მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 12 » რას ნიშნავს სიტყვა ”ok”
2:32 PM
რას ნიშნავს სიტყვა ”ok”
გამოთქმა „okey” დიდი ხანია, მყარად დამკვიდრდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ბინადართა ლექსიკონში. ჩვენთან მან სიტყვა „დიახ” ჩაანაცვლა და გაცილებით ფართო აზრობრივი დატვირთვაც შეიძინა. „okey”, ანუ… მოკლედ, გთავაზობთ ამ უნივერსალური და საერთაშორისო ტერმინის წარმოშობის ყველაზე პოპულარულ ჰიპოთეზებს.

1) „O.K.” – ეს არის „ოლ კორექტის" შემოკლებული ამერიკული ვერსია. 1839 წელს ერთმა ბოსტონელმა გაზეთმა იხუმრა ინგლისური „ოლ ქორექტის” არასწორ ამერიკულ ვერსიაზე – შეამოკლა ის და გამოთქმაც დამკვიდრდა.

2) ამერიკის მეშვიდე პრეზიდენტს, ენდრიუ ჯეკსონს, უნდა დაეწერა „ოლ ქორექტ”, მაგრამ, დაწერა „ოლ კორეკთ” და შემოკლებით გამოვიდა „ო.კ”.
3) „ოკ” ყველასთვის მიღებული შემოკლებაა ოკლაჰომას შტატის დასახელებისა. პოპულარული კი, არჩევნების ხარჯზე გახდა.

4) ყველაფერში დამნაშავენი მეზღვაურები არიან: ნაკლებად განათლებულები კონტეინერებზე „ოკ-ს” აწერდნენ და გულისხმობდნენ „ოლ კეფ” – ანუ, ყველაფერი წესრიგშია შენახული და დაცული.

ინგლისური ვერსია: მეორე მსოფლიოს ომის დროს, დაღუპულთა და დანაკარგთა შესახებ, ყოველდღიურ ანგარიშში წერდნენ „ოქილდ”. ანუ დაღუპული ნულია. თანდათან ეს გამოთქმა გახდა „ოკ”. იმავე ომის დროს, ამ ინფორმაციას იყენებდნენ სამხედრო მფრინავები, როცა ბაზას მოახსენებდნენ ხოლმე, პრობლემები არ გვაქვსო.

ფრანგული ვერსია: საფრანგეთის სამხრეთი პროვინციები, თანხმობის დროს დღესაც ამბობენ „ოქ”-ს. შესაძლოა, დროთა განმავლობაში ეს „ოქ” იქცა „ოკ-ეიდ". თუმცა, ამის არანაირი მტკიცებულება ან ვერსია არ არსებობს.


DaaMooWMa:__mariami<3
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 716 | დაამატა: nino305277 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-02-12 Spam
madloba :**