მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 18 » რატომ შეგიყვარდი?
11:22 PM
რატომ შეგიყვარდი?
♥ მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ, 
♡ მიყვარხარ ცხადად, მალვით, 
♥ როგორც აროდეს არვინ 
♡არ ჰყვარებია არვინ ♥


მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს: რატომ შეგიყვარდი? რად დავიმსახურე ეს საჩუქარი? მე ხომ ტკივილის მეტი არაფერი მოგიტანე... მუდმივად გატყუებდი, მაგრამ შენ... შენ ისევ მთელი გულით გიყვარდი... გიყვარდი მიუხედავად იმისა რომ არასდროს მითქვამს მიყვარხარ... შენ გიყვარდი... დიდი ხნის წინათ გიყვარდი. ახლა კი როცა გეუბნები მიყვარხარ შენ ხელს მკრავ და გულს მტკენ... ვიცი ღირსი ვარ დავიმსახურე. მეც ხომ ოდესღაც ასე მოგექეცი... სათქმელი არაფერი მაქვს... მხოლოდ მინდა იცოდე მიყვარხარ და მეყვარები სამუდამოდ...

ავირიე... აღარ ვიცი რა მინდა, რა გავაკეთო... ამიტომ გადავწყვიტე რომ წერა დამეწყო, მაგრამ თუ მინდა ყველაფერი დაწვრილებით მოგიყვეთ თხრობა სულ თავიდან ბავშვობიდან უნდა დავიწყო... ეს ის დროა როცა მიყვარდა ერთი ბიჭი... მთელი გულით მიყვარდა... ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით, მაგრამ მე მეგობრულზე უფრო მეტად მიყვარდა, ის კი მხოლოდ მეგობრად მთვლიდა... შემდეგ მას მამა გარდაეცვალა და „აურია". სრულიად შეიცვალა... ვეღარ ვცნობდი... ყველა მეუბნებოდა რომ გზას აცდა და მისი დავიწყება იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი. ეს მეც ვიცოდი მაგრამ ვაი რომ ვერ ვივიწყებდი... ერთხელაც როცა ძალიან მთვრალი იყო პირში მომახალა რასაც ჩემზე ფიქრობდა... მითხრა რომ ვაღიზიანებდი ჩემი ქცევებით, მითხრა რომ ვერ მიტანდა და ჩემი გრძნობები ფეხებზე ეკიდა. მე რა თქმა უნდა ძალიან გავბრაზდი და იმ დღის შემდეგ ერთმანეთი არ გვინახავს... საერთოდ არ ვლაპარაკონდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე მისი სიყვარული შევწყვიტე... დრო გადიოდა და ჩემი სიყვარული კიდევ უფრო ძლიერდებოდა... მინდოდა დავხმარებოდი და ჭაობიდან ამომეთრია მაგრამ უშედეგოდ... ის არ მიკარებდა... ერთ დღესაც გავიგე რომ ჩემი მშობლები ეყრებოდნენ და მე დედასთან ერთად იტალიაში უნდა წავსულიყავი... ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო... ჯერ ერთი არ მინდა რომ მშობლები დაშორებულიყვნენ და მერე მეორე არ მინდოდა ჩემი ქალაქის, მეგობრებისა და მისი დატოვება... მაგრამ რას ვიზამ... მომიხდა რომ თვითმფრინავში ავსულიყავი და იტალიაში დედასთან ერთად გავფრენილიყავი... მივდიდოდი მაგრამ ჩემი გული იქ რჩებოდა....
დრო გადიოდა მე კი ის დავივიწყე... აღარც კი მახსოვდა ბავშვური სიყვარული და ტკივილი... მე უკვე გავიზარდე და წარსული ქარს გავატანე.. ახალი ცხოვრება დავიწყე ახალ ქალაქში... ახალი მეგობრები მოკლედ ყველაფერი ახალი... მაგრამ ბედნიერება არასდროს არის ხანგრძლივი... ზაფხულში დედა გარდამეცვალა და ამიტომ უკან ლოს-ანჯელესში მამასთან მომიხდა დაბრუნება... იქ კი ალბათ უკვე მიხვდით რაც მელოდა...
მგონი დროა გაგეცნოთ მე სამანტა ვარ

მაგრამ თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ სემი დამიძახოთ ))

იცით ბევრი ვიფიქრე დამეწყო თუ არა ახალი მოთხრობა და ბოლოს დაწყება გადავწყვიტე... იმედია არ გაბრაზდებით ))... მოკლედ თუ კომენტარები იქნება შედეგ თავს დავდებ

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1072 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/9
სულ კომენტარები: 241 2 3 »
2012-02-20 Spam
vaaaiiimeeee vaiaimeee viaiiimeee ra magariiiaaa naataaliiii roomm daiiiwyyee vgiiijdebiiii she yveelaa mootroobazee da viicciii eseec dzaliiiiannn dzalliiiiann shemiiyvardeebaaa ..chemtviiss ert ertiii uniiichiiereresiiiii mweraaliii xarr <3 <3 <3 3 dzaliiannn bedniieriii var romm daiiwyee mootroobiss daweraa <3 <3 MALEE MAALEE DADE shemdeegii taviii