z-მ საყვარელი მეუღლე ცნობილი მომღერალი ბიონსე 18-კარატიანი ბრილიანტის ბეჭდით გაახარა.


სარა ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდერიკი ერთ-ერთი დიდი ხნის დაქორწინებული წყვილია ჰოლივუდში. მათი ქორწინება კი ულამაზესი ყვითელ ოქროში ჩასმული საქორწინო ბეჭდით დაიწყო.


ვიქტორია და დევიდ ბექჰემების ურთიერთობა კი მასიური ბრილიანტის ინკრუსტირებული ნიშნობის ბეჭდით დაიწყო.


ქეით მიდლტონს კი პრინცმა უილიამმა დედის პრინცესა დაიანას 18 კარატიანი ბრილიანტის და საფირონის თვლიანი ბეჭედი მიართვა. აღნიშნული ბეჭედი მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ და ლამაზ საქორწინო სამკაულად არის მიჩნეული.


2005 წელს ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ, ჯენიფერ ენისტონმა რამდენიმე შეყვარებული გამოიცვალა, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა მხოლოდ კოლეგა ჯასტინ ტერუსთან ააწყო. 2012 წლის 10 აგვისტოს, 15-თვიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილი დაინიშნა. ნიშნობა ტერუს 41-ე დაბადების დღეზე გაიმართა. ტერუმ საცოლეს მასიური ბრილიანტის ბეჭედი მიართვა. როგორც ცნობილი გახდა წყვილის გრანდიოზული ქორწილი კინოვარსკვლავის მამულში ლოს-ანჟელესში მარტის დასაწყისში გაიმართება.


ცნობილმა ქანთრი-მომღერალმა Keith Urban-მა ნიკოლ კიდმანისთვის Cartier-ს ფირმის ალმასებით გაწყობილი ნიშნობის ბეჭედი შეარჩია.


მოდელი მირანდა კერი კი თავს იწონებს მეუღლის მსახიობის ორლანდო ბლუმის ნაჩუქარი 15-კარატიანი ორ რგოლიანი ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ბეჭდით, რომელიც ანათებს ლამაზმანის თითზე.


ბენ აფლეკმა მეუღლის ასევე მსახიობის ჯენიფერ გარნერის სიყვარული 4, 5 კარატიანი ბრილიანტის ბეჭდით დაადასტურა.

კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 841 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7
2013-02-28 Spam
Miranda kerr s momewona yvelaze dzan
Kargi siaxlea ))