მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივლისი » 5 » Rio de Janeiro
3:50 PM
Rio de Janeiro
RIO DE JANEIRO
ჩემთვის და ალბათ ბევრისთვის ძალიან საყვარელი
და სასურველი ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში 
მოკლე ინფორმაცია და ფოტოები
 

ინფორმაცია

რიო-დე-ჟანეირო (პორტ. Rio de Janeiro; იანვრის მდინარე) ან რიო— ქალაქი სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს შტატის დედაქალაქი და ბრაზილიის მეორე უდიდესი ქალაქი.საკუთრივ ქალაქში 6,3 მლნ ადამიანი სახლობს და ამ მხრივ იგი მე-6 უდიდესი ქალაქია ამერიკაში და 26-ე მსოფლიოში. ქალაქის ფართობი დაახლოებით 1 256 კმ²-ია. რიოს ზედმეტსახელად „განსაცვიფრებელ" ქალაქს ეძახიან. ქალაქში მრავალი უნივერსიტეტი და ინსტიტუტია და წარმოადგენს ბრაზილიის მეორე უდიდეს კვლევით ცენტრს; 2005 წლის მონაცემებით, ქვეყნის სამეცნიერო პროდუქციის 17% რიოში იწარმოება.

File:Christ on Corcovado mountain.JPG

 იგი განთქმულია ფეშენებელური სასტუმროებით, ჩამწკრივებული ტურისტული სანაპიროებით, კოპაკაბანისა და იპანემის პლაჟებით, ასევე იესოს გიგანტური ქანდაკებით (Cristo Redentor) კორკოვადოს მთაზე, რომელიც 2007 წელს მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებას შორის დაასახელეს, შაქრისთავა მთითა და მისი საბაგიროთი, ასევე ყოველწლიური მარდი-გრას საკარნავალო დღესასწაულებით. ქალაქში მდებარე მარაკანას სტადიონი ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო სტადიონია მსოფლიოში. 

File:Maracanã Stadium in Rio de Janeiro.jpg

რიო-დე-ჟანეირო 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს და ეს პირველი შემთხვევა იქნება.

ყოველწლიური უმნიშვნელოვანესი მოვლენაა კარნავალი. კარნავალის ტრადიციებს სავარაუდოდ ფრანგული და გერმანული გავლენა ეტყობა. ეს ჩვეულება პორტუგალიელებმა და ბრაზილიის სამეფო ოჯახებმა დაამკვიდრეს თავდაპირველად, ეს სანახაობა მხოლოდ მაღალი საზოგადოებისათვის ეწყობოდა. XX საუკუნის პირველ ნახევარში შესამჩნევი გავლენა იქონია აფრიკულ-ბრაზილიურმა დასარტყამმა ინსტრუმენტებმა და მუსიკამ. რიო-დე-ჟანეიროს კარნავალის მრავალი არჩევანი აქვს. მათ შორისაა სამბას ცნობილი სკოლების აღლუმები სამბადრომზე და ქუჩის მსვლელობები, რომლებიც ქალაქის თითქმის ყველა კუთხეში იმართება 1840 წელს, პირველი ნიღბებიანი კარნავალი აღნიშნეს. წლების შემდეგ, კარნავალისთვის ტრადიციად იქცა მოკაზმული ტივები და კოსტიუმებში გამოწყობილი მოდღესასწაულეები. კარნავალს ბრაზილიური მუსიკის ისტორიულ ფესვებად მიიჩნევენ.




ქალაქის ხედი

ქალაქის ხედი კორკოვადოს მთიდან. მარცხნივ — ლემე და შაქრისთავა მთა; შუაში — უმაიტა, კოპაკაბანა და პეიშოტო; მარჯვნივ — იპანემა, ლაგოა და ლებლონი


რიო-დე-ჟანეიროს მეტრო

File:Estação São Cristóvão - Metrô Rio.jpg


სატნა-ტერეზას ტრამვაის ხიდი რიოს ცენტრში.


რიო-დე-ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტი.

File:UFRJ-Praia Vermelha.jpg


ლემეს პლაჟი.


რიო-დე-ჟანეიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის პანორამული ხედი დილით


ფოტოები














Likes | Tumblr

Rio by Moonlight by `isacg

I wish I had an ocean

Tumblr

9GAG - Just for Fun!

Tumblr


მე უკვე დავდე ამგვარი სიახლე დუბაიზე და ახლა რიო-დე-ჟანეიროზე, თუ დაგაინტერესებთ კომენტარებში დაწერეთ რომელ ქალაქზე ან ქვეყანაზე დავდო ამგვარი სიახლეები და მე აუცილებლად ამოვკრიბავ საჭირო მოკლე ინფორმაციას სხვადასხვა ადგილების შესახებ!! )
By: elle♥(M)
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 993 | დაამატა: elle♥(M) | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2013-07-05 Spam
2. Sali --   ( sal922[??????]

wina siaaaxle duuubaize ar Minnaxavs))
siaxle saintereso iyooo ^^
kidee dadde romelimeze marra romellzee? smile
raviici shen sharchiie