მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 20 » "ვიქტორიას საიდუმლოს" ნამდვილი საიდუმლოებები და ანგელოზები❤
10:29 PM
"ვიქტორიას საიდუმლოს" ნამდვილი საიდუმლოებები და ანგელოზები❤
 
 
"ვიქტორიას საიდუმლო" (Victoria's secret) დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, რომელიც ქალის თეთრეულს აწარმოებს. მაგრამ ამ ბრენდს იცნობენ არა ქალის თეთრეულის, არამედ მისი ე.წ. ანგელოზების გამო. მსოფლიოს წამყვანი ტოპმოდელები სწორედ ამ კომპანიასთან თანამშრომლობენ და უკვე ერთგვარ ურყევ ფაქტადაც იქცა - ყველა საუკეთესო და უმაღლესი დონის მოდელი "ვიქტორიას" კუთვნილებაა. 


ისტორია 

ერთხელ როი რეიმონდმა, სტენფორდის კურსდამთავრებულმა, სცა­და თავისი ცოლისთვის საჩუქარი გაეკეთებინა და მაღაზიაში გაეშურა ქალის ლამაზი საცვლების საძებნელად. თეთრეულის მაღაზიაში მისული კი დაიბნა, დიდხანს დაბოდიალებდა ნივთებს შორის, გამყიდველებმაც ვერ შეძლეს მისი დახმარება და მოსაწონი ვერაფერი შეარჩია. ასე წამოვიდა როი ცარიელი ხელებით, მაგრამ რევოლუციური იდეით. 


1977 წელს სან-ფრანცისკოს გარეუბანში რეიმონდმა თავისი იდეის განხორციელება დაიწყო. თავისი პირველი მაღაზია გახსნა - Vicotria's secret, რომელიც ქალის თეთრეულის ახალ მიმართულებად იქცა - ევროპული ელეგანტურობა მეგობრულ გარემოსთან იყო შერწყმული და რაც მთავარია, იქ მამაკაცებიც კი თავს კომფორტულად გრძნობდნენ. 
რეიმონდის პროექტი მას მერე მრავალჯერ გაიზარდა და ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მთელ მსოფლიოში ქალის თეთრეულის ინდუსტრიაში. 


სულ მალე რეიმონდს ფინანსური პრობლემები გაუჩნდა და თავისი მა­ღაზიების ქსელი 4 მლნ დოლარად მიჰყიდა ქალის ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ The Limited-ის მფლობელ ლესლი ვექსნერს. სწორედ მან აქცია ეს ბრენდი წამყვანად მსოფლიო ბაზარზე. ვექსნერმა პირველ რიგში უარყო იმიჯი "სამოთხე მამაკაცებისთვის" და ქალთა აუდიტორიაზე დადო ფსონი. მერე კი შეეცადა, ქალები მიეზიდა ექსკლუზიური და ელეგანტური თეთრეულით. მერე კი ყველაზე მთავარი გააკეთა, რამაც გაუთქვა სახელი - მსოფლიოს წამყვანი მოდელები მიიწვია, კარგი ჰონორარები გადაუხადა და შოუების მოწყობას შეუდგა. 


"ანგელოზების" შოუები 

მას შემდეგ ყოველი სეზონი ახალი გრანდიოზული შოუთი იხსნება, რომელშიც შოუბიზნესის ცნობილი სახეებიც მონაწილეობენ. "ვიქტორიას" მოდელებს ანგელოზები შეარქვეს, იმის გამო, რომ ყოველწლიური ჩვენების დროს ისინი პოდიუმზე ტრადიციულად ფრთებით შემკულნი გამოდიან - ხან პეპლებს ჰგვანან, ხან ჩიტებს და ხანაც ანგელოზებს. დღესდღეობით კომპანიის შოუებზე ისეთი ტოპმოდელები ჩნდებიან, როგორებიც არიან მირანდა კერი, 


ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა, დაუტცენ კრუსი და სხვანი. ანგელოზების დებიუტი კი 1998 წელს შედგა და პირველი ანგელოზები იყვნენ რებეკა რომეინი, ტაირა ბენქსი, ჰელენა კრისტენსენი, სტეფანი სეიმური, დანიელა პეშტოვა. 2008 წელს ამ პრესტიჟულ გუნდს დაემატნენ ჰაიდი კლუმი და კაროლინა კურკოვა. ყველაზე ცნობილ ანგელოზებს შორის კი იყვნენ ჟიზელ ბიუნდჰენი, ლეტიცია კასტა, ანა ბეატრის ბაროსი. ხუმრობენ კიდეც, რომ ყველა მოდელი, ვისაც აქვს ამბიცია, რომ მსოფლიოში ცნობილი მანეკენია, ერთხელ მაინც უნდა იყოს გამოსული პოდიუმზე "ვიქტორიას" თეთრეულით და მის "საიდუმლოს" ნაზიარები. 


ბოლო წლებში "ფორბსის" მიერ შედგენილ რეიტინგებში, რომელიც ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს ავლენს, საუკეთესო შვიდეული ყოველთვის "ანგელოზების" გუნდიდან არის. მათ შორის არიან ჟიზელ ბიუნდჰენი, ჰაიდი კლუმი, ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, მირანდა კერი, დაუტცენ კრესი და ემანუელა დე პაულა. 

 
 

დაამოწმა❤:Tày
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 668 | დაამატა: sal922 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2012-12-28 Spam
kargi siaxlea :*