მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 22 » რუჯის წასმა ♥
1:08 PM
რუჯის წასმა ♥


რუჟი(ფერუმალინი) ოდითგანვე პოპულარული იყო მანდილოსნებს შორის.ის აახალგაზრდავებს და აცოცხლებს სახეს,მაკიაჟის აწონასწორებს და სახის მოდელირების შესანიშნავი საშუალებაცაა.

იმისათვის,რომ სრულყოფილი მაკიაჟი გაიკეთოთ,საჭიროა იცოდეთ,თუ როგორი სახის ფორმა გაქვთ,რათა რუჟი (ფერუმალინი,’რუმიანა’) შესაბამის ადგილებზე დაიდოთ,რაც სახის ვიზუალური კორექციის საშუალებას მოგცემთ.

სულ 6 ტიპის სახის ფორმა არსებობს :



  • 1.გულის ფორმის სახე;

  • 2. კვადრატული სახე; 

  • 3.მრგვალი სახე;

  • 4.რომბის ფორმის სახე;

  • 5.გრძელი სახე; 

  • 6.ოვალური სახე


იმისათვის,რომ გაიგოპთ თუ რომელი ფორმის სახე გაქვთ, სახაზავით უნდა გაზომოთ და პროპორციები შეადაროთ ნახატისას.

გაზომეთ:



1.შუბლის სიგანე ყველაზე ფართო ადგილას;
2.სახის სიგანე ღაწვების ზედა საზღვარზე;
3.სახის სიგანე ღაწვების ქვედა საზღვარზე
4.სახის სიგრძე თმის ზრდის წერტილიდან ნიკაპის ბოლომდე.


როგორ წავისვათ რუჟი?

რუჟის წასმის ზონებს სახის ტიპის მიხედვით ძალიან კარგად გამოსახავს ეს სურათი :



მთავარია გაითვალისწინოთ,რომ რუჟი ესმევა იმ ზონებს,რომლის დაფარვაც გინდათ.ამისათვის ვიზუალურად დაადგინეთ იდეალური ოვალის კონტურები და მის გარე ზონებზე დაიდეთ რუჟი.

ისიც უნდა ვიცოდერთ,თუ რა ფერის კანს რა ფერის რუჯი უხდება:

ღია ფერის კანს უხდება ცივი ფერები : მოიისფრო–ვარდისფერი,ვარდისფერი;

შავგვრემან კანს ––– მუქი ფერები : სპილენძისფერი,მარჯნისფერი;

თმის ფერსაც აქვს მნიშვნელობა,ასე:

ქერა თმის და წაბლოსფერი თმის პატრონს ურჩევნია გამოიყენოს კრემისფერი და მარჯნისფერი;

მუქთმიანმა უნდა იხმაროს ყავისფერი და ჟანგისფერი რუჟი;

წითურ თმას უხდება მოყვითალო და სტაფილოსფერის ტონების რუჟი.

რუჟის სახეობებს რაც შეეხება…

არსებობს რამოდენიმე კონსისტენციის რუჟი :კრემისებური,დაპრესილი,ბურთულიანი,ასევე ტუჩსაცხსაც იყენებენ.



ასევე არსებობს რუჟის წასასმელი სხვადასხვა ფუნჯები.ზოგადად რუჟის ფუნჯი ფუმფულა და ხშირია,ბეწვის კონა შეიძლება წრიულად იყოს შეკრული ან მოგრძოდ.უმჯობესია,თუ ნატურალურ ბეწვისგან დამზადებულ ფუნჯს გამოიყენებთ(როგორც წესი ციყვის ბეწვისგან მზადდება)

და კიდევ ერთი რჩევა : გარუჯულ სახეს(მზით გარუჯული ან ავტორუჯის გამოყენებით0)არ უხდება არანაირი მაკიაჟი,მათ შორის რუჟიც(მაქსიმუმ თვალის ფანქარი).

აითვისეთ რუჟის წასმის ტექნიკა საკუთარი სახის ფორმის გათვალისწინებით! 


P.S ეს პოსტი ჩემი დაწერილი არაა გადათარგმნა ინგლისურ საიტიდან 
ერთ–ერთმა ( ქეთიმ) თქვენ  არ იცნობთ.
 და დავდე აქ :) ♥
მადლობა ქეთის ♥ 
იმედია,ეს პოსტი გამოგადგებათ. ♥
კატეგორია: ♥ თავის მოვლა | ნანახია: 1180 | დაამატა: Little♥Daisy | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8
2013-02-24 Spam
ძალიან კარგი სიახლეა! ♡♡