გული რამის გამისკდა, უკან მივიხედე და ხელში მომღიმარი მაიკი შემრჩა
-როგორ შემაშინე (მე)
-ასეთი საშიში შეხედულება მაქ ? (მაიკი)
-არა :დ (მე)
-მოგწონს ? (მაიკი)
-კი ძაან მაგარი ნახატებია (მე)
-მე კიდე არა (მაიკი)
-რა ? რატო ? (მე)
-ერთი მხატვარი მაინც მაჩვენე რომელსაც თავისი ნახატები მოწონს (მაიკი)
-ეს ყველა შენი ნახატია ? (მე)
-ყველა არა მაგრამ უმეტესობა კი (მაიკი)
-მაგარია, ნეტა ოდესმე შევძლებ ფუნჯით ასე დახატვას ? (მე)
-აბა რითი ხატავ ? (მაიკი)
-ფანქრით (მე)
-ხოდა აქ იმისთვის ხარ რომ ისწავლო (მაიკი)
-გეთანხმები (მე)
მოკლედ ყველაფერი არაჩვეულებრივად აეწყო, უნივერსიტეტში უამრავი მეგობარი გავიჩინე, მარიესთანაც უფრო დავახლოვდი, მე მაიკი და მარიეს კოლეჯის გამორჩეული მეგობრები ვიყავით. ბარბარას და ფრანცისკოს ყოველდღე ვეკონტაქტებო, ტელეფონით თუ ვერ ვახერხებდი თვითერით მაინც, სიმართლე ვთქვა ის იდიოტი ტანერი (როგორც ბარბარა ეძახის) ისევ მიყვარდა, ვერ ვახერხებდი მის დავიწყებას, ის კიდე ყოველდღე სხვადასხვა გოგოსთან ერთად დადიოდა წინ და უკან. ფრანცისკოსგან გავიგე რომ ტანერის მენეჯერის (ჯესი) წყალობით მათი ბავშობის მეგობრობა განადგურდა.
-ძალიან შეიცვალა ება მართლა ვეღარ ვცნობ (ფრანცისკო)
-რა ჯანდაბამ შეცვალა ? (მე)
-ჯესიმ (ფრანცისკო)
-ჯესი ვინღა ? (მე)
-ტანერის მენეჯერი, შენ რო დაგშორდა მაგ პერიოდში ხო საერთოდ გადაირია და ჯესიმ უფრო გააფრენინა (ფრანცისკო)
-დამიჯერე ჩვენი დაშორება გულს საერთოდ არ ატკენდა. (მე)
-ცდები ება, მე ვუყურებდი როგორ შეიცვალა და განადგურდა ჩემი მეგობარი (ფრანცისკო)
-არ ვიცი რაღაც არ მჯერა (მე)
-მორჩით ეხლა ტანერზე საუბარს, ვერ ხედავ რო გული ტკივა ებას ? (ბარბარა)
-მართალია ჯობს მოვრჩეთ (მე)
-ებბაააააააა (მიკროფონში ჩამყვირა ბარბარამ)
-რა გაყვირებს ? ისედაც მესმის (მე)
-რა რა მაყვირებს გოგო ორ კვირაში შენი დაბადებისდღეა (ბარბარა)
-მერე ? (მე)
-რა მერე 19 წლის ხდები არ უნდა აღნიშნო ? (ბარბარა)
-არა, მე მაიკი და მარიე წავალთ ალბათ სადმე , მეტი არაფერი, თქვენ აქ არ ხართ და (მე)
-ხოდა შეგილია მზადება დაიწყო მე და ფრანცისკო 31 აგვისტოს შენთან ვართ (ბარბარა)
-რაა ?? მართლა ?? რა მაგარია (მე)
-ხო აბა შენ არ კადრულობ ლონდონში ჩამოსვლას (ფრანცისკო)
-რა მაგარია ბავშვებო მადლობა, ეხლა კი უნდა წავიდე თორე ხვალ ვერ ავდგები , მაიკმა უნდა გამომიაროს დილით ადრე (მე)
-ოჰო, შნ და მაიკი რაღაც ცუდათ დადიხართ ერთად :დ (ბარბარა)
-ოო, წავედი რა (მე)
ნოუთბუქი გავთიშე და დავწექი, დიდხანს ვიწრიალე , ვერ ვიძინებდი, თვალებს ვხუჩავდი თუ არა ტანერი მიდგებოდა თვალწინ, მიყვარდა და ამას ვერ გავექცეოდი, მართალია სათამაშო თოჯინასავით გამომიყენა და მერე მიმატოვა, მაგრამ ამის მიუხედავად ვერ ვივიწყებდი, გონებას უნდოდა მისი სამუდამოდ სადღაც რომელი კუთხეში მიგდება, დავიწყება თუმცა გული სულ სხვა რაღაც სურდა , მას ისევ უნდოდა სიყვარულით გამთბარიყო, ისევ ისე დაეწყო ფეთქვა, აჩქარებით და მერე ისევ უცაბედი შენელებით, მას და მე გვიყვარდა ტანერი აი გონება კი საშინლად წინააღმდეგი იყო ამის, მუდამ იმ ტკივილს გვახსენებდა რომელიც მან მოგვაყენა და ამ დროს ჩემში ორი ადამიანი იბადებოდა, ერთს სიგიჯემდე უყვარდა ტანერი და მეორეს რამდენადაც უყვარდა ის ორმაგად ეზიზღებოდა. ძლივს შევძელი დაძინება თუმცა როგორც ყოველთვის ტანერი დამესიზმრა. 10 საათი იქნებოდა რო გამეღვიძა, ავდექი აბაზანა მივიღე , კარადა გადმოვქექე და ძლივს ავარჩიე ჩასაცმელი, რატომღაც ქუსლების ჩაცმა გადავწყვიტე, სუ სპორტულ სტილში ვიცმევდი რაც არ ჩამოვედი და არ ვიცი ეხლა რამ მომიარა.
მაიკმაც მალე დამირეკა
-მზად ხარ ? (მაიკი)
-კი (მე)
-ხოდა ჩამო გარეთ გელოდები(მაიკი)
მეც მაშინვე დაბლა ჩავირბინე, გარეთ გავედი თუ არა მაიკმა სიცილი დაიწყო, მაგიჯებდა მისი სიცილი საოცრად სიმპატიური ხდებოდა როცა იცინოდა
-მაიკ კარგად ხარ ? (მე)
-კი უბრალოდ... (მაიკი)
-რა იყო ? (მე)
-უბრალოდ, ება შენ და ქუსლები ? ეს წარმოუდგენელია და უარესად დაიწყო სიცილი
-ოო მაიკ თუ არ გაჩერდები ეხლავე ავალ და გამოვიცვლი (მე)
-კაი კაი ხო დაწყნარდი :დ ისე მშვენივრად გამოიყურები (მაიკი)
-კაი არ წავიდეთ ? და უი შენი მანქანა სადა ?? შენ და მანქანი გარეშე ? (მე)
-ხო, დღეს რაღაც სასწაულების დღეა, მე მანქანის გარეშე შენ ქუსლებზე :დ (მაიკი)
-კარგი მორჩი ეხლა (მე)
-კაი კაი წავიდეთ (მაიკი)
მე და მაიკმა ლოს-ანჯელესი შემოვიარეთ, ის ადგილები მაჩვენა, რომელიც არ მქონდა ნანახი. მშვენიერ დროს ვატარებდით, მაგრამ ამინდმა არ გაგვახარა, საშინელი წვიმა დაიწყო, მე და მაიკმა საკმაოდ ბევრი ვირ]ჳნეთ სანამ ტაქსამდე მივაღწევდით
-აშკარა რო რომელიმეს სიცხე არ აქვცდება (მაიკი)
-გეთანხმები (მე)
სანამ სახლამდე მივედით წვიმამაც გადაიღო, მაიკმა კარებამდე მიმაცილა
-მადლობა დღევანდელი დღისთვის , კარგი იყო და ლოყაზე ვაკოცე, ვაიმე მაიკ რა ცხელი ხარ, სიცხე გაქ ალბათ
-სიცხე არა ის, კაი წავედი (მაიკი)
-სად წახვედი, იწვი სიცხისგან, შემოდი სახლში და მოგხედავ (მე)
მაიკი ჩემს ოთახში ავიყვანე, საწოლზე დავაწვინე მე კი სამზარეულოში ჩავედი წამლის მოსაძებნად, წამალი დავალევინე და ისევ სამზარეულოში დავბრუნდი, ცხელი ჩაის მოსამზადებლად. 15 წთში ცხელი ჩაით მაიკთან დავბრუნდი, ჩასძინებოდა, ისეთი საყვარელი იყო, პლედი გადავაფარე და იქვე ჩამოვჯექი. მაიკმა ძილში ლაპარაკი დაიწყო და ნეტა საერთოდ არ მომესმინა რასაც ლაპარაკობდა...!!!
Daamowma:AnukaAnkam<3
კატეგორია:♥ BooK ☆ | ნანახია:1211 | დაამატა:-Skippy | რეიტინგი:5.0/2