მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 12 » რას ვეძებთ მთელი ცხოვრება?
6:56 PM
რას ვეძებთ მთელი ცხოვრება?
რას ვეძებთ მთელი ცხოვრება? ალბათ ყველანი ვეძებთ ერთსადაიგივეს - საკუთარ თავს სხვის გულში… 
დავსდევთ ჩვენს ფანტომურ ოცნებებს, ძლიერ და იშვიათ ნარკოტიკს - სიყვარულს…და უბრალო ადამიანურ სიყვარულს კი არა,როგორც სასიამოვნო ემოციას,არამეტ რეზონანსს, ჩვენი სურვილების თანხვედრ ვექტორს, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს რეალობასთან…სამწუხაროდ ამ ფანტომთან ბრძოლა საკუთარი ძალებით არარეალურია…ამაზეც ღმერთის ნებაა საჭირო… 
იქნებ არის კიდეც ღმერთის ნება და გვეხმარება კიდეც, მაგრამ ჩვენ არ გვესმის…არ გვესმის რადგან საკუთარი გულისცემა იმდენად ძლიერია, რომ აღარაფერი გვესმის, სმენას ვკარგავთ…გულის ყურს ვკარგავთ… 
მაშინ მიგაქანებს გულის ყოველი დარტყმა რეზონანსის ტალღებად სულ უფრო და უფრო ღრმად და გავიწყდება,რომ ცურვა არ იცი და წყლის ყოველთვის გეშინოდა… 
მაშინ გიზიდავს ანდამატივით შენი სიყვარულისა და ვნების ობიექტი ისე, რომ ყოველი სიტყვა აზრს მოკლებულ არაჩვეულებრივ მუსიკად ჩაგესმის ყურში… 
...სიყვარულის პულსს კი ვეღარ შეანელებ…ის უკვე საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს…ხან სიხარულის და ბედნიერების ცაში აყავხარ და მზად ხარ ყველას ყველაფერი აპატიო და ყველა ტკივილი დაივიწყო, ხან კი... მიწაზე დაგცემს ტანჯვითა და ტკივილით, სიძულვილით აგავსებს…პირველ რიგში საკუთარი თავისადმი…და ერთი წამითაც აღარ შეგიძლია საყვარელ თვალებში ჩახედვა, თუნდაც უკანასკნელად… 
მხოლოდ ერთადერთ ადამიანს აქვს უფლება ჩემს გულს ხელით შეეხოს…ჩვენ ხომ ერთნაირი პულსი გვაქვს…და ეს იშვიათობაა… 
ამიტომ ღმერთს ვთხოვ მოგვიტევოს და შეგვინდოს , რადგან საკუთარმა გულისცემამ დაგვაყრუა… თუმცა ვიცი,რომ ამისთვის მაინც მოგვეკითხება… 
"თუკი ბაბუაწვერამ გაიყოლა თვალების ეშხი, 
უეშხო თვალებს რა ეშხი აქვთ, რაღაა მზერა...? 
(პ.ს. მე არ დამიწეირა, ჩემმა მეგობარმა დაწერა,მე მომეწონა და გადავწყვიტე დამედო )

დაამოწმა: 
Princess
კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 683 | დაამატა: Salo-Smiler | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2013-03-12 Spam
dzalian kargiaa ^^