მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 18 » Remember..♥
8:46 PM
Remember..♥
ხანდახან საშიშია,ტკივილში არ ჩაიხრჩო,არ მოგერიოს სიძულვილი,ან შური,ან სიყვარული,ყველაფერს ადგილი უნდა ეჭიროს,ზღვარი უნდა არსებობდეს,რომ თოეულმა მათგანმა ტკივილი არ მოგაყენოს,არ უნდა დანებდეო ცხოვრებაში,ნეტავ რატომ? ისედაც ძნელია ცხოვრება,ისედაც ყოველ დღეს წითელ ხალიჩას უგებ მას გამარჯვების ნიშნად,ისედაც გიმარჯვებს,ისედაც ყოველ დღე ქედს უხრი,ნებდები,თეთრ დროშავს უფრიალებ... ნუთუ შეიძლება რომ მაინც გაიმარჯვო მასზე? შეიძლება კი? ნუთუ იმარჯვებს ვინმე სისატიკეზე?

არადა ანიმაციური ფილმები ხომ სულ მაგაზეა,"სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე" ,ბოროტება შეიძლება ვერ უწოდო ამ ირონიას,მაგრამ ირონიას ხომ უწოდებ? დამცინავ დროს,რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩქარობს დამთავრებას...ხანმოკლეა სიცოცხლე,მაგრამ ძნელი გასავლელი,სწორად ცხოვრებაა ძნელი გასავლელი,რადგან სწორად ცხოვრება მტკივნეულია,ხიფათით სავსეა,გრძნობებით სავსეა,მტკივნეული გრძნობებით...არა ვერ იტყვი ,რომ ეს წამიერი სიცოცხლე მხოლოდ მტკივნეულია,არის წუთები როცა ბედნიერი ხარ,მაგრამ ეს მხოლოდ წუთების,რადგან მხოლოდ წამებია საჭირო რომ ეს „ბედნიერება" „უბედურებამ" შეცვალოს... რა ადვილია,რომ დაუკვირდე ალბად ჭკუიდან შეშლას ცოტა დაგაკლდება ადამიანს,რა სწრაფია და რამდენ რამეს გასწავლის მართლაც რომ „წუთისოფელი",ბევრ რამეს იძენ ,მაგრამ მთვარი მაინც სიყვარული უნდა ისწავლო,ამდენ ტკივილში მაინც სიყვარული უნდა დაინახო და მხოლოდ ეს უნდა წაიღო იმქვეყნად...

მეტს ვერაფერს წაიღებ,ვერც სიძულვილს და ვერც შურს,ვერც ქონება წაგყვებაიქ,რადგან იქ ყველა გრძნობისგან შიშველი მიდიხარ,მხოლოდ სიყვარული მიგყვება თან...მხოლოდ იქ პოულობ შენს ადგილს და ხვდები რომ იქ ყველას უყვარხარ,ყველა შენი სიკეთე,ყველა შენი მოთმინება,ყველა შენი ტკბილი სიტყვა განხილულია,თუმცა არ უნდა გამოგრჩეს რომ ცუდ ქცევებს,ცუდ გრძნობებსაც განიხილავენ...რა ძნელია ამდენი რამის ერთად დამახსოვრება არა? არადა ყოველ წამს უნდა გახსოვდეს...

მოკლე აღწერა გაალამზა:Anii_Cyrus
კატეგორია: ♥ ჩემი შემოქმედება | ნანახია: 737 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2013-03-16 Spam
Momewona chemo nichiero ♥