როგორც იცით რიანა "Armani"-ს სახლთან თნამაშრომლობს. შეგახსენებთ, რომ მომღერალმა არმანისთან კონტრაქტი ივლისის თვეში გააფორმა და დღემდე საკმაოდ წარმატებულად უწევს რეკლამირებას ბრენდს. ახლახანს კი, 24 წლის მომღერალი ბრენდის ახალ სარეკლამო რგოლში გადაიღეს. სარეკლამო კამპანიაში რიანამ რა თქმა უნდა ბრენდის საცვლები და ჯინსები წარმოადგინა. მის სექსუალურობას კი არმანის სამოსი კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს. სარეკლამო კამპანია გადაიღო სახელგანთქმული რეჟისორის რიდლი სკოტის ქალიშვილმა ჯორდან სკოტმა. წინა სარეკლამო კამპანიისგან განსხვავებით, რიანა ამჯერად არა ქერა თმაში, არამედ შავ თმაში გვევლინება. ახალი სარეკლამო რგოლი შავ–თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი.