მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 26 » Rihanna News
3:38 PM
Rihanna News

                                                                Rihanna  News

           რით ცდილობს Rihanna რეპუტაციის დაბრუნებას?! - რაში ხარჯავს მომღერალი შემოსავლებს?!

                                                     Rihanna Chris Brown-ს დაუბრუნდა


          რით ცდილობს Rihanna რეპუტაციის დაბრუნებას?! - რაში ხარჯავს მომღერალი შემოსავლებს?!

 ბოლო პერიოდში Rihanna-ს სახელი სკანდალებთან, შიშველ ფოტოებთან ან Chris Brown-თან მორიგ დაშორებასთან ასოცირდება. ეტყობა რირი მიხვდა, რომ დროა მისი სახელი რაიმე დადებითი ასოციაციას იწვევდეს ხალხში.

 ხოდა ბარბადოსელმა ლამაზმანმა ქველმოქმედების გზას მიმართა, მითუმეტეს, რომ Rihanna-ს ფინანსების გათვალისწინებით ეს მისთვის სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს.   მოკლედ, რირიმ 1.75 მილიონი დოლარი გადარიცხა ბარბადოსის ჰოსპიტალის დასახმარებლად. უდავოა, რომ ვარსკვლავის მხრიდან ეს ნამვილად დიდი სულგრძელობაა.

 Rihanna-ამ აღნიშნა რომ ეს საუკეთესო გზაა დაეხმაროს მშობლიურ კუნძულს და ხალხს, მით უმეტეს რომ გადარიცხულ თანხას შეუძლია იხსნას არაერთი ადამიანის სიცოცხლე.

 მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რირი გამოსწორების გზას ადგას, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, იქნებ ამის თქმა ჯერ ისევ ადრეა, თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ Rihanna-სა და Chris-ის ურთიერთობა კვლავაც ბურუსით არის მოცული და არავინ იცის, წყვილი ისევ ერთად არის თუ ხელახლა დაშორდნენ ერთმანეთს.

                                       IMG

                                                       Rihanna Chris Brown-ს დაუბრუნდა

Rihanna-სა და Chris Brown-ს ახლა უკვე დასამალი აღარაფერი აქვთ, ყოველშემთხვევაში რომც ეცადონ საეჭვოა რამე გამოუვიდეთ. წყვილი პაპარაცებმა ერთად დააფიქსირეს, თანაც არაერთხელ, ეს კი მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს - ბარბადოსელი შემსრულებელი და რეპერი კვლავ ერთად არიან.

25 დეკემბერს ისინი ”NY Knicks”-ისა და ”LA Lakers”-ის თამაშს დაესწრნენ.  ისინი მატჩზე ერთად მივიდნენ, გვერდიგვერდ ისხდნენ. ერთმანეთსაც ეხუტებოდნენ და პოპკორნსაც საერთო ყუთიდან მიირთმევდნენ.

ამას ისიც დაემატა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელა რირისა და Chris-ის ერთობლივი ფოტო, რომელიც იმავე დღეს გახლავთ გადაღებული. ორივე შემსრულებელი იგივე ტანისამოსში გახლავთ გამოწყობილი, რაც კალათბურთის მატჩზე ეცვათ.

2012 წლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად სწორედ, რომ Rihanna-სა და Brown-ის შერიგება იქცევა. იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი ისევ ცემა-ტყეპითა და სასამართლო გარჩევებით არ დასრულდება.


ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ რამდენ ხანს გასტანს მათი რომანი და დასრულდება თუ არა ქორწინებით წყვილის კიდევ ერთხელ შერიგება.

                                    IMG

                                          BY:
MARiii
                            

კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 685 | დაამატა: Mariii♥TVD | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3