რეიჩელ ენ მაკადამსი— კანადელი მსახიობი. 2001 წელს იორკის უნივერსიტეტში თეატრალური პროგრამის დასრულების შემდეგ, მაკადამსმა დაიწყო სამსახიობო კარიერა, თუმცა მხოლოდ 2004 წელს გახდა ცნობილი, როდესაც მან ითამაშა ტინეიჯერულ კომედია საზიზღარ გოგონებსა და რომანტიკულ დრამა უბის წიგნაკში.
2005 წელს ის გამოჩნდა რომანტიკულ კომედია დაუპატიჟებელ სტუმრებში, თრილერ წითელ თვალსა და ოჯახურ დრამა სტოუნების ოჯახში, რის შემდეგაც მედიამ „ახალ ჯულია რობერტსად" შერაცხა.
2009 წელს კვლავ ითამაშა პოპულარულ სურათებში, მათ შორისაა პოლიტიკური თრილერი დიდი თამაში, სამეცნიერო ფანტასტიკა დროში მოგზაურის ცოლი და სათავგადასავლო ექშენი შერლოკ ჰოლმსი. 2010 წელს მთავარი როლი შეასრულა კომედიაში დილა მშვიდობისა. 2011 წელს მაკადამსი გამოჩნდა ვუდი ალენის რომანტიკულ კომედიაში, შუაღამე პარიზში. მას აქვს ეპიზოდური როლი შერლოკ ჰოლმსის გაგრძელებაში, შერლოკ ჰოლმსი: აჩრდილთა თამაში და ასევე 2012 წელს ითამაშა რომანტიკულ კომედიაში, ფიცი და ტერენს მალიკის ფილმში ბენ აფლეკთან ერთად.
ძალიან ლამაზია.. :)) <3
|