კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი შობას ერთად არ შეხვდნენ, თუმცა, გოგონამ შეყვარებულს სპეციალური საჩუქარი მოუმზადა – 21 წლის ვარსკვლავმა რობერტს ორი გიტარა უყიდა. საჩუქრის ღირებულება 12 ათას დოლარს შეადგენს. როგორც ცნობილია, რობერტი მუსიკითაა გატაცებული და ძვირადღირებული ინსტრუმენტებისათვის ფულს არ იშურებს. საჩუქრის შესაძენად კრისტენი რობერტის საყვარელ მაღაზიაში, Norman’s Rare Guitars–ში წავიდა, სადაც 1959 წელს გამოშვებული Fender Jazzmaster და 1947 წლიანი K&F Lap Steel იყიდა. რობერტმა კრისტენისათვის ბევრი ვერ გაიმეტა... შობამდე რამდენიმე დღით ადრე მსახიობი TINI–ს მაღაზიაში შენიშნეს. რობერტმა კრისტენს 1965 წელს გამოშვებული ფილმის, I, A Woman–ის, 75 დოლარიანი პოსტერი უყიდა.
|