ვამპირების კინოსაგა "ბინდი" (The Twilight Saga) გაგრძელდება. ადრე ვარაუდობდნენ, რომ სტეფან მაიერის რომანის მეორე ნაწილის - "განთიადის" (Breaking Dawn) ეკრანიზაციას კინოსაგა უნდა დაესრულებინა, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ კომპანია Lionsgate-ი ამაზე არ გაჩერდება.
"განთიადის" მეორე ნაწილი მსოფლიო კინოგაქირავებაში 700 მლნ დოლარზე მეტს მოაგროვებს", - განაცხადა Lionsgate-ის მმართველმა ჯონ ფელტჰაიმერმა და დასძინა, რომ ფილმს უზარმაზარი კომერციული პოტენციალი აქვს.
კომპანია Lionsgate მომავალში "ბინდის" მიხედვით ტელესერიალს გადაიღებს. "ფილმი გაყიდვების მხრივ სტაბილურია, ინტერესი მის მიმათ არ იკლებს,- აღნიშნა ფელტჰაიმერმა.
ფილმმა "ბინდი" საგა. განთიადი. ნაწილი პირველი" (The Twilight Saga: Breaking Dawn Part 1) მსოფლიო კინოგაქირავებით დაახლოებით 698 მლნ დოლარი მოაგროვა. მისი მეორე ნაწილი , "ბინდი. საგა. განთიადი. ნაწილი 2" (The Twilight Saga: Breaking Dawn Part 2), კინოგაქირავებაში 2012 წლის 16 ნოემბერს გამოვა.
|