როლებში: რუსკა მაყაშვილი, ბაჩო ქაჯაია, გიორგი ვარდოსანიძე, ნოდარ გურგენაშვილი, კახა კინწურაშილი, ნანა ლორთქიფანიძე
მოკლე აღწერა: მეგობრები: გიორგი, თემო და სანდრო აეროპორტში მიდიან, სადაც მათი ბავშვობის მეგობარი - ქეთა უნდა ჩამოფრინდეს. ქეთა 10 წელია ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, არქეოლოგიის კათედრაზე მუშაობს. ბიჭები აპირებენ ქეთას ბათუმი დაათვალიერებინონ, თუმცა მას გეზი კახეთისკენ, არქეოლოგიურ გათხრებზე აუღია. თან ქეთა მარტო არ არის, მას ამერიკელი არქეოლოგი მიჩი და უამრავი მშვენიერი სტუდენტი გოგონა ახლავს. ამდენი გოგონას... დანახვით მოხიბლული ბიჭები, ხალისით გადაწყვეტენ დელეგაციას კახეთში გაჰყვნენ, თან ნიძლავს დებენ, ვინ უფრო მეტ გოგონას „შეაბამს". გიორგი თამაშს მალე ჩამოშორდება, რადგან მასსა და ქეთას შორის, თანდათან ბავშვობის სიყვარული იღვიძებს, თუმცა ქეთა მიჩსაც უყვარს და იგი საქართველოში, სწორედ ამიტომაა ჩამოსული. . .
სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში ლუვრიდან ჩამოტანილი ბრილიანტია გამოფენილი, ამ დროს ქარვასლაში იმყოფებიან შუა ქალაქის გმირებიც. ისინი აქ სხვადასხვა მიზნით მოვიდნენ, მაგრამ ყველას ერთად მოუწევს ბრილიანტის გადარჩენა რომელსაც ბოროტმოქმედები გაიტაცებენ. ამ თავგადასავალის დროს დათო ახალ სიყვარულს იპოვნის.
აღწერა: ფილმი-ანეკდოტი სვანებზე... რეჟისორები გია კაჭარავა და სოსო ჯაჭვლიანი ახალ ქართულ კომედიას იღებენ ორიგინალური სახელწოდებით - „მაიტა ნასოსი". გია კაჭარავა მიიჩნევს, რომ სვანური იუმორი განუმეორებელია და ფილმში მისი წარმოჩენა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. „მაიტა ნასოსის" გადაღებები სვანეთსა და ბათუმში მიმდინარეობდა. მასში ცნობილ მსახიობებთან, გივი ბერიკაშვილთან, კახი კავსაძესთან, სოსო ჯაჭვლიანთან და გურამ ფირცხალავასთან ერთად დამწყები მსახიობებიც მონაწილეობენ. სვანურ კომედიას მაყურებელი რამდენიმე თვეში
ოთხი ერთმანეთისაგან განსხვავებული მეგობარი ბათუმში დასასვენებლად მიემგზავრება. პირველივე დილას აღმოაჩენენ, რომ მათ გარდა ქალაქში არავინაა. შიშის მიუხედავად ისინი გადაწყვეტენ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა: აცარიელებენ მაღაზიის დახლებს, გამოაქვთ ძვირფასი სამკაულები, სასმელები, ტანსაცმელი და ა.შ.