ცხოვრებას ინსტრუქციები რომ მოყვებოდეს შეცდომებს აღარ დავუშვებდი. ვისწავლიდი აწმყოთი ცხოვრებას და არც უკან გავიხედავდი და არც წინ. არ მოგცემდი ჩემში არსებობის შესაძლებლობას. არ ვიქნებოდი მომავლით იმედდაკარგული და წარსულით მონანიე . ყოველ დილით არ გავიღვიძებდი იმაზე ოცნებით ცხოვრება თავიდან დამეწყო , მეორე შანსი მომცემოდა და ყველაფერი გამომესწორებინა . თუმცა ამაოა ყველაფერი . როგორ შეუძლიათ სხვებს მაპატიონ , როცა საკუთარ თავს ვერ ვაპატიე . არასოდეს ვყოფილვარ ისეთივე აქტიური ბავშვი , როგორიც ჩემი და იყო . ყურადღებას არასოდეს ვიქცევდი და რომ არ დაგიმალოთ ამის სურვილით არც არასოდეს მოვკმდარვარ . სულ რამდენიმე მეგობარი მყავდა და მათაც ჩემი არსებობის შესახებ დაივიწყეს , მას შემდეგ , რაც „ცუდ ხალხში" მოვხვდი . მათ ყველაფერი იცოდნენ , თუმცა ალბათ არც-ერთს გასჩენია სურვილი დამხმარებოდა . ტყუილები. ტკივილიანი, ცრემლიანი, მომაკვდინებელი და უარესიც.. დაპირებები , ცრუ დაპირებები. გპირდებიან, გპირდებიან, გპირდებიან და ბოლოს. ბოლოს რჩები იმედგაცრუებული. სულ–ჩამკვდარი .. ასე დიდ ხანს ვიჯექი ერთ ადგილას , დინჯად . და ჩემს წინ დადებულ უზარმაზარ წითელი ვარდების თაიგულს ვუყურებდი . უკვე მე13 თვეა , ყოველი თვის 13 რიცხვში ერთი და იგივე თაიგული ერთი და იმავე კურიერს მოაქვს . ბარათთან ერთად , სადაც „მაპატიე" წერია . არ ვიცი ეს რას ნიშნავს , რა ვიფიქრო ამის შესახებ . ამიტომაც ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო და ნაგავში კარების მოხურვისთანავე ვისროლო , მაგრამ დღეს .. „ მაპატიე ჩემო პატარა , ვიცი შეცდომას და დაკარგულ წლებს ვერასოდეს გამოვისყიდი , მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ყველაფრის გადალახვა და თავიდან დაწყება . მამიკო " . ამ ყველაფერის გააზრებაც ვერ მოვასწარი , რომ მობილურმა დარეკა . დაფარული ნომერი იყო .
- გისმენთ . - კიმ .. - შენონ ? - ჰო ეს მე ვარ - ჰომ . - მისმინე , მამასგან შენც მიიღე წერილი ? - მეც კარგად შენ როგორ ხარ , დაო ? - რატომ მეუხეშები ? - ბოდიში , რომ შენი ხმის გაგონებისთანავე სიყვარულის ახნის წინასწარ მომზადებული ტექსტის კითხვა არ დავიწყე . - კარგი რა . მოკლედ მამასგან წერილი მიიღე ? - ის მამაა ? დიახ ვიღაც კაცისგან მივიღე . - მერე ? - რას მეკითხები ? - შეიძლება შენთან გადმოვიდე , რამდენიმე კვირით ? - აჰაჰაჰაჰა .. - ისტერიკული ხარხარი ამიტყდა . - კიმბერლი ! - და რა გარემოებებმა გაიძულა სავანაში დაბრუნება ? - მამამ მაიძულა . - რა თქვი ? - მამას უნდა ერთად გვნახოს - და იქნებ მე არ მსურს მისი ნახვა , შენონ ? - შენი ნებაა . - გავღიზიანდი . და გავუთიშე . ჩემი და არ იცვლება . ეს არც მიკვირს , ის უფრო განმაცვიფრებდა , ჩემთან თბილი ლაპარაკი , რომ წამოწყო საუბრის გარეშე გატარებული თვეების შემდეგ . ერთადერთი რაც მახარებს მისი გახსენებისას , რომ იდენტურები არ ვართ . არც გარეგნულად და რაც უფრო სასიხარულოა თვისებებითაც ... მამაჩემი ? მასზე არასოდეს მიფიქრია . ჯერ კიდევ იქამდე მიგვატოვა , სანამ დედა დაგვტოვებდა . ბუნდოვნად მახსოვს მისი სახე . თუმცა იმ მომენტებს ვერასოდეს დავივიწყებ , როგორ ლოთობდა , ჩვენ გვიყვიროდა და იყო შემთხვევები როცა ხელით დედასაც კი ეხებოდა . შესანიშნავი ოჯახი გვექნება არა ? ჭკვიანი გოგოს ნიღაბს ამოფარებული ძუკნა , ყოფილი ნარკო-რეალიზატორი და მოძალადე ალკოჰოკი . ღმერთო ჩემო , არაჩვეულებრივია .
კატეგორია:♥ BooK ☆ | ნანახია:832 | დაამატა:-Katson) | რეიტინგი:5.0/3