მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 15 » როგორ შევხვდეთ ახალ წელს ?
9:40 PM
როგორ შევხვდეთ ახალ წელს ?
0

ოჰ,ეს ახალი წელი!ერთი წამის ამბავია,არადა როგორ ვემზადებით!
ნაძვის ხეს ვდგამთ,სახლს ვრთავთ,საახალწლო მენიუს ვადგენთ და რაც კიდევ უფრო რთულია–ამ ყველაფერს ვამზადებთ. მაგრამ არის ერთი რამ,რაზეც ბევრად უფრო ადრე იწყებს ფიქრს ქალი.ეს ფიქრი მოსვენებას არ გვაძლევს,ვეძებთ ინფორმაციას ყველგან,რათა არაფერი შეგვეშალოს და ამ საზეიმო განწყობას ჩვენი თვითკმაყოფილი ღიმილიც შევმატოთ.რა არის ეს?
 რა და უამრავი ქალისთვის უმთავრესი–რას ვიცმევთ! საქმე რთულდება, თუ ახალ წელს რესტორანში ან კლუბში ვხვდებით,თუმცა სახლში ახალი წლის შეხვედრაც ’სრულ აღჭურვილობას’ მოითხოვს.



გველი-მატერიალისტია და ძალიან აფასებს სურვილს აღიდგინო ან გააძლიერო ფინანსური სტაბილურობა. ამ ნიშანმა ყოველთვის ნათლად იცის რა სურს და აჯილდოვებს მათ ვისაც აქვს სწორი პრიორიტეტები.



გველს არ მოსწონს დიდი და ხმაურიანი კომპანიები ღია სივრცეში. ხმამაღალი სიცილი, მუსიკა და ცეკვები აღიზიანებს მას. ოჯახურ ღირებულებებს დიდ უპირატესობას ანიჭებს. ამიტომ იდეალური იქნება თუ გველის წელიწადს ოჯახურ სიმყუდროვეში შეხვდებით.



საკვები : 

1.ყვავილების თაიგული თქვენი საახალწლო სუფრისთვის :) ხომ ლამაზია?
და ძალიან მარტივიც! მოამზადეთ რომელიმე თქვენთვის სასურველი სალათი და დადეთ თეფშზე ამ ფორმით, როგორც ფოტოზეა, გარშემო მარილიანი კრეკერები მიამაგრეთ, ზემოდან ისპანახის ან სხვა რომელიმე სალათის ფურცლები, ყვავილები კი სიფრიფანა ნაჭრებად დაჭრილი პატარა ბოლოკისგან გააკეთეთ. ყვავილის ყვითელი გული- კვერცხის გულია, დაფშვნილი.




იდეა თქვენი სუფრისთვის :)


(სურათის გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)


იდეა: ეს თოვლის ბაბუები თუ მოგეწონათ, შეგიძლიათ გამოცხობის ნაცვლად, "რაffაელო"-ს რეცეპტითაც გააკეთოთ და როცა გაცივდება, გარედან შაქრის პუდრით მორთოთ.



რაფაელოს რეცეპტი :

მომზადებას სულ 15-20 წთ სჭირდება + მაცივარში გაცივება.

მასალა:
ერთი ქილა შედედებული რძე
 100 გრ. კარაქი
100-150 გრამი ქოქოსის ფანტელები


მომზადება:
‘ემალირებულ’ ქვაბში ვადნობთ კარაქს დაბალ ცეცხლზე და ვამატებთ შედედებულ რძეს, როდესაც კარგად გაცხელდება და ერთმანეთს შეერევა, ვუმატებთ ქოქოსის ფანტელებს იმ რაოდენობით, რაც საჭირო იქნება სქელი მასის მისაღEბად (ბურთულების გაკეთება რომ იყოს შესაძლებელი). ცოტა ხანს ვურევთ და ვხარშავთ (ფრთხილად! არ მიიწვას), ბოლოს გადმოვდგამთ, ვაგრილებთ, ზეთიანი ხელით ვაკეთებთ პატარა ბურთულებს, ვავლებთ თეფშზე დაყრილ ქოქოსის ფანტელებში და ვაწყობთ ლამაზად ფანტელებმოყრილ დიდ, ბრტყელ თეფშზე. ბოლოს ვდგამთ მაცივარში (შეიძლება ცოტა ხანს საყინულეშიც), სანამ კარგად არ გამაგრდება.



რამდენიმე რჩევა:

1. ქოქოსის ფანტელების ყიდვა შეგიძლიათ გუდვილში, 200 გრამიანი შეკვრა ღირს 3 ლარამდე ან რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკონდიტრო მასალების მაღაზიებში (მაგ. დოლარსთორის გვერდით) 1 კგ – 6-6,5 ლარი ღირს

2. თუ ფანტელები არ გეყოთ, შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა შვრიის ფანტელი, ე.წ. ჰერკულესი.



ჩაამატეთ თქვენი საახალწლო იდეების ფოლდერში ეს ორიგინალური ღვეზელიც :)



აი ცომის რეცეპტიც:
4-4.5 ჭ ფქვილი,
1/2 ჭ შაქარი 2შეკვრა საფუარი (7-7.5 გარამიანი თითოეული),
1 ჩაის კოვზი მარილი,
1/2 ჭ რძე,
1/4 ჭ წყალი,
1/4 ჭ კარაქი დაკეპილი კუბებად,
2 კვერცხი,
2 ცალი ქიშმიში თვალებისთვის 2 კვერცხის გული 2-3 წვეთი წითელი საღებავი,
კულინარიული


დიდ თასში შეურიეთ ერთმანეთს 2 ჭ ფქვილი, შაქარი, მარილი და საფუარი.მეორე თასში გააცხელეთ რძე, წყალი და კარაქი. ჩაასხით მშრალ ინგრედიენტებს და გადაურიეთ მსუბუქად, შემდეგ დაამატეთ 2 კვერცხი. დაფაზე დაყარეთ დარჩენილი ფქვილი, გადაიტანეთ ცომი და შეაზილეთ, ხელით კარგად დაამუშავეთ 6-8 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩააბრუნეთ ცომის გუნდა თასში და დადგით გასაფუებლად. ეს უშუსალოდ ცომის მომზადებაა, დანარჩენი ფოტოები, უშუალოდ მზადებისა იხილეთ ამ ბმულზე

გაითვალისწინეთ, კვერცხის გულებიდან მხოლოდ ერთს ემატება საღებავი ქუდზე გადასასმელად. ანუ ჯერ ერთ გულს გათქვეფთ და გადაუსვამთ სახეზე და წვერ-ულვაშზე :D შემდეგ მეორე კვერცხის გულს თქვეფთ+საღებავი


















2013 წლის შესახვედრად საჭიროა გამოიყურებოდეთ ნათლად და ეფექტურად.

თმის რამოდენიმე ლამაზი ვარცხნილობის ვიდეო-გაკვეთილი:













ვიდეო– გაკვეთილი ფრჩხილებისთვის :



დანარჩენი ვიდეოების სანახავად დააჭირეთ ლინკს.

Easy Snowflake Nails
Easy Holly Nails
Easy Candy Cane Nails
Christmas Tree Nails




D.I.Y (Do It Yourself) - როგორც უკვე ვიცით მოიცავს სხვადასხვა კრეატიული და ორიგინალური ნივთების თვითონ, საკუთარი ხელით დამზადებას. მალე უკვე ახლოვდება ახალი წელი, ალბათ ყველა ოჯახში მიმდინარეობს სამზადისი: ამზადებენ საახალწლო სუფრას, საჩუქრებს , მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყურადგება ექცევა დეკორაციებს. ამ სიახლეში წარმოგიდგენთ სხვადასხვა ორიგინალურ და კრეატიულ იდეებს იმისთვის რომ თვითონ დამზადოთ საახალწლოდ დეკორაციები. (T♥M)
























სულ ეს იყო :) იმედია მოგეწონათ ნიუსი. გთხოვთ დააკომენტარეთ ! საათ –ნახევარი ვდებდი ამ ნიუს :( 

ბედნიერებას და წარმატებას გისურვებთ დამდეგ 2013 წელსიმედია ჩემი რჩევები გამოგადგებთ.
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 1366 | დაამატა: Little♥Daisy | რეიტინგი: 5.0/9
სულ კომენტარები: 301 2 3 »
2012-12-28 Spam
Magaria Dzaan Chkvianuri siaxlea biggrin <3333