მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 9 » "კარიბის ზღვის მეკოობრეები"ს გმირი უკვე 50 წლისაა !
12:20 PM
"კარიბის ზღვის მეკოობრეები"ს გმირი უკვე 50 წლისაა !
1963 წლის 9 ივნისს ამერიკის შტატ ოვენსბოროში დაიბადა ჯონი.
მის მშობლებს ჯონ კრისტოფერსა და მის მეუღლეს ბეტი სიუ პალმერს ჯონი დაბადებამდე ოთხი შვილი ყავდათ, მაგრამ ჯონი პატარაობიდანვე გამოირჩეოდა მათგან.
დღეს კი ჯონი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს !


ჯონ კრისტოფერ „ჯონი" დეპი II (ინგლ. John Christopher "Johnny" Depp II; დ. 9 ივნისი, 1963[1]) — ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, მუსიკოსი. ფლობს ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოებს. ცნობილი გახდა 1980-იან წლებში კინოსერიალით „ჯამფ-სტრიტი 21". ითამაშა წარმატებულ ფილმებში „მაკრატელისხელება ედვარდი" (1990), „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა" (2005), „ალისა საოცრებათა ქვეყანაში" (2010), „რანგო" (2011), ასევე „კარიბის ზღვის მეკობრეების" ფილმებში (2003-დღემდე).

ჯონი დეპს მიღებული აქვს ოქროს გლობუსი ფილმისათვის „სუინი ტოდი: დემონი-პარიკმახერი ფლიტ-სტრიტიდან" (2007) და კინომსახიობთა გილდია ფილმისათვის „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა" (2003). ჟურნალმა „People" მსახიობი 2-ჯერ დაასახელა „ყველაზე სექსუალურ მამაკაცად" (2003, 2009). 2012 წელს შევიდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი, 75 მილიონი დოლარით.


ჯონ კრისტოფერ დეპი 1963 წლის 9 ივნისს, კენტუკის შტატის ქალაქ ოვენსბოროში, დაიბადა. მამამისი, ჯონ კრისტოფერ დეპი, სამოქალაქო ინჟინერი იყო, ხოლო დედა, ბეტი სიუ პალმერი, — ოფიციანტი. ოთხი შვილიდან ჯონი ყველაზე პატარა იყო. 

მამის სამსახურის გამო ჯონის ოჯახი საცხოვრებელს ხშირად იცვლიდა. საბოლოოდ, როდესაც მომავალი მსახიობი 7 წლის იყო, ოჯახი ფლორიდაში დასახლდა. ვიდრე ჯონ კრისტოფერ დეპი სამსახურს იშოვიდა, დაახლოებით 1 წელიწადი მოტელში ცხოვრობდნენ. ჯონიმ ახალი სახლი შეიძულა და 12 წლის ასაკში მოწევა, ნარკოტიკების მოხმარება და თვითდაზიანება დაიწყო. 

1978 წელს ჯონის მშობლები გაიყარნენ. 16 წლის ასაკში მან სკოლა მიატოვა და მუსიკალურ ჯგუფს „The Kids" შეუერთდა. 


ჯონი დეპმა მონაწილეობა მიიღო Fox-ის სატელევიზიო სერიალში „ჯამფ-სტრიტი 21", რომლის პრემიერა 1987 წელს შედგა. სერიალის წარმატებამ დეპი 1980-იანი წლების ბოლოს თინეიჯერთა კერპად აქცია. მიუხედავად ამისა, მსახიობმა გადაწყვიტა რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა თუ მხოლოდ კინოფილმებში მიიღებდა მონაწილეობას. 
ჯონი დეპის პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო საშინელებათა ფილმში „საშინელება თელების ქუჩაზე" (1984), სადაც ფრედი კრუგერის ერთ-ერთი მსხვერპლი განასახიერა. მსახიობი მეორეხარისხოვან როლში გამოჩნდა ოლივერ სტოუნის ოსკარის მფლობელ ფილმში „ოცეული" (1986). 1990 წელს მთავარი როლი შეასრულა ტიმ ბარტონის ფილმში „მაკრატელისხელება ედვარდი"; ფილმის წარმატებამ ბარტონისა და დეპის მომავალი თანამშრომლობა უზრუნველყო.[6] 


დეპის კარიერაში მნიშვნელოვანი იყო Walt Disney Pictures-ის „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა" (2003), რომელშიც მან კაპიტან ჯეკ ბეღურას როლი ითამაშა. კრიტიკოსებმა მსახიობის თამაში დადებითად შეაფასეს და ოსკარისთვისაც იყო ნომინირებული საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში. 

2004 წელს დეპი კიდევ ერთხელ წარადგინეს ოსკარზე ფილმისათვის „ჯადოსნური ქვეყანა". მომდევნო 2005 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა", რომელიც ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდა, მსახიობი კი ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული. 
ჯონი დეპის ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში______ 


ჯონი კვლავ დაუბრუნდა კაპიტან ჯეკ ბეღურას როლს „კარიბის ზღვის მეკობრეების" შემდგომ ფილმებში: „მიცვალებულის სკივრი" (2006), „სამყაროს დასასრულთან" (2007), „უცნაურ ნაპირებზე" (2011). თითოეული მათგანი ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა. 

2007 წელს მსახიობმა ითამაშა ტიმ ბარტონის მიუზიკლში „სუინი ტოდი: დემონი-პარიკმახერი ფლიტ-სტრიტიდან"; ამ როლისათვის მან ოქროს გლობუსი მოიგო. 


2004 წელს ჯონი დეპმა დააარსა საპროდიუსერო კომპანია „Infinitum Nihil", რომელიც მონაწილეობს პროექტებში, სადაც ის მსახიობი და/ან პროდიუსერია. კომპანიის პრეზიდენტი დეპის და, — კრისტი დემბროვსკია. კომპანიის პირველი პროდუქტი იყო 2011 წელს გამოსული „რომის დღიურები". 2011 წელსვე გამოვიდა მარტინ სკორსეზეს „ჰიუგო", 2012 წელს კი ტიმ ბარტონის „ბნელი ჩრდილები". 


ჯონი დეპი შეხვდა ვანესა პარადისს 1998 წელს, ფილმ „მეცხრე კარიბჭის" გადაღების დროს. მათი ურთიერთობა 2012 წლის ივნისამდე გაგრძელდა. დეპსა და პარადისს ჰყავს ორი შვილი, ლილი-როუზი მელოდი დეპი (დ. 1999) და ჯონ კრისტოფერი დეპი III (დ. 2002) 


KATIE ♥
კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 979 | დაამატა: PerfectlySelly | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2013-06-10 Spam
[/code]50 ? :O Vulocavv[/code]