*მუსიკა - ჩემი შთაგონება. ეს ყველაფერია, რაც მე მჭირდება. *მე ყოველთვის კარგად ვმართავდი ჩემს ემოციებს-ყოველთვის, როცა არ მინდოდა გენახათ, თუ რა ხდებოდა ჩემ თავს, მაგრამ მე ამის კეთება შევწყვიტე. *ვაპირებ მუსიკალური ბიზნესიდან კინოში გადასვლას, მე ძალიან მიყვარს მუსიკა. *ამ სამყაროში ადვილად არაფერი მოიპოვება. ყოველთვის საჭიროა რაღაცის დათმობა. თუ მე ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს, მაშინ უნდა შევეგუო, რომ რაღაცების შეწირვა მომიწევს. *ყველაფერს, რასაც გვრძნობ აისახება ჩემს მუსიკაში. მე ვარ უბრალო, გულღია გოგონა. *ნიჭი საჭიროა, მაგრამ არა საკმარისი! გამარჯვებისთვის ასევე საჭიროა ხასიათი. *როდესაც ირგვლივ მესმის: „რიანა, რიანა, რიანა", არ მაქვს რეაქცია, ხოლო როდესაც ვინმე ახსენებს რობინს, მე მაშინვე ვრეაგირებ. (რობინი-მომღერლის პირველი სახელი). *მე არასდროს ვთამაშობ წესებით, პირიქით ყოველთვის ვარღვევ მათ. *მე მინდა სწორი მაგალითის მიცემა ყველასთვის, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობ, რომ ყველამ თავისი ცხოვრებით უნდა იცხოვროს. *ფილმში მინდა ვითამაშო მანიაკი ან ლესბოსელი, ან ორივე ერთად. *არ აქვს მნიშვნელობა, რა გსურთ ცხოვრებაში, უბრალოდ იცოდეთ-დაწყება ყოველთვის რთულია. *მუსიკა ჩემს სისხლშია! *ეს აუწერელი განცდაა: როცა მე ვდგავარ სცენაზე და ვაცნობიერებ, რომ ამდენი ხალხი აქ მხოლოდ ჩემთვის მოვიდა. *თუ ხალხი თითს გიჩვენებს, მაშინ რაღაცას წარმოადგენ. *ჩემთვის ჭიქა ყოველთვის ნახევრადაა სავსე და არა ცარიელი. მე ვცდილობ დავაფასო მომენტი. *მე ვიყავი ძალიან გამხდარი და ეს არ მიხაროდა, ახლა კი მინდა მქონდეს ისევ ძველი უკანალი. *არასდროს მდომებია შევხვედროდი თეთრკანიან ბიჭებს...მაგრამ ეს მანამდე, სანამ არ ვნახე ჯასტინ თიმბერლეიკი, ორლანდო ბლუმი, პოლ უოლკერი... *ბიჭებში ყველაზე მეტად მიყვარს სიმაღლე. ის არ უნდა იყოს 6 ფუნტზე ნაკლები. მან უნდა იცოდეს, თუ რა უნდა ცხოვრებისგან და არ უნდა იაროს სხვის ნებაზე. *ყველა ჩემი მეგობარი ბიჭია. რატომღაც არ შემიძლია გოგონებთან ურთიერთობა. მყავს 3 მეგობარი გოგო და მილიონი მეგობარი ბიჭი. *მე თუ არ გავხდებოდი მომღერალი, ვიქნებოდი ფსიქოლოგი. *ახლა ჩვენ ვცდილობთ აღვადგინოთ მეგობრობა, ჩვენ ვიქნებით ძალიან ახლო მეგობრები. (კრის ბრაუნის შესახებ). *მე დავიძინე, როგორც რიანამ და გავიღვიძე, როგორც ბრიტნი სპირსმა. (კრის ბრაუნთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ). *მე ნამდვილად მივიჩნევ თავს მაზოხისტად, მაგრამ არ ვიტყვი რას ვგულისხმობ ამაში. *მიყვარს ტელევიზორის ყურება და რამე ცხარე საჭმლის მომზადება. შემიძლია მოვამზადო თევზი სანელებლებით ან რამე იტალიური.