ამერიკულმა მუსიკალურმა ჟურნალმა, ”ბილბორდმა”, მთელი წლის მონაცემები დააჯამა და 2011-ის ყველაზე პოპულარული შემსრულებელი გამოავლინა.
ეს ადამიანი რიანა გახლავთ - მისი ბოლო ტრეკი ”We Found Love” ჩარტში მთელი 8 კვირის განმავლობაში ლიდერობდა.
რირის კუდში მისდევს ბრიტანელი 24 წლის შემსრულებელი ადელი - მისი სიმღერა”Rolling In The Deep” ჩარტის სათავეში 7 კვირის განმავლობაში იყო, მესამე პოზიციას კი ლედი გაგა იკავებს ”Born This Way-თი”, რომელიც 6 კვირის განმავლობაში იყო პირველ პოზიციაზე.
”Billboard-ის” ათეულში მოხვდა კეიტი პერისა და ქანიე უესტის ”E.T.” და LMFAO-ს ”Party Rock Anthem-იც”.