მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 17 » "მიწიერი სამოთხე" - Victoria’s secret-ის ახალი ფოტოსესია
3:02 PM
"მიწიერი სამოთხე" - Victoria’s secret-ის ახალი ფოტოსესია

ზოგისთვის სამსახური მოსაწყენი რუტინაა, Victoria’s secret-ის მოდელებისთვის კი მუდმივი სიამოვნება. ამ დღეებში გოგონებმა სენ-ბარტსის ტროპიკულ სანაპიროზე საცურაო კოსტუმების ახალი კატალოგისთვისვის იპოზიორეს. კატალოგი ჯერ არ გამოსულა, თუმცა პაპარაცებმა ფოტოსესიის დროს რამდენიმე "ანგელოზის" გადაღება შეძლეს. 
რეკლამაზე კომპანიას თანხის დახარჯვა არასდროს ენანება - თუ საუბარია მანეკენებზე, ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს არჩევს, ხოლო თუ საქმე "დეკორაციას" შეეხება - ყველაზე თვალწარმტაცს. ტროპიკული სენ-ბარტსი მილიარდელთა მექაა: სახლები და აგარაკები იქ არაერთ მდიდარ და ცნობილ ადამიანს აქვს შეძენილი და თუ ფოტოებით ვიმსჯელებთ, კარიბის ზღვის ეს პატარა მიწის ნაგლეჯი ამად ღირს - სენ-ბარტსი ნამდვილი მიწიერი სამოთხეა. 
პაპარაცებმა ჯერ მხოლოდ ქენდის სვეინპოლისა და მარინა ლინჩუკის გადაღება მოასწრეს, თუმცა უახლოეს დღეებში კუნძულზე ბრენდის დანარჩენი ცნობილი სახეებიც ჩავლენ - მათ შორის, მირანდა კერი, ადრიანა ლიმა და ალესანდრა ამბროსიო. 
23 წლის სამხრეთ აფრიკელმა სვეინპოლმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია დაიკავა, მეორე მოდელი კი Victoria’s secret-ის "ანგელოზის" სტატუსით ჯერჯერობით არც ისეთი პოპულარულია, თუმცა 24 წლის მინსკელი მოდელი მსოფლიოს მრავალი წამყვანი ჟურნალის გარეკანზე მოხვედრილა. 2009 წელს ფრანგულმა Vogue-მ მარინა 2000-იანი წლების 30 საუკეთესო მოდელს შორის დაასახელა. 
















დაამოწმა
♡Marri-da-GabbY♡
სმაილერი-

კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 773 | დაამატა: sal922 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-12-17 Spam
ძაან საინტერესი იყო
ჩემი ქენდისი რა ლმაზი <3