მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 21 » რატომ უჭირთ ადამიანებს დილით გაღვიძება?
3:29 PM
რატომ უჭირთ ადამიანებს დილით გაღვიძება?
?
?
 

დილაობით ადგომა ძალიან რთულია. საკმარისი ძილის მიუხედავად, ზოგ ადამიანს დილით ადგომა ძალიან უჭირს, ზოგი კი ერთი-ორი საათი წათვლემის შემდეგ თავს საკმაოდ ენერგიულად გრძნობს. აღმოჩნდა, რომ საქმე გენებთან გვაქვს.

მეცნიერებმა, ჩატარებული კვლევების შედეგად განაცხადეს, რომ ადამიანებს, რომელთაც სულ ეძინებათ, არ აქვთ გენი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში PER-ის სახელწოდებით ცნობილი ცილის გამომუშავებაზე. სწორედ PER-ი არეგულირებს ადამიანის დღე-ღამის რითმს. თუ ეს ცილა ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება, მაშინ იგი  მას გაღვიძების სიგნალს აძლევს. თუ PER-ი ორგანიზმს არ ყოფნის, მაშინ ადამიანს სულ ეძინება.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ძილისა და უძილობის პრობლემა დედამიწაზე მოსახლეობის 58% -ს აწუხებს. ახლა კი ამ პრობლემის მოგვარება ადვილი იქნება, რადგან ორგანიზმში  PER-ის ხელოვნურად გამომუშავება შესაძლებელია.



რატომ წყურდება ადამიანს?
წყურვილი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა. სუსტი წყურვილი დაკავშირებულია ნერწყვის მცირე გამოყოფასთან და ყლაპვის მოთხოვნილებასთან. ძლიერი წყურვილის დროს წყდება ნერწყვის გამოყოფა, პირი და ყელი შრება. ხანგრძლივი წყურვილი მოქმედებს საერთო განწყობილებაზე. იწვევს პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსის გაწითლებას, თვალების გაწითლებას და წვას, სახის გახურებას, ძნელდება ყლაპვა, იხლიჩება ხმა, ხშირდება მაჯისცემა, იკარგება მადა, თავს იჩენს დაღლა. მოგვიანებით ძლიერდება ორგანიზმის აგზნებადობა, იწყება ჰალუცინაციები, ციებ-ცხელება, ბოდვა, ამას მოსდევს გრძნობის დაკარგვა და ბოლოს საშინელი ტანჯვით სიკვდილი.

წყურვილის მიზეზია სისხლში მინერალური მარილებისა და ორგანული ნივთიერებების ჭარბი დაგროვება. უფრო ხშირად ამას იწვევს ორგანიზმში დიდი რაოდენობით წყლის დაკარგვა.
ორგანიზმის ნორმალური დღიური მოთხოვნილება 2-3 ლიტრ წყალს უდრის. წყალი გამოიყოფა ორგანიზმიდან შარდთან (საშუალოდ 1,5 ლიტრი დღე-ღამეში) და განავალთან (0,2 ლიტრი) ერთად, აგრეთვე ორთქლის სახით სუნთქვის დროს (დაახლოებით 0,43 ლიტრი დღე-ღამეში). წყლის მუდმივი დაკარგვა აუცილებელს ხდის სითხის ხელახლა მიღებას.

ცხელ, მშრალ უდაბნოებში შეიძლება დიდი რაოდენობით წყალი დაკარგოს ორგანიზმმა (უმთავრესად ოფლის სახით), რომ აუცილებელი გახდეს დღეში 12 ლიტრი წყლის მიღება.ცხელ ქვეყნებში ძლიერი ოფლის გამოყოფა, რომელიც საათში 0,9 ლიტრს უდრის, იწვევს არა მარტო წყლის დაკარგვას, არამედ მინერალური მარილების დაკარგვასაც. ეს თავის მხრივ ძალიან აძნელებს ორგანიზმში წყლის შენარჩუნებას, რის შედეგად უფრო მეტად იზრდება ოფლის დენა, წყურვილის მოკვლა კი არ ხერხდება. ამ შემთხვევაში წყალს მარილს უმატებენ.



ვეცადე სიახლე საინტერესო გამომსვლოდა და იმედია მოგეწონებათ :* თუ რაიმე თემა გაინტერესებთ კომენტარებში დაწერეთ და ვეცდები იმ საკითხზე დავდო თემა :*

P.S ვინც ეს საიხლე ნახოს და არ დააკომენტაროს არ ეღირსოს არდადეგები :დ :დ :დ

კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 959 | დაამატა: ♔Nina♔ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 131 2 »
2012-12-22 Spam
qeti kvirikeishvili, hahahaha biggrin vifiqre gachrida da martali vyofilvar biggrin Salo-Smiler Smiler, madloba <3