მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 8 » "ჭორფლიანი" სული ან უბრალოდ "დაჭორფლილი" გზა
9:37 PM
"ჭორფლიანი" სული ან უბრალოდ "დაჭორფლილი" გზა
„ჭიქას ახატია, წვეთებს აწერია, 
ღვინის ღვთაებრივი მშვენება".
გიგა კვეტენაძე

-სერ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ის მართალია-სცადა 
გაემართლებინა საწყალი ქალი თავის უფროსთან. 
სერ ჰენრი უაილდი, ცნობილი ფსიქოლოგი მთელს ლონდონში, მაგრამ ამჟერად იმედგაცრუების მსხვერპლი. 
-რაში?-ჰკითხა მრავლისმეტყველად, მაგრამ როდესაც მის დაბნეულ სახეს წააწყდა, იგრძნო თავისი უპირატესობა და უფრო გაბედულად განაგრძო-ის ფსიქოპატია-მოჰყვა და ჩამოთვალა მისი ყველა უარყოფითი თვისება, თუ თვითნონ ცხოვრებისგან მიყენებული დარტყმა, დაღი. 
აკრიტიკებდა ვიღაცას. 
არა. 
მისთვის ყველაზე ახლოს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ყველაზე უცხოს. 
ვის ? 
თავისივე მეუღლეს, მაგრამ აწ უკვე მისივე რიგით პაციენტს. 
სიჩუმე ჩამოვარდა. 
მხოლოდ ქარის ხმა არღვევდა დუმილს. 
თითქოს ისიც ქალის მხარეზე იყო. 
„მიდი რა. რას გადაეკიდე სიტყვა „ფსიქოპატს"?! ის ხომ შენთვის ყევლაზე ძვირფასი ადამიანია"-ფიქრობდა ჯუზეპე. ხელი თეთრი ხალათის ჯიბეში ჩააცურა და გაინაბა იმის მოლოდინში, თუ როდის მოუნდებოდა მის ბატონს ხმის ამოღება. 
-მაგრამ სერ-მთელი გულით ცდილობდა გაემართლებინა, მაგრამ სიტყვები არა და არ ჩანდნენ. სადღაც იფანტებოდნენ, უსასრულობაში, სადაც ოდესღაც მერი დახეტიალობდა. 
ჰო, დახეტიალობდა. 
მისთვის ხომ აღარაფერი და არავინ აღარ არსებობდა. 
გაახსენდა სერ ჰენრის გახარებული სახე, როგორ შემოვარდა კანინეტში: 
-იცოდე, შენ უნდა იყო ჩემი მეჯვარე?-დაიძახა და თითქმის მისი სიმაღლის თანაშემწე ხელში აიტაცა და იქამდე ატარა ოთახში აქეთ-იქით, სანამ საბოლოოდ არ დაიცალა ემოციებისგან. 
ახლა კი სწორედ ამ ადამიანის ბედს წყვეტდა, რომელიც ასე ძალიან უყვარდა ერთ დროს ან იქნებ ახლაც უყვარს. 
-მაგრამ..-ალბათ ახლა ქალის გამართლებას დაიწყებდა, რომ არა სერ ჰენრი. 
-მე ნურარაფერს მეტყვი მასზე, ის ჩემთვის უკვე არაფერს აღარ წარმოადგენს-ემოციების მოძალება იგრძნო, თავის შეკავების მცდელობა ამაო იყო. 
ჯუზეპეს ზურგი აქცია. უნებურად გადმოუგორდა თვალის გუგიდან ცრემლი.მერე რა, რომ კაცი იყო? 
საქაღალდეს ხელი მოჰკიდა და ოთახი დატოვა. მისთვის უკვე სრული უაზრობაა იყო ამ თემაზე კამათი. 
ჯუზეპეს თვალწინ წამოუდგა განვლილი დღეები, მაგრამ ახლა წარსულს ჩაბარებული ცხოვრების დაჭორფლილი დაღი. 

** 
გარემო ბოლით იყო გაჯერებული, ოთახი პირდაპირი მნიშვნელობით ყარდა, მაგრამ ეს ზოგისთვის უბრალოდ სიამოვნება, შვება იყო. 
ჯუზეპე სუნთქვა შეკრული იდგა კარებში. 
ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა და ოთახში შევიდა. 
ნესტოებში ალკოჰოლის საშინელი სურნელი ეცა და ნესტოები აუწვა. 
ტვინი ვეღარ რეაგირებდა. ძალა მოიკრიბა და გონება დაძაბა. 
ცდილობდა მხედველობა დაეძაბა, მაგრამ უჭირდა საგნების გარჩევა ბოლში. 
ქალმა ფეხები ტახტზე ჩემოაწყო და სულელურად გაუღიმა სტუმარს. 
-ოჰ, მეგობარო შენ?-შეეკითხა მოსულს. 
ხმა არ ამოუღი უთქმელად მიუახლოვდა და მის სიახლოვეს ჩამოჯდა. 
ქალს გაეღიმა მის ასეთ საქციელზე. 
ბოლო ნაფაზი დაარტყა და ჯუზეპეს თხოვნით მიმართა: 
-ჩემო კარგო, შეგიძლია პატარა სამსახური გამიწიო? 
ისევ ისე ალმაცერად გაუღიმა, 
ეშმაკურად, 
ქალური კეკლუცობით. 
დაიბნა ჯუზეპე, ყურებამდე შეყვარებული ყურებამდე გაწითლდა. 
გულმა ბაგა-ბუგი დაიწყო. 
აი, ისე, როცა პირველად ნახა ჰენრის ახალგაზრდა საცოლე. 
ერთი ნახვით შეუყვარდა, მაგრამ ქალს არასდროს არ დააყენებდა მეგობრარზე წინ. 
მოგზაურობიდან ახალი ჩამოსულს ლოყები შეჰფაკლოდა. ირემივით თვალები უბრწყინავდა სამშობლოს მონატრებულს, მაგრამ მონატრებას თან უსიამოვნო მოგონებებიც ახლდა. 
სწორედ იმ ქუჩაზე გაიცნო სერ ჰენრი, სადაც ოდესღაც საშინელი ტრაგედიის მსხვერპლი გახდა მისი ოჯახი: მამა, ბიძა, საქმრო, და.. 
ვინღა დარჩა? 
არავინ, მხოლოდ უსასრულობა. 
უკან მხოლოდ იმ იმედით დაბრუნდა, რომ ცხოვრებას თავიდან დაიწყებდა, მაგრამ ამაოდ.. 

-ჯუზეპე-გაიმეორე ქალმაა ხმამაღლა-რამე ვერ გაიგე?-თვალებში ჩახედა, მაგრამ კიდევ უფრო დააბნია ისედაც დაბნეული. 
გაიღიმა ირონიით, ირონია ხომ მას არასდროს არ და ვერ დატოვებდა. 
ძლივს გონს მოეგო ქალის ხმაზე. 
-დიახ, ქალბატონო-უხერხულად მოიფხანა ქეჩო და ბრძანებას დაელოდა. 
-აგერ იქ ნატალიას ნაჩუქარი ღვინო, რომ დევს ის მომიტანე-ხელით ნაზად ანიშნა მწვანე ბოთლზე. 
ჯუზეპეს არც კი შეუხედავს მისი ხელის მიმართულებისთვის. 
ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა კომოდს. 
იქიდან ყველაზე გრძელი პრიალა ბოთლი ამოარჩია. ის იყო უნდა აეღო, რომ ქალმა შეაჩერა. 
-არა, ეს არა. აგერ ის-მიანიშნა ქალმა მწვანე ბოთლისკენ და კმაყოფილებისგან ჩაეღიმა. 

** 

-არასდროს არ გიფიქრია’თ, რომ სხვა რამეც არსებობს ამ ქვეყანაზე?-თავისი ქალბატონის წინ ჩამოჯდა და პასუხის მოლოდინში გაინაბა. 
რას არ დათმობდა ოღონდ სწორი გზა ეჩვენებინა მისთვის, ერთადერთისთვის, რომელსაც აგერ უკვე ორი წელია თავდავიწყებით ჰყვარობს, მაგრამ თავისთვის, გულში, მალულად, რომ არავინ გაიგოს. 
-როგორ არა, მეგობარო. მიფიქრია-ამოიოხრა ქალმა და ლამის გულიც ამოაყოლა. 
ყველაფერი ერთდროულად მოეძალა. 
მამის გაბზარული სახე წარმოუდგა წინ, როგორ საყვედურობდა, ზიზღით, ამაზრზენად. 
ხელი უნებურად თვალებისკენ წაიღო. 
ეგონა ტიროდა, მაგრამ.. 
არა. 
მიხვდა, რომ იღიმოდა. 
-მერე?-არ მოეშვა, არ დაინდო ისედაც განადგურებული, როგორც სულიერად ასევე გარეგნულადაც. 
ქალის გაცრეცილი სახე იდევ უფრო მოიღუშა. თვალებში ბინდი ჩაუდგა. 
სასმელისგან ამღვრეული თვალები სევდით შეავლო ადამიანს, რომელიც ყოველთვის საუკეთესო მესაიდუმლედ, გამგებ მეგობრად მიაჩნდა. 
-რა მერე ?-სევდისგან ჩაწყვეტილი ხმით დაიწყო, მაგრამ გაგრძელება ვეღარ შეძლო. გაიყინა. 
-რას უტოვებ შთამომავლობას?-შეტევაზე გადავიდა-ნუთუ ასე უბრალოდ გინდა დატოვო ენი? ის ხომ შენი შვილია! რა პასუხს აძლევ ჰენრის? 
ქალის ისედაც გაპობილ, ნამსხვრევებად ქცეულ გულს კიდევ ერთი ბზარი შეემატა. 
-უსასრულობას-გულიდან ამოისროლა და თითქოს არც ამოისროლა-ჩემი ცხოვრება სმის მეტი გგონია არაფერი გამიკეთებია?-ცრემლები მოეძალა, რომ არ მორიდებოდა ალბათ ახლა უკვე ცრემლებად დაიღვრებოდა. 
-რას?-ყურებს არ დაუჯერა. იგრძნო, რომ მას იმაზე ბევრად უფრო მეტი საიდუმლო და განვლილი 
-უ ს ა ს რ უ ლ ო ბ ა ს-ასო-ასო გაუმეორა სიტყვა. 
ჯუზეპემ გაკვირვებით შეავლო თვალი დაძაბულად მჯდომს. 
ქალი ისევ უემოციოდ იჯდა, შეძლო თავის ხელში აყვანა. 
ქალი ფიქრობდა უსასრულოდ. 
სული გაუცვდა ამდენი სიყალბისგან. 
თვალი ოთახს მოავლო. 
არაყის სუნი უსიამოდ ეცა ნესტოებში. 
მზად იყო მოესროლა სასმელი, რომ აღარასოდეს, აღარ დაელია არც მას და არც სხვას. 
წარსული გაახსენდა. 
ისიც ნორმალური ადამიანი იყო და არა ლოთი, გალეშილი მთვრალი. 
ბოთლი პირთან მიიყუდა და ხარბად დაცალა. 
ეგონა ამით გრძნობებს ჩაკლავდა, მაგრამ პირიქით .. 
თვალები აემღვრა. 
აიწვა სულიან-ხორციანად. 
-იცი რას დავუტოვებ შთამომავლობას ?-კითხა ჯუზეპეს და შუბლზე ხელი დაიდო, სიცხე ხომ არ მაქვსო. ამდენი ალბათ უკვე ორი წელი იყო, რაც არ უფიქრია. 
-რას?-მიხვდა კაცი, რომ მისმა მცდელობამ გაამართლა, რომ მიზანში მოარტყა. 
-მხოლოდ სიტყვებს ‘არა სმა, არა ნარკოტიკი, არა თამბაქო’-თქვა და ბოლო ნაფაზი დაარტყა, სიგარა ნერვიულად ჩაჭეჭყა საფერფლეში და თავი ჩაჰქინდრა. 
-მაგრამ თვითონ სვამ, ეწევი ..-აღშფოთდა, არ მოელოდა ასეთ პასუხს მისგან. 
-ჰო, ვიცი. თუ საკუთარ თავზე არ გამოცდი, ისე რა უფლება გაქვს თქვა ეს სიტყვები?-არ მოეშვა ქალი და ჯიქურ იერიშზე გადავიდა. 
დაბნეულმა თანამოსაუბრემ პასუხის ძებნა დაიწყო გონებაში. 
ქალმა განაგრძო: 
-არანაირი. მე საკუთარ თავზე გამოვცადე და სრული უფლება მაქვს ვთქვა ‘ძირს ნარკოტიკი’-საკუთარ თავში იმხელა თავდაჯერება იპოვა, რომ თვითონაც გაუკვირდა-არანაირი. მათ ჰგონიათ, რომ შეუძლიათ სხვის შეცდომებზე სწავლა, მაგრამ ეს უბრალოდ ყალბი სიტყვებია. 
მზად იყო ყველაფრისთვის, სიკვდილისთვისაც. 
არაყის ბოთლს ხელი მოჰკიდა და ისროლა. 
ბოთლი კედელს მოჰხვდა და დაიმსხვრა, ნაწილებად. 
სულიც მას მიჰყვა. 
ხმაურზე ჰენრი შემოვიდა. 
აი სად დაუშვა შეცდომა ლიზამ. 
ვეღარ მოზომა საქციელი და ახლა ჰენრი იდგა შორიახლოს. 
-ძვირფასო, რა ხდ...-მეტი ვეღარაფერი თქვა. სიტყვები პირზე შეაშრა, როცა თავისი მეოღლე ასეთ მდგომარეობაში იხილა. 
არ მოელოდა. 
აიმღვრა. 
ასე ძალიან, რომ არ ჰყვარებოდა თავის ხელებით დაახრჩობდა. 
ლიზას სულში ჭორფლმა გამოაყარა. 
აქ დამთავრდა მათი ოჯახის ყალბი იდეალი. 
ნაბახუსევმა, აზროვნების უნარი დაკარგა და იქვე იატაკზე მდგარ ბოთლს დასწვდა. მოიყუდა და ნახევრად დაცალა. ეგონა უშველიდა. 
..მაგრამ, არა, პირიქით. 
ბოთლი კვლავ მოიყუდა, მაგრამ სანამ დაცლიდა ტვინი გადაეკეტა. 
("თუ დავარდები, მე სულ იქვე ვიქნები."-სიყვარულით იატაკი.)

** 
ჰენრიმ პალატის კარები ნერვიულად შეაღო. 
მისი ყოფილი მეუღლე საწოლზე იჯდა. ხელები გადაეჯვარედინებინა და კანკალებდა, არა სიცივის გამო, არამედ თავის დანაშაულს ნანობდა ქმრის წინაშე. 
სულმა მერყეობა დაიწყო. 
ხერხემალში ჭიანჭველებმა გადაურბინეს. 
იგრძნო, რომ მას ბოლოჯერ ხედავდა. 
საწოლიდან ჩამოხტა. 
ფეხშიშველა გაიქცა ჰენრისკენ და მთელი ძალით მოეხვია. 
„ის" არ განძრეულა. იდგა ისეთივე ცივი, როგორიც იმ დღეს. 
ნელ-ნელა ქალის ხელები მოსცილდა „მას". 
დატოვა აქაურობა. 
წავიდა „იქ". 
ჰენრის ბაგეები ცრემლებმა დაუსველა. 
პირველად მის ცხოვრებაში დაინახა ჭორფლიანი ლიზა. სულის ჭორფლები სახეზე გამოსახვოდა და ასე დატოვა ეს ქვეყანა. 
ზოგს ცხოვრება თავიდანვე ჭორფლიანს ბადებს, 
ჭორფლიანს ცოდვები სახეზე აწერია და არ მიაქვს იქ, იმ ქვეყნად, 
მაგრამ, 
ზოგს ცხოვრება სულში „ჭორფლავს".. 
(სული სიცოცხლის მატარებელია სამუდამოდ, ჰოდა დაჭრფლილი სული ყველგან მიჰყვება ადამიანს.) 
ალოთებს, აფუჭებს .. 
..და მერე ნარკომანი ხარ’ო გეტყვის. 
დასასრული 

წარსულის ლანდად შემონახულა 
ფურცლის ნაგლეჯი შავ-თეთრი კადრით, 
ძველი დროება გარდმოსახულა 
ერთი პატარა ოცნების ხათრით. 
შიგ ასახული მთელი ცხოვრება 
ერთი წამია იმ ძველი ნაშთის, 
რომლის ვალია გამოცოცხლება 
თითქოს ჩამქრალი, მომავლის მნათის.. 
რადგან მომავალს აწმყო ანათებს 
აწმყოს კი ისევ ჩვენი წარსული, 
კაცი იმ წარსულს არ დაივიწყებს 
რომელიც ჩვენში არის განთქმული.. 
და როგორც წესი დრონი მეფობენ 
ერთ დღეს გავხდებით ალბათ წარსული, 
იმ მომავალშიც მოგვიგონებენ 
როგორც დროება აწ გარდასული.. 
და ჩვენი ლანდიც აღიბეჭდება 
ერთ ასეთ მცირე ფურცლის ნაგლეჯში 
და მომავალშიც ვინმე ჩაწვდება 
ამ გარდასული დროის ლანდებში..
ბ.ბრეგვაძე

დასასრული. 
ავტორი: ნინო რაქვიაშვილი
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 694 | დაამატა: ninoRa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
2013-01-26 Spam
4. Sali --   ( sal922[??????]

eeeeeh dzlivs waviikiitze <33 kai iyoo