მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 20 » Quotes
11:43 PM
Quotes
QuotEs 

''ტრიუმფალური თაღი''-ერიხ მარია რემარკი 
''კაცი ,რომელიც იცინის''-ვიქტორ ჰიუგო 
''99 ფრანკი''-ფრედერიკ ბეგბედერი



ტრიუმფალური თაღი


●''ადამიანს მხოლოდ წვრილმანები ამშვიდებს – წყალი სუნთქვა, საღამოს წვიმა… ვინც მარტოა მხოლოდ ის გაიგებს ამას.''

●''სიცოცხლე იმაზე მეტია, ვიდრე სენტიმენტალურ ცნებათა კრებული.''

●''ვიდრე ცოცხალი ხარ არავის ენაღვლები, მოკვდები თუ არა არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები.''

●'' იცხოვრო – ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის. ადამიანი ადამიანითაა. ზოგჯერ მაინც ბჟუტავდეს სიკეთის ცეცხლი… არ შეიძლება ამაზე უარის თქმა. სიკეთე ადამიანს ძალას მატებს თუ მძიმე ცხოვრებით დაღდასმულია.''

●''ადამიანი მუდამ მარტოა და თან არასოდეს არის მარტო.''

●''ძალაუფლება ყველაზე გადამდები სნეულებაა დედამიწაზე.''

●''მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს.''

●''ექიმ რავიკს თავისი თეორია აქვს. ამას შემთხვევის სისტემატიკას ეძახის. მისი თეორიით, ყველაზე უფრო დაუჯერებელი ამბავი ყოველთვის ყველაზე უფრო ლოგიკური აღმოჩნდება ხოლმე.''

●''არაფერი ისე არ ქანცავს ადამიანს, როგორც ყბედობა.''

●''ქალი ან უნდა გააღმერთო ან მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა.''

●''თუ სწრაფად გამოღვიძება შეგიძლია, გადარჩენის მეტი შანსი გრჩება.''

●''რატომ არიან ღვთის მორწმუნენი ასე შეუწყნარებელნი? ყველაზე მსუქბუქი ხასიათი ცინიკოსებს აქვთ, ყველაზე აუტანელი – იდეალისტებს.''

●''ვის ესაჭიროება მორალი სიყვარულში? მორალი სუსტების მოგონილია. მარცხიან ადამიანთა საცოდავი კვნესა.''

●''თუ რაიმეს გაკეთება გინდა არასოდეს იკითხო ამას რა მოჰყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ. როცა საქმე წვრილმანებს ეხება, კითხვა შეიძლება. მნიშვნელოვანზე კი – არა.''

●''თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ, ჩანს დავბერებულვართ.''

●''მუდამ მართალია ის, ვინც პირველი დაარტყამს.''




კაცი რომელიც იცინის

●"სიყვარული! იცი კი, უფალი ღმერთი როგორ აღაგზნებს ხოლმე ამ ცეცხლს? იგი ქალსა და კაცს აახლოვებს და მათ შორის ეშმაკს მოატავსებს ხოლმე;ისე, რომ მამაკაცი ეშმაკს შეეფეთება ხოლმე. ერთი ნაპერწკალი, სხვანაირად რომ ითქვას, ერთი შეხედვაც კმარა, რომ აღეგზნოს ყოველივე”.

●"განა სულებს თვალები სჭირდებათ, რომ ერთმანეთს უცქირონ?”

●"იცხოვრო სხვა ადამიანში_საშიშია. ეგოიზმი ყველაზე საიმედო დასაყრდენია ბედნიერებისთვის”.

●"მე ვკვდებოდი და შენ სიცოცხლე დამიბრუნე. როცა ჩემს გვერდით ხარ, ჩემს მახლობლად ცასა ვგრძნობ, მომეცი შენი ხელი. მინდა ღმერთს შევეხო”.

●"რა ძალა გაწყვეტდა ჯაჭვს, რომელიც ყვავილების გრეხილით იყო შეკრული”.

●"თაობათა ცვლაც სხვა რა არის, თუ არა მარადიულობის ამოსუნთქვა. ადამიანი ჩაისუნთქავს, ამოისუნთქავს და სულს განუტევებს”.

●"ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის, რა არის მოჭარბებულობა. იგი სავსებით სულიერია და არ შეიძლება გაცივდეს. გაღვივებულ ნაღვერდალს ფერფლი წაეფარება, ხოლო ცის მნათობს არასოდეს”.

●"უყვარდე, განა ეს ყველაფერს არ ნიშნავს?”

●"თითქმის არავითარი შესაძლებლობა არ არის სიტყვიერად გამოიხატოს ის ბუნდოვანი პროცესები, რაც თავში ხდება. სიტყვების უხერხულობა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ მკვეთრად არიან გამოკვეთილი., ვიდრე ფიქრები. რაკი ფიქრებს იმდენად გამოკვეთილი კონტურები არ გააჩნიათ, ამიტომ ხშირად ერთმანეთში ირწყმიან. სიტყვები სუულ სხვა საქმეა. ამის გამო ჩვენი სულის ბუნდოვანი მოძრაობა სიტყვიერად ვერ გამოითქმება. სიტყვას საზღვრები გააჩნია, ფიქრი კი უსაზღვროა”.

●"როდესაც ხმას არ იღებ ვისმეზე, გგონია, რომ ამით მას თავიდან იცილებ. მასზე გამოკითხვაც არ გინდა, შიშობ, ამით არ მოიახლოვო იგი. დუმილით ისევე შეგიძლია თავი დაიცვა, როგორც კარის მოკეტვით დაიცავდი თავს”.

●"ბედნიერება ზღვის მოქცევასა ჰგავს, ერთხანს იგი თავის მაღალ დონეს აღწევს. ერთადერთი, რაც შეაწუხებდა სრულ ბედნიერებაში მყოფ ადამიანებს, ეს არის დაფიქრება მიქცევაზე, რაც აუცილებლად მოსდევს მოქცევას”.

●" ორი სრულიად განმარტოებული, სხვათათვის უჩინარი არსება ერთმანეთს ეთაყვანებოდა, სრული დუმილის წუთებში ერთმანეთის სიყვარულით ტკბებოდნენ, აი ასე თუნდ მთელი საუკუნე გასულიყო შეუმჩნევლად”.

●"ახალგაზრდა რაც უნდა ფაქიზი სულის პატრონი იყოს, თუ იგი სიყვარულზე ოცნებობს, მასსა და ოცნებას შუა ბოლოს და ბოლოს წარმოსდგება ერთგვარი ხორციელი სახე ქალისა. მისი ზმანებანი უცოდველნი აღარ არიან. მას ისეთი მისწრაფება იპყრობს, რაც ბუნებისგანაა შთაგონებული და რასაც იგი თავის თავსაც არ უმხელს”.

●"სამოთხისებური უბიწოების სიჭარბე ბოლოს და ბოლოს სიყვარულს აღარ აკმაყოფილებს. სიყვარულს სწყურია მხურვალე ხელი, მთრთოლვარე სიცოცხლე, ამაღელვებელი კოცნა,რომელიც წარუხოცელ კვალსა სტოვებს; მას ენატრება აწეწილი, ჩამოშლილი თმები, ვნებიანი ხვევნა. ვარსკვლავებიანი მაღალი სივრცე უკვე გვევიწროება. ეთერი მეტად გვემძიმება, ჰაერი აღარ გვყოფნის. სიყვარულში ციური სიფაქიზის სიჭარბე იგივეა, რაც კერაში სითბოს მომცემი შეშის სიჭარბე”.

●"სული შეყვარებულია, ხორცი საყვარელი”.

●"კლდემამოსილი სიყვარული მხოლოდ გარდამავალი საფეხურია” .

●"დავიწყება იგივე პალიმფსესტია. შემთხვევა არის საჭირო და უკვე წაშლილი საუკუნოდ, უცბად ისევ ამოტივტივდება განცვიფრებული მეხსიერების სტრიქონებს შუა”.

●"შეყვარებულთა ტიტინი ბეღურების ჟღურტულია. ბავშვური საქციელია, რაიც საკადრისია დედა ბატისთვისაც და ჰომეროსისთვისაც. ორი შეყვარებული გულის საუბარი პოეზიის მწვერვალია. კოცნათა გახმიანება _მუსიკის მწვერვალია”.




99 ფრანკი


●”სიცოცხლე რომ ლამაზი დავინახოთ, საკმარისია ვისწავლოთ აწმყოს ფასი იმიტომ, რომ მხოლოდ აწმყო გვეკუთვნის ჩვენ და თვით მომავალიც მაშინ იქცევა ჩვენს საკუთრებად, როდესაც აწმყოდ გადაიქცევა.”

●"ძალიან ცდილობთ ყველას თავი მოაჩვენოთ, ვითომ ერთობით. გართობა თვითმკვლელობასავით არის, ოღონდ პატარა განსხვავებაა: თავს ყოველდღე ვერ მოიკლავ..”

●"ასაკის მომატებასთან ერთად ადამიანები უფრო ბედნიერები კი არ ხდებიან, უბრალოდ უფრო შემწყნარებლები არიან, დაუფარავად ლაპარაკობენს საკუთარ მარცხზე და ყველაფერს აღიქვამენ ისე, როგორც არის...სიცოცხლის ყოველ წუთს უფრო მეტად აფასებენ."

●"რატომ გვეხამუშება რომანტიკული სიტყვების გაგონება? ჩვენ ჩვენი გრძნობების გამოხატვის გვრცხვენია. ამაღლებულ სიტყვებს ისევე ვებრძვით და ვდევნით, როგორც შავ ჭირს. მაშ რა ვქნათ, საკუთარი უგრძნობელობა ვაქოთ და ვადიდოთ?"

●''სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადვე ვყოფილიყავი.''

●''თანამედროვე ადამიანის პრობლემა მისი ბოროტება და სიავკაცე არ გახლავთ. პირიქით, უმეტეს შემთხვევაში, წმინდა პრაქტიკულ მოსაზრებათა გამო, ადამიანი ცდილობს კეთილიც კი იყოს. იგი, უბრალოდ ვერ იტანს მოწყენას''.

●''სამყარო ირეალურია, დროის იმ მონაკვეთების გამოკლებით, როცა მოსაწყენია.''

●''იმისათვის, რომ დარწმუნდე, რომ ფული ბედნიერება არ არის, ორივეს უნდა გაუსინჯო გემო: ფულსაც და ბედნიერებასაც.''

●''იცით, რა არის განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის? ღარიბები ყიდიან ნარკოტიკებს , რომ ''ნაიკები'' იყიდონ, ხოლო მდიდრები ყიდიან ''ნაიკებს'', რომ ნარკოტიკები იყიდონ.''

●''მოკვდე – ეს ნიშნავს , გახდე ისეთივე თავისუფალი, როგორიც დაბადებამდე იყავი.''

●''ადამიანებს კრეტინებად ნუ მიიჩნვეთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რომ ისინი კრეტინები არიან".

●''უმუშევრობით დატერორებულ და სამუშაოს კულტურით მოწყობილ მსოფლიოში, საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა: „რატომ წამოხვედი სამსახურიდან?"

●''მხოლოდ მოწყენილობა აძლევს ადამიანს საშუალებას დატკბეს აწყმოთი, დასავლეთის მცხოვრებნი ოღონდაც კი მოწყენილოობას გაექცნენ რას აღარ მიედ-მოედებიან: ეს ტელევიზორიო, კინოო, ინტერნეტიო, ტელეფონი, ვიდეოთამშები. ისინი უკვე აღარ მონაწილეობენ იმაში, რასაც აკეთებენ. თითქოს საკუთარი ნებით კი არა, მინდობილობით ცხოვრობენ ამ ქვეყანაზე. თითქოს სამარცხვინო იყოს ისუნთქო აქ და ახლა. კაცი, რომელიც ტელევიზორს უყურებს ან ინტერაქტიულ საიტზეა შემძვრალი, არ ცხოვრობს. ის არ არის იქ, სადაც არის, თითქოს სხვა სამყაროში გადავიდაო. მალე ხელსაწყოები მომსახურების ზონიდან გასულ აბონენტებად დაგვაფიქსირებს და მერე ვეღარავის დააჯერებ, რომ აქ ხარ და არა იქ. პასკალის შემდეგ არაფერი შეცვლილა: ადამიანი სიკვდილის შიშის დაძლევას გართობით ცდილობს, მაგრამ ეს გართობა ისეთი ყოვლისმომცველი გახდა, რომ ლამის ღმერთი შეცვალოს. როგორ გავექცეთ გართობას? ამაზე ადვილი არფერია: უბრალოდ დავუმეგობრდეთ მოწყენილობას" 

კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 874 | დაამატა: Ann))) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 9
2013-06-21 Spam
ვაიმე ვიქტორ ჰიუგოზე ვგიჟდები! ❤ სამივე წაკითხული მაქვს! ❤
ყოჩაღ,მომეწონა ნიუსი! ❤ 99ფრანკი დიდად საინტერესო მართლა არ არის
მაგრამ საინტერესო ფრაზებია! ❤