ჟურნალ OK!- ს განცხადებით კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი მშობლები უნდა გახდნენ. ჟურნალი ამბობს, რომ კრისტენი ეხვეწება რობს ოჯახი შექმნან მას შემდეგ, რაც შერიგდნენ. ასევე, რობი ძალიან გულგატეხილია რუპერტ სანდერსთან რომანის გამო. ჩვენი ინფორმაციით, ეს ორი მათგანი მზად არ არის ოჯახის შექმნისათვის. უფრო მეტი დეტალებისათვის გააგრძელეთ კითხვა.
წყარო იტყობინება, რომ რობმა უთხრა კრისტენს, თუ ის მისი ერთგული იქნება მას დიდი სურვილი აქვს ჰყავდეთ ბავშვი. ასევე, კრისტენი მეცხრე ცაზეა მას შემდეგ რაც რობს შეურიგდა და არ წყვეტს ამის შესახებ თავის მეგობრებთან ლაპარაკს. მისთვის ეს ცხოვრებაში მეორე შანსივით არის. მას შემდეგ კრისტენი გამოცოცხლდა და ამბობს, რომ ტირილი დაიწყო, როდესაც რობი შეურიგდა.
რობი და კრისტენი თამაშობენ მშობლებს "ბინდი საგა: განთიადი 2”- ში, და სწორედ ამის გამო მათ გააანალიზეს უფრო მეტად, რომ უნდათ გახდნენ მშობლები. მაგრამ ახლა როდესაც ეს გადაწყვიტეს, როგორ გადაწყვეტენ და სად გაზრდიან ნახევრად ბრიტანელ ბავშვს?
ისინი შეთანხმდნენ, რომ ბავშვი გაიზრდება ინგლისში. რობი პატრიოტია და ფიქრობს, რომ გაიზარდო ინგლისში ნიშნავს ყველაფერს.