Miley Cyrus-ი ახალი სინგლის რელიზისთვის ემზადება. "We Can't Stop" - ასეთი გახლავთ სიმღერის სახელწოდება, რომლის პრემიერაც 3 ივნისს შედგება. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში აღნიშნული ტრეკის პრომო სურათებიც გავრცელდა, რომელიც შავ-თეთრ ფერებში გახლავთ გადაწყვეტილი. აქვე ცნობილი ხდება, რომ მომღერალი ახალ ალბომზე მუშაობს, რომელიც მის დისკოგრაფიაში რიგით მეოთხე სტუდიური ფირფიტა იქნება. მის პროდიუსერებად კი Pharrell Williams-ი და will.i.am-იც შეიძლება ვიხილოთ. ჯერჯერობით მისი გამოსვლის თარიღი და სხვა კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ Miley Cyrus-ის ამ დროისთვის ბოლო ალბომი "Can't Be Tamed" გახლავთ. იგი 2010 წლის ივნისში გამოვიდა და სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებში პირველ ათეულშიც კი გვევლინებოდა.
|