მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 17 » Red-haired/წითურები(10)
2:01 AM
Red-haired/წითურები(10)

მოკლედ ძალიან ბევრი ვეხვეწეთ და Nuchito-ს გადავაწყვეტიეთ, რომ მოთხრობა აღარ დაამთავრს ასე საშინლად.

ასე რომ ის კიდევ გვაჩუქებს ძალიან მაგარ თავებს.. დღეს კი ველოდოთ ახალ თავს..

დარწმუნებული ვარ ეს ამბავი ყველას ძალიან გაგიხარდათ..

                                                                   AnukaAnka :D:D


 ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო, კოლეჯიც დამეწყო, იქაც ყველაფერი კარგად მიდიოდა, მომწონდა ხატვა და უკეთესად ვითვისებდი. მართალია მთელი კოლეჯი ჩემზე ლაპარაკობდა ტანერის და ბარბარას გადამკიდე მაგრამ ეს სულ არ მაინტერესებდა. პაპარაცები ყველგან დამყვებოდნენ, ჩემს არცერთ ნაბიჯს არ ტოვებდნენ , ყველგან ჩემი სურათები იყო, სიმართლე გითხრათ ცოტა მომწონდა კიდეც ასეთი ცხოვრება. საოცრად ბედნიერი ვიყავი, ღრუბლებში დავფრინავდი, ასე ბედნიერებაში წლის ბოლოც მოვიდა, რათქმაუნდა გამოცდები დამეწყო ამას დამატებული MMA-ს დაჯილდოვებაც ახლოვდებოდა სადაც რათქმაუნდა მიწვეული ვიყავი, მოკლდე უამრავი საქმე მქონდა, 4 ნახატი მქონდა ჩასაბარებელი ლექტორისთვის, 2 ჩემთვის ძვირფასი ადამიანი უნდა დამეხარა და 2 უკვე თავისუფალი თემა იყო და რასაც მინდოდა იმას დავხატავდი. რათქმაუნდა პირველი დავალება მარტივად შევასრულე ბარბარა და ტანერი დავხატე, ნუ პრინციპში ბარბარა დახატული მყავდა უკვე, 


აი მეორე დავალებაზე რა მოგახსენოთ არ ვიცოდი რა დამეხატა ამის გამო ან სულ სახში ვიჯექი ან კოლეჯში. ბარბარას და ტანერს იშვიათად ვნახულობდი, რათქმაუნდა საყვედურებით მავსებდნენ მაგრამ რა მექნა ?? ბოლო კვირას საერთოდ არცერთან მიკონტაქტია, ტელეფონი საერთიდ გავთიშე და ასე ვთქვათ კოლეჯში გადავსახლდი. გამოცდები წარმატებით დავამთავრე და ამოვისუნთქე, კოლეჯიდან გახარებული გამოვედი, ტელეფონი ჩავრთე უამრავი გამოტოვებული ზარი შემოვიდა, მაგრამ ტანერს ერთხელაც არ ქონდა დარეკილი, შემეშინდა რამე ხომ არ მოხდათქო და მაშინვე გადავურეკე, თუმცა უშედეგოდ არ მპასუხობდა, ფრანცისკოსთანაც ვცადე დარეკვა , მაგრამ მას საერთოდ გათიშული ქონდა. ავნერვიულდი ტაქსი გავაჩერე და ბარბარასთან წავედი, კარი მოსამსახურებ გამიღო მისაღებში შევედი და ბარბარას დავუწყე ლოდინი, მალევე ჩამოვიდა


-ვა ებაა , ცოცხალი ხარ ?(ბარბარა)

-მორჩი საყვედურებს მოდი გადაგეხვიო, საშინლად მომენატრე (მე)

ბარაბრას მოვეხვიე ასე დიდხან ვიყავით, მერე ყველაფერი მომიყვა რაც ამ დროის განმავლობაში გამოვტოვე და ისიც მითხრა რომ ტანერი დიდი ხანია არც მას უნახავს.

-კაი არ ინერვიუ დღეს დაჯილდოვებაზე ნახავ (ბარბარა)

-ვაიმე ეგ სუ დამავიწყდა, კაბაც არ მაქვს ნაყიდი (მე)

-მერე აქ რაგას ვზივართ ? წამო მაღაზიებში გავიაროთ (ბარბარა)

-კაი წამო (მე)

მე და ბარბარამ ლონდონონის ყველა მაღაზია შემოვიარეთ, სიმართლე გითხრათ უბრალო კაბა ავარჩიე დიდად გამოპრაჩვას არ ვაპირებდი

-კარგი ეხლა მე წავედი მოვემზადო შენც გაემზა და 8სთვის მძღოლი მოგაკითხავს (ბარბარა)

-კარგი მადლობა (მე)

-დაჯილდოვებაზე შევხვდებით (ბარბარა)

 ბარბარა წავიდა მე კი სახლის გზას დავადექი, თან ტანერთან დარეკვას ვცდილობდი, თუმცა უშედეგოდ ჩემს არცერთ ზარს არ პასუხობდო. სახში მივედი, ცოტა შევჩამე , აბაზანა მივიღე და გამზადებას შევუდექი. მალევე დავასრულე და სარკეში ჩემს ანარეკლს დავუწყვე თვალიერება , სიმართლე გითხრათ მე კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავით.



ამ დროს პიპინის ხმაც გავიგონე, მძღოლი მოვიდა დაბლა ჩავირბინე ,კარები გავაღე იქ რათქმაუნდა უამრავი პაპარაცი დამხვდა, თავი მაღლა ავწიე და ამაყად მივედი მანქანამდე

-მშვენივრად გამოიყურებით (მძღოლი)

 პასუხი არ გამიცია უბრალოდ გავუღიმე და მანქანაში დავჯექი, დაჯილდოვებაზე მალე მივედი, იქაც რათქმაუნდა უამრავი პაპარაცი დამხვდა, გადავედი თუ არა მანქანიდან მაშინვე ბარბარას მოვკალი თვალი, პოზიარობდა და თან ავტოგრაფს არიგებდა,


მაშინვე მასთან მივედი და გვერდით მივუდექი. თვალებით ტანერს ვეძებდი მაგრამ არსად ჩანდა

-ჯერ არ მოსულა ჩამჩურჩულა ბარბარამ

-სადა ამდენხას (მე)

-მოვა ნუ ნერვიულობ და გაიღიმე (ბარბარა)

 მეც დავუჯერე და ბარბარას შევუერთდი კამერების წინ პოზიორობაში. უცებ ყველას ყურადღება შავმა ლიმუზინმა მიიპყრო იქიდან მომღიმარი ტანერი გადმოვიდა, კარგად გამოიყურებოდა.



როგორ მომენატრა ჩემი ბიჩი, დაგვინახა თუ არა ჩვენკენ წამოვიდა ბარბარას მიესალმა და მე გადამეხვია, თუმცა ეს ჩახუტება არ იყო ისეთი, ისეთი თბილი როგოც აქამდე, გულში რაღაც ჩამწყდა თუმცა არ შევიმჩნიე, დარბაზზში შევედით და ჩვენი ადგილები დავიკავეთ, 15 წთში დაჯილდოვებაც დაიწყებოდა.

-დღეს შენთან მილიონჯერ მაინც დავრეკე და არ მპასუხობდი (მე)

-ხო არ მეცალა (ტანერი), ისე ცივად მიპასუხა, სიტყვებით ვერ ავხწერ რა დამემართა

-მომენატრე (მე) არაფერი უპასუხია , არც შემოუხედავს ჩემთვის საშინლად გავბრაზდი ავდექი და წამოვედი, ტანერიც გამომეკიდა და კულისებში დამეწია

-სად მიდიხარ ? (ტანერი)

-სახში აქ აშკარად ზედმეტი ვარ (მე)

-შენ არ გაქ მაგის უფლება (ტანერი)

-შენ შეგეკითხო ეხლა რისი უფლება მაქ და რისი არა ? (მე)

-არა უბრალოდ გიბრძანებ რო დარჩე ისევ ცივად მიპასუხა

-შენ მე ვერაფერს მიბრძანებ და საერთოდ ამიხსენი რა გჩირს ? რატო გაცივდი ასე ჩემს მიმართ (მე)

-ვერ ხვდები რომ მარტო პიარისთვის გიყენებდი ? წარბშეუხრელად მომახალა ეს სიტყვები

-რა ? რა პიარი ? (მე)

-შენთან შეხვედრით ფანებს დავანახე რომ ნებისმიერს შეუძლია ჩემი შეყვარებული გახდეს (ტანერი)

-უნამუსო ხარ ტანერ პატრიკ (მე) ცრემლებს ძლივს ვიკავებდი

-nothing personal, It's just business honey (ტანერი)

(არაფერი პირადული, ეს მხოლოდ ბიზნესია საყვარელო)

 ვეღარ მოვითმინე და იქიდან გამოვიქეხი, გული საშინლად მტკიოდა, მე მან გამომიყენა, მომატყუა. სახში გიჟივით შევვარდი, ლოგინზე დავეხეთქე და ტირილი დავიწყე.


რას ვგრძნობდი სიტყვებით ვერ ავღწერ, ასე მეგონა ჩემი გული აიღეს , დააკუწმაწეს და სანაგვეში მოისროლეს. ტირილში ჩამეძინა, დილით საშინელ ხასიათზე გამეღვიძა, საათს დავხედე ცხრა იყო, კარადა გამოვაღე და ჩანთა ჩავალაგე, სააგენტოში დავრეკე და ვთხოვე სადმე ლონდონის გარეუბანში ჩემთვის სახლი მოეძებნათ, მალევე მიპოვეს პატარა მყუდრო სახლი და იქ გადავედი, ტელეფონის ნომერიც გამოვცვალე. მე გავქრი მათი ცხოვრებიდან, ბარბარასთანაც გავწყვიტე ურთიერთობა, წამოვედი იმ ცხოვრებიდან სადაც გული საშინლად მატკინეს და დავიწყე ახალი ცხოვრება ამჯერად ჩვეულებრივი მეგობრებით, 1თვის განმავლობაში პაპარაცები ისევ მაწუხებდნენ , თუმცა მალე მათაც დამანებეს თავი. აი ასე ამ ამბის შემდეგ ერთი წელი გავიდა, გარეთ წვიმდა, მე კიდე ვიჯექი ჩემს მყუდრო სახში, მუსიკას ვუსმენდი და თვალი საწოლზე დადებული ლეპტოპისკენ გამექცა, ერთი წელია მათზე არაფერი გამიგია, ლეპტობი ჩავრთე და ინტერნეტში დავიწყე ძრომიალი, ბარბარაზე და ტანერზე უახლესი ამბები გადავათვალიერე, ბარბარა და ფრანცისკო ერთად არიან.


გამიხარდა ჩემი გოგო ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას. აი რაც შეხეება ტანერს ხან რომელ გოგსთან დააფიქსირეს პაპარაცებმა ხან რომელთან, დიდად არც დამაინტერესა მისმა სასიყვარულო ურთიერთობებმა. მეილზე შევედი სადაც ლექტორის წერილი დამხვდა, ახალ ამბავს მატყობინებდა და მახარა რომ სწავლას ლოს-ანჯელესში გავაგრძელებდი, თან გამიხარდა თან არა, არ მინდოდა ლონდონის დატოვება, მიყვარდა ლონდონი ყველაფრისდა მიუხედავად, თუმცა რას ვიზავდი..!!

Goodbye London, Hello L.A

                                                                    Daamowma:AnukaAnkam<3

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1249 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 391 2 3 4 »
2012-07-18 Spam
au axali male dade ra biggrin dzaan magaria rom agrdzeleb biggrin