მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 2 » Regresa A Mi (6)
10:53 PM
Regresa A Mi (6)

Crazy or not,that kind of love never dies
ორი სული – ერთი ფიქრი, ორი გული – ერთი ფეთქვა....სიყვარულის მარტივი და პრიმიტიული განმარტება, ასეთი სიყვარულის პოვნა ძალიან ძნელია დაკარგვა კი ძალიან ადვილი, სწორედ ასეთ სიყვარულს ჭირდება გაფრთხილება და მოვლა...ნიკა ყველანაირად ცდილობდა ამ სიყვარულის გაფრთხილებას, პირველად იგრძნო სხვანაირი სითბო გულში და არ უნდოდა ამ სითბოსგან განთავისუფლება...მართალია ბაბნიკი იყო, თუმცა ყველა გოგოში ეძებდა იმ ერთადერთს რომელიც აგრძნობინებდა რომ სიცოცხლე მისთვის ღირს...ყველა გოგო ვინც კი ყოლია ყველასთან ერთი კითხვა აწუხებდა
- ხიდიდან რომ გადავხტე გადმომყვები ?
პასუხი კი ყოველთვის ერთი და იგივე იყო
-კი გადმოგყვები
შემოდგომის ჩვეულებრივი საღამო, ყვითელი ფოთლები, სიცივე, დაცარიელებული ქუჩები და ჭავჭავაძის ქუჩაზე მოსეირნე ახალგაზრდა წყვილი, რომელთაც ერთამენითის სიახლო ათბობთ, სიყვარული ათბობთ...
- ნენე დარჩი რა ცოტახნით - გულში ჩაიკრა

- ხომ იცი რომ მეც მინდა დარჩენა, მაგრამ არ შემიძლია, ბევრი მაქ სამეცადინო ხვალისთვის თან გვიანია უკვე - ხელები მოხვია
- მაშინ ერთ კითხვას დაგისვამ და მიპასუხე
- გისმენ
- გაუღიმა
- ადრე ყველა გოგოს ვუსვამდი ამ კითხვას, შეიძლება სიგიჟედ მოგეჩვენოს, მაგრამ მაინც მაინტერესებს შენი პასუხი
- ანუ გამოცდას მიწყობ- გაეცინა
- შეიძლება- ცოტახანი გაჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო
- ნენე ხიდიდან , რომ გადავხტე გადმომყვები ?
ნენემ სიცილი ვერ შეიკავა და სულ მალე, გარშემო გამეფებული სიჩუმე ბავშურმა კისკისმა გააბრუა

- მე პასუხი მინდა სიცილი კი არა - გაბრაზებას შეეცადა ნიკა
- არა ნიკა, რომ ვერ იყავი კი ვიცოდი , მაგრამ ასეც თუ ვერ იყავი არ მეგონა- კვლავ განაგრძო სიცილი
- ნენე მიპასუხე რა - სერიოზული სახით გახედა
- არა ნიკა არ გადმოგყვები
ნიკა რამოდენიმე ნაბიჯით დაშორდა, შეტრიალებას აპირებდა როცა ნენეს ხმა ისევ ჩაესმა ყურში
- არა ნიკა არ გადმოგყვები, უბრალოდ გადახტომის უფლებას არ მოგცემ - მიუახლოვდა, აკოცა და სადარბაზოში აირბინა

***
ბუხრის წინ მჯდომ ნიკას ეს მოგონება ამოუტივტივდა თავში და ჯერ თბილმა ღიმილბა გადაურბინა სახეზე, შემდეგ კი გაბრაზებამ, მისთვის დაუჯერებელი იყო, როგორ შეძლო ნენემ ამ საოცარი სიყვარულის დავიწყება, როგორ იქცა ამ გრძნობის შემდეგ ყინულის ქანდაკებად...ფეხზე წამოდგა და სირბილით ავიდა მეორე სართულზე, ნენეს კარებს მიუახლოვდა და კარების წინ გაჩერდა, შემდეგ დაუკაკუნებლად შეაღო კარები და იქვე გაჩერდა...ნენეს დაღლილობისგან და ემოციებისგან მალე ჩაეძინა, ახლა მშვიდად და აუღელვებლად ეძინა...ნიკას არ უნდოდა მისი გაღვიძება, თუმცა იმდენად უნდოდა ნენეს გაღიზიანება რომ მაინც გააღვიძა
- ნენე ადექი მივდივართ-კარებიდანვე დაუძახა
ნენე შეხტა და შეშინებული თვალებით გახედა, კარებში მდგომ შავ სილუეტს
- რა მოხდა ? - ბავშური ხმით იკითხა
- არაფერი, 5 წთში დაბლა იყავი თბილისში მივდივართ- კარები გაიხურა და კიბეებზე ჩაირბინა
ნენეს არ ქონდა ნიკასთან კამათის თავი, ისე რომ არც გამოუცვლია პირველ სართულზე ჩავიდა, კარები გააღო და უხმოდ გავიდა გარეთ, ნიკაც გაყვა, ორივე უხმოდ ჩასხდნენ მანქანაში...მთელი გზა ორივე დუმდა, ორივე საშინლად გრძნობდა თავს თუმცა სიამაყეს არც ერთი აბიჯებდა და არცერთი იხდიდა ბოდიშს...ნიკამ პადიეზთან გააჩერა მანქანა
-მადლობა- ცივად უთხრა „მძღოლს" და სიბნელეში გაუჩინარდა....გაბრაზება, სინანული, ზიზღი, სიყვარული, ერთდროულად დაატყდა თავს ორივეს, ნიკამ გიჟივით დაძრა მანქანა, ნენემ კი სახლის კარები მთელი ძალით მოიჯახუნა
-შვილო რა მოხდა ? - შეშინებული ნანა ხალათის ამარა გამოვიდა ოთახიდან
-ნიკა მოხდა დედა ნიკა- გაბარაზებული შევიდა ოთახში
-გამაგიჟებთ მე თქვენ, ერთმანეთის გარეშე ხართ და თავებს იტანჯავთ
-დედა ეხლა თავი დამანებე
- ლოგინზე დაწვა
-ნენე მომისმინე, ხშირად ხდება ისე, რომ ორი ადამიანის გზა იყოფა, ორივე თავის გზას ირჩევს იმ იმედით, რომ კვლავ შეხვდებიან, მაგრამ გადის დრო და აცნობიერებენ რომ ყველაფერი დამთავრდა და უკან არაფრის დაბრუნება აღარ შეუძლიათ, შენ და ნიკა კი ვერაფრით გააცნობიერეთ, რომ დროა ერთმანეთის გარეშე ისწავლოთ ცხოვრება და არა არსებობა- დაიხარა ნაზად აკოცა შუბლზე და ოთახიდან გავიდა...ნენე კი მარტო დატოვა ღამის სიჩუმესთან...ნენემ თვალი გააყოლა მიმავალ დედას, საწოლის საზურგეს მიეყრდნო, პლედი მოიხურა, თავი მუხლებზე დადო და ფააჯარაში ჩამოწოლილ სიბნელეს მიაჩერდა...აგიჟებდა ეს გამაყრუებელი სიჩუმე და ის აზრი, რომ ნიკასთან სისუსტეს იჩენდა, უბრალოდ არ შეეძლო მის გვერდით ძლიერი ყოფილიყო...მთელი სისწრაფით მიქროდა ნიკა თბილისის ქუჩებში, თითქოს ამით ცდილობდა ნენეზე ფიქრები ქარისთვის გაეტანებინა, მის გულს ამდენი უკვე აღარ შეეძლო, სიმწრისგან უნდოდა გამქრალიყო, ამდენს ვეღარ იტევდა მისი სხეული, მანქანა გააჩერა და გადმოვიდა, შუა გზაზე მუხლებზე დაეცა და ისე რომ ვერ კი გაიზრა, თვალებიდან რამოდენიმე სველი ბურთი გადმოუვარდა, ხელი მოისვა და როცა ხელისგულზე რამოდენიმე ცრემლი დაინახა სიცილი აუტყდა, სიმწრის სიცილით დასცინოდა საკუთარ თავს, დასცინოდა იმიტომ რომ უფლება მისცა ნენეს მისი გული და გონება დაემორჩილებინა, თავში დედის სიტყვები ამოუტივტივდა - როდესაც ბიჭს შეუძლია ტირილი გოგოს გამო ის ვერასდროს ვერ შეიყვარებს სხვას, ის გოგო მასში ბოლომდე გაიდგამს ფესვებს...ბევრჯერ ცადა ნენეს დავიწყება, თუმცა ყოველი ახალი ცდა უშედეგოდ მთავრდებოდა, ვერაფერს უხერხებდა იმ დიდ და გულწრფელ სიყვარულს, რომლითაც ნენესთან სამუდამოდ იყო დაკავშირებული...ორივესთვის ერთ დღეს დაკარგა აზრი ყველაფერმა: ახალმა მეგობრებმა, ნაცნობებმა, ნათესავებმა, სამუშაომ, ცხოვრებამ...ნენე ფეხზე წამოდგა, მაგიდაზე მდგარი ნათურა აანთო და ძველ ნივთებში დაიწყო ქექვა, წერილს ეძებდა რომელიც ნიკამ პირველად მისწერა, პატარა ვარდისფერ კოლოფში ქონდა შენახული, ფრთხილად გახსნა, ფურცელი გაცრეცილიყო, ნაკეცები დასტყობოდა, ნელა გაშალა, ძირს დაჯდა, კედელს მიეყრდნo და მრგვალი ასოების კითხვა დაიწო
" მიჭირს სიტყვების დალაგება, ასოები მერევა, როცა ვიაზრებ რომ ამ ფურცელს შენი ნაზი თითები გაშლიან ტანში ჟრუანტელი მივლის, ალბათ გაგიკვირდება როცა ამ წერილს მიიღებ, უბრალოდ არ შემიძლია იმ ყველაფრის პირისპირ თქმა რასაც ამ უბრალო ფურცელზე დავწერ, არ შემიძლია რადგან შენი დანახვივას ფეხები მეკვეთება, ენა მებმევა და გული იმდენად მიჩქარდება, რომ გვერძე დგომსაც კი შეუძლია მისი ბაგა-ბუგის მოსმენა, იცი ნენე მინდა მე ვიყო შენი "პრინცი", გავხადო შენი ცხოვრება ბევრად საინტერესო, გამოგიწოდო ხელი, გაგიღო მანქანის კარი, გიყიდო კაბები, საყვარელი შოკოლადი, დაგხვდე აეროპორტში, ყოველ ახალ დღეს შევხვდე შენთან ერთად, გიყურო როგორ ემზადები სამსახურში წასასვლელად, დაგასწრო დილით ადგომა და ცხელი ყავით ხელში დაგხვდე სამზარეულოში, ყოველ დილით ტკბილი კოცნით გაგაღვიძო და ცივ ზამთარში თბილი ჩახუტებით გაგათბო, არ ვიცი რა დავარქვა ამ გრძნობას, რომელიც ასე მალე მეწვია და მთლიანად დამიპყრო, ამ უცნაურობამ, რომელსაც ხალხი სიყვარულს ეძახის მე შენზე დამოკიდებული გამხადა...მე შენ მიყვარხარ "თავადი ასულო" " ნენემ ისევ ნაზად დაკეცა ფურცელი და ყუთში ჩადო, ნელი ნაბიჯებით მივიდა საწოლამდე და ემოციებისგან დაღლილი თბილ საბანში გაეხვია...ნიკაც დაბრუნდა სახლში და ისიც მაშინვე დაწვა...ერთმანეთისგან შორს, მაგრამ მაინც ერთად...

ბავშვებო პირველ რიგში გილოცავთ საიტზე დაბრუნებას, ყველანი ძალიან მომენატრეთ, იმედი მაქვს ეს თავი მოგეწონებათ, არ ვიცი როგორი გამოვიდა, ზუსტად ერთი თვეა არაფერი დამიწერია და ცოტა მეშინოდა ამ თავის დადების...სიმართლე გითხრათ, ამ ერთი თვის განმავლობაში გადავწყვიტე, რომ წერისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე...ველოდები ომენტარებს და კრიტიკას ♥

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 891 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 111 2 »
2013-11-04 Spam
shens motxrobaze sruli am sityvis mnishvnelobit vgijdebi ♥
chamoyalibebuli mwerali xar da meored eseti ram arc ki haifiqro,shen rom am moTxrobiis wera shewyvito albat gavgijdebii ♥
Velodebi shemdeg tavs ♥