მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 4 » Pretty Little Liars
10:56 PM
Pretty Little Liars


Pretty Little Liars
სრულიადში ძალიან ძაიან დიდი ექსკლუზივი
ბევრი უყურებთ ამ სერიალს . თუმცა ბევრს უნდა რომ გაეცნოს
წიგნს რომლის მიიხედვითაც შეიქმნა სერიალი
მეკი თქვენ სემოგთავაზებთ წიგნის 1 თავს ქართულად
ეს არის ექსკლუზივი აიფანისთვის არცეთ უცოხხე არ დევს))


პატარა საყვარელი მატყუარები 

წიგნი პირველი

წიგნის ავტორი - სარა შეპარდი

 

-         როგორც იქნა ვიღაცამ დილაურენტისების ძველი სახლი იყიდა , - თქვა ემილი ფილცის დედამ. შაბათი საღამო იყო და მისის ფილცი მშვიდად იჯდა სამზარეულოს მაგიდასთან და მშვიდან აწობდა თავის გეგმებს. ოთხკუთხედი სათვალეები მედიდურად იდო მის ცხვირზე.

ემილიმ იგრძნო , თუ როგორ გაეჩხირა კოლა , რომელცას სვამდა, ყელში.

-         ვფიქრობ, რომ შენი ასაკის გოგონა გადავიდა საცხოვრებლად მათ სახლში, -  აგრძელებდა მისის ფილცი. - მინდოდა ჩემით გადამეცა ეს კალათი, თუმცა იქნებ თავად გინდა ეს გააკეთო?  - მისის ფილცმა მიუთითა ოთახის კუთხეში პოლიეთილენის მონსტრზე.

-         ღმერთო ჩემო, დედა, არა, -  უპასუხა ემილიმ.

მას შემდეგ, რაც შარშან დედამისმა დაანება თავი საშუალო სკოლაში მასწავლებლად მუშაობას, ემილის დედა გახდა არაოფიციალური ლედი „მოხალისე” როზვუდში, პენსილვანია (ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება იმიგრამდებს ან საცხოვრებელადგილ შეცვლილ ადამიანებს, რათა  კომპორტულად მოეწყონ ახალ ადგილას; ორგანიზაციის წევრები ახალ მეზობლებს აცნობენ გარემოს ეხმარებიან მის ათვისებაში, ჩუქნიან საჩუქრებს და აწვდიან მაღაზიებიდან ნიმუშებს და ა.შ.)  მან შეაგროვა მილიონი სხვადასხვა რამ:  ხმელი ხილი, ეს უცნაური რაღაცეები რითიც ქილებს ხსნიან, კერამიკული წიწილები ( დედამისი პირდაპირ ჩაციკლული იყო წიწილებზე), როზვუდის სასტუმროების გზამკვლევები, და ყველაფერი მზგავსი რაც კი შეიძლება წარმოიდგინო, მან ჩაალაგა დიდ ახალდამზადებულ კალატაში ახალი მეზობლბსთვის.

 ემილის დედა ტიპური ქალბატონია გარეუბნიდან თუ არ ჩავთვლით ჯიპს. მან ჩათვალა რომ ის არაეკონომიურია და ამიტომ ატარებდა საკმაოდ პრაკტიკულ ვოლვოს.

მისის ფილცი იდგა და თითებით ეფერებოდა ემილის ქლორით დაზიანებულ თმებს.

-         ძალიან გეწყინება საყვარელო, თუ მაინც მოგიწევს იქ წასვლა? იქნებ კეროლინი გავაგზავნო?

ემილიმ გადახედა თავის დას, კეროლინს, რომელიც მასზე 1 წლით უფროსი იყო - ის გაწოლილიყო, მისაღებში, La-Z-Boy- ს ფირმის დივანზე და „ექიმ ფილ"-ს დიდი ინტერესით  უყურებდა.

ემილიმ თავი გააქნია.

-         არა, ყველაფერი კარგადაა, მე წავალ.

მართალია ემილის ხშირად სულაც არ მოსწონდა ის, რასაც ავალებდნენ და ამის გამო ხშირად იცვლიდა სახის გამომეტყველებას, თუმცა, დანამდვილებით რომ ვთქვათ, თუ დედა ემილის რაიმეს სთხოვდა, რაც არ უნდა ყოფილიყო, ის აუცილებლად ულაპარაკოდ ასრულედა ამას, ის თითქმის ფრიადოსანი, შტატის ოთხგზის ჩემპიონი ბატერფლაუში (ცურვის სტილი) და ჰიპერდამჯერი ქალიშვილი იყო. მისთვის მარტივი იყო დამორჩილებოდა წესებს და შეესრულებინა დავალებები.

პლუს გულის სიღრმეში მას სჭირდებოდა ელისონის სახლის კიდევ ერთხელ ნახვა. მართალია ჩანდა, რომ როზვუდმა ნელ-ნელა დაიწყო გამოკეთება ელისონის სიკვდილის შემდენ ამ 3 წლის, 2 თვისა და 12 დღის განმავლობაში, თუმცა არა ემილიმ. ახლაც კი, მას არ შეეძლო შეეხედა 7-ე კლასისი სურათებისთვის ისე, რომ გული არ შეკუმშვოდა. ხანდახან წვიმიან ამინდში ემილი ჯერ კიდევ კითხულობდა ელის ძველ წერილებს, რომლებიც ინახებოდნენ მის საწოლ ქვეშ Shell Top Adidas -ის ფეხსაცმლის ყუთით. ის კვლავ ინახავდა ელისონის ნათხოვარ Citizens - ის შარვალს, იმის მიუხედავად, რომ ისინი პატარა ჰქონდა. ემილიმ ბოლო რამოდენიმე წელი მარტომ, ახალი მეგობრის ძიებაში გაატარა, თუმცა უშედეგოდ, რა თქმა უნდა, ელი არ იყო იდეალური მეგობარი და უამრავი უარყოფითი თვისება ჰქონდა, მაგრამ მისი შეცვლა თითქმის შეუძლებელი იყო.

ემილი გაიმართა და ვოლვოს გასაღები აიღო.

-         მალე დავბრუნდები, - დაიძახა მან და შემოსასვლელი კარი მიიხურა.

პირველი რაც მან დაინახა, როდესაც ძველ ვიქტორიანულ სახლს მიუახლოვდა იყო ნაგვის დიდი გროვა ეზოში და დიდი ნიშანი „უფასოდ!" ემილიმ თვალი გადაავლო ყველაფერს და მიხვდა რომ ამ ნაგვიდან ბევრი რამ ელის ძველი ნივთები იყო, მაგალითად დიდი თეთრი ველვეტით ამოტენილი სკამი ელისონის საძინებლიან. დილაურენტისებმა ეს სახლი დაახლოებით 9 თვის წინ დატოვეს და სავარაუდოდ რაღაც ნივთები არც წაუღიათ.

ემილიმ უზარმაზარი, Bekins -ის ავეჯის გადაზიდვის, ფურგონის უკან გააჩერა თავისი ვოლვო და მანქანიდან გადმოვიდა. „სტოპ" ის ცდილობდა გაეჩერებინა ტუჩი რომელიც უკანკალებდა. სავარძლის ქვეშ ეყარა რამდენიმე დასვრილი წიგნი. ემილიმ სანიშნეებს დახედა: „მამაცობის ალისფერი ნიშანი",  „პრინცი და მათხოვარი". მას ახსოვდა, თუ როგორ კითხულობდა მათ ინგლისურის გაკვეთილზე მისტერ პირსთან ერთად, როგორ არჩევდა შინაარსს, სიმბოლიზმსა და მეტაფორებს. იქვე კიდევ ეყარა წიგნები, თუმცა მათი უმეტესობა დღიურებს წააგავდა. წიგნების გვერდით ელაგა ყუთები წარწერებით „ელისონის ტანსაცმელი" და  „ელისონის ძველი მაკულატურა" . ხის ყუთიდან ჩანდა მოწითალო-მოცისფრო ლენტი. ემილიმ ნელა დაქაჩა იგი. ეს იყო მეექვსე კლასის ცურვის მედალი, რომელიც ელისონთან დარჩენოდა. ერთხელ თამაშის შემდეგ მათ ამ მედალს „ოლიმპიური სექსის ქალღმერთი" უწოდეს.

-         ეს გინდა ?

ემილი შეხტა. ის იდგა მაღალი გამხდარი გოგონას წინ, რომელსაც მუქი ყვითელი კანი და დაუმორჩილებლად ხვეული, ყავისფერი თმა ჰქონდა. გოგონას ყვითელი მაისური ეცვა. სახელო, რომელიც მხარზე ჩამოვარდნოდა აღარ ფარავდა ნარინჯისფერ-მწვანე ბიუსჰალტერის თასმას. ემილი არ იყო სარწმუნებული, თუმცა მოეჩვენა, რომ ასეთი ბიუსჰალტერი თავადაც ჰქონდა. ის Victoria’s Secret -ის ფირმის იყო და მკერდზე მთლიანად იყო გაფორმებული პატარა ფორთოხლებით, ატმებითა და ლაიმებით.

ემილის მედალი ხელიდან გაუვარდა და ხმაურით დავარდა მიწაზე.

-         ო, არა ,- თქვა მან და მედლის ასაღებად დაიხარა.

-         რაც გინდა შეგიძლია აიღო. ხედავ წარწერას? 

-         არა, მართლა, ყველაფერი კარგადაა.

ეს გოგონა თითქოს თავში გაეჭედა.

-         მე ,- სიტყვები ემილის ყელში გაეჭედა. - მე ემილი ვარ ,- როგორც იქნა შეძლო.

მან მაიას ხელი აიღო და და ჩამოართვა. ეს მართლაც ფორმალობა იყო - ხელი ჩამოერთვა გოგოსთვის - ემილი არ იყო დარწმუნებული, რომ ეს აქამდე გაუკეთებია. ის თავს ცოტათი უცნაურად გრძნობდა. იქნებ მას საკმარისად არ უჭამია საუზმედ შვრიის ბურღული თაფლითა და ნიგვზით?

მაიამ მიუთითა ყუთებზე, რომლებიც ძირს ელაგა.

-         წარმოგიდგენია, მთელი ეს ძონძები ჩემს ოთახში იყო. ჩემით მომიწია ოთახიდან მათი გამოზიდვა. ძალიან ტეხავს.

-         ხო, ყველაფერი ეს ელისონს ეკუთვნოდა ,- ჩაიჩურჩულა ემილიმ

მაია დაიხარა, რომ კარგად დაეთვალიერებინა რამოდენიმე წიგნი რბილი ყდით და მაისურის სახელო ისევ თავის ადგილზე, მხარზე,დააბრუნა.

-         მეგობრობთ?

ემილი ყოყმანობდა. მეგობრობთ? იქნებ მაიამ სულაც არ იცოდა ელისონის გაუჩინარების ამბავი?

-         ვმეგობრობდი... ძალიან დიდი ხნის წინ. მასთნ და კიდევ რამოდენიმე გოგონასთან, რომლებიც აქვე, ახლომახლო, ცხოვრობენ. - აუხსნა ემილიმ , თუმცა გამოტოვა გაუჩინარების, მკვლელობის თუ რაიმე მზგავსის ამბავი, რისი წრმოდგენაც კი შიშს ჰგვრიდა. – 7-ე კლასში ახლა 11-ე ში ვარ როზვუდ დეი-ს სკოლაში. სკოლა ვიკენდის შემდეგ იწყებოდა ისევე, როგორც ცურვის ვარჯიში, რაც ნიშნავდა ცურვის 3 საათს დღეში, ამიტომ ემილის ამაზე ფიქრიც კი არ უნდოდა.

-         მეც მინდა როზვუდში! - გაიღიმა მაიამ. ის დაჯდა ელისონის ძველ ველვეტის სავარძელზე და ზამბარებმა ჭრიალი დაიწყეს.  - ჩემი მშობლები მთელი გზა მეჩიჩინებოდნენ, თუ როგორ გამიმართლა, რომ როზვუდში მიმიღეს და რა ძალიან განსხვავდება ის ჩემი ძველი სკოლისგან კალიფორნიაში. ნაძლევს დავდებ თქვენთან არ არის მექსიკური სამჭმელი? ან მაგალითად ძალიან კარგი მექსიკური საჭმელი, როგორც კალიფორნიაში. ჩვენს კაფეტერიაში იყო ისეთი, მმმ, ისეთი, პირდაპირ საოცარი. მომიწევს შევეჩვიო Taco Bell - ს. მათი gorditas -ისგან გული მერევა.

-         ო ,- გაიღიმა ემილიმ. გოგონა ნამდვილად კომუნიკაბელური იყო. - ნამდვილად, საჭმელი პირდაპირ საზიზღრობაა.

მაია წამოდგა. 

-         უცნაური თხოვნაა, მე ხომ მხოლოდ ახლახანს გაგიცანი, მაგრამ ვერ დამეხმარებოდი ჩემს ოთახში რამდენიმე ყუთის ატანაში? - ის მიუახლოვდა Crate & Barrel ყუთებს სატვირთო მანქქანის იატაკზე.

ემილიმ თვალები დააჭყიტა. ელისონის ძველ ოთახსი ასვლა ? მაგრამ უარის თქმა ნამდვილად ძალიან უხეში იქნება, არა ?

-         ემმ.... რათქმაუნდა ,- აკანკალებული ხმით უპასუხა ემილიმ.

ფოიეში ჯერ კიდევ იდგა არომატული მინარევების მქონე  Dove-ის საპნის სურნელი - თითქმის ისე, როგორც მაშინ როცა აქ დილაურენტისები ცხოვრობდნენ. ემილი კარის წინ გაჩერდა და ელოდა, თუ როდის მისცემდა მაია ოთახში ასვლის უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ უპრობლემოდ მიაგნებდა ელისონის ოთახს მეორე სართულის ჰოლის ბოლოს ახვეული თვალებითაც კი. ნივთებით გადატენილი ყუთები ყველგან ელაგა. სამზრეულოს კარიდან ორი იტალიური მწევრის ყეფა ისმოდა.

-         მაგათ ყურადღება არ მიაქციო, - უთხრა მაიამ, რომელიც ნელ-ნელა ადიოდა თავის ოთახსი და კარს თეძოთი აღებდა.

„ვაუ, აქაურობა შეცვლილა", - გაიფიქრა ემილიმ ოთახსი შესვლისთანავე. მაგრამ საქმე ამაში სულაც არ იყო: მაიას თავისი დიდი ლოგინი მეორე კუთხეში დაუდგამს, მის მაგიდაზე იდგა უზარმაზარი თხელი კომპიუტერის მონიტორი და მთელს ოთახში გაეკრა პლაკატები, რომლებიც ემის ფერად კედლებს ფარავდნენ, თუმცა აქ მაინც დარჩა რაღაც ისეთივე, ძველი, თითქოს ელისონი კვლავ აქ იყო. ემილიმ თავბრუსხვევა იგრძნო და კედელს მიეყუდა.

-         აქვე, სადმე დადე. - თქმა მაიამ.

ემილიმ მთელი თავისი ნებისყოფა დაძაბა და წამოდგა, ყუთი ლოგინის ფეხთან დადო და მიმოიხედა.

-         შენი პოსტერები მომწონს, - ჩაილაპარაკა მან

ძირითადად ეს მუსიკალური ჯგუფების პოსტერები იყო: M.I.A., Black Eyed Peas, და გვენ სტეფანი ჩირლიდერის ფორმაში.

-         მე გვენი მიყვარს, - დაამატა მან

-         ხო, - თქვა მაიამ. - ჩემს შეყვარებულს პირპირ ჭკუა ეკეტება მაგ ქალზე. ჯასტინი ქვია , სან-ფრანცისკოელია ისევე, როგორც მე

-         ოუ, მეც მყავს შეყვარებული, - თქვა ემილიმ. - ბენი ჰქვია.

-         მართლა? - მაია ლოგინზე ჩამოჯდა. - მომიყევი, როგორია?

ემილიმ სცადა წარმოედგინა ბენი, რომელსაც უკვე 4 თვეა ხვდებოდა. ბოლოს 2 დღის წინ ნახა - ერთად უყურებდნენ ფილმ -Doom-ს მასთან სახლში. ემილის დედა, რა თქმა უნდა, გვერდით ოთახში იყო, ხანდახან გამოჩნდებოდა და ინტერესდებოდა რაიმე ხო არ სჭირდებოდათ. ისინი საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში კარგი მეგობრები იყვნენ და ცურვის შეჯიბრებში ერთ გუნდში მონაწილეობდნენ. ყველა გუნდის წევრი ეუბნებოდა, რომ პაემანზე უნდა წასულიყვნენ და სწორედ ამის გამო წავიდნენ.

-         მაგარი ბიჭია...

-         ხოდა, რატომ აღარ მეგობრობ გოგონასთან რომელიც აქ ცხოვრობდა? - ჰკითხა მაიამ.

ემილიმ ღია წითური თმა თვალებიდან უკან გადაიყარა. ვაუ, ანუ მაიამ მართლა არაფერი იცოდა ელისონის შესახებ. თუ ემილი ახლა ამაზე ლაპარაკს დაიწყებდა აუცილებლად ატირდებოდა - რაც საკმაოდ უცნაური იქნებოდა ის ხომ ამ გოგონას, მაიას, თითქმის საერთოდ არ იცნობდა.

-         მეგობრებთან ურთიერთობა 7-ე კლასში გავწყვიტე, ვფიქრობ ყველა ძალიან შეიცვალა.

რათქმაუნდა ეს სულაც არ იყო რეალური სურათი, მეტიც ეს მინინუმი იყი იმისა, რაც მოხდა. ემილის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი - სპენსერი გახდა უფრო მეტად იდეალური, უფრო სწორედ - ჰიპერიდეალური, ვიდრე აქამდე. არიას ოჯახი მოულოდნელად ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად, შემოდგომაზე, მას შემდეგ, რაც ელი გაქრა. მამაკაცური, მაგრამ საყვარელი ჰანა გახდა ძალიან ქალური, თუმცა სულაც დაკარგა „საყვარლობა" და გახდა ძუკნა, ამ სიტყვის სრული ნმიშვნელობით. ჰანა და მისი ახალი მეგობარი მონა ვენდერვოლი სრულიად შეიცვალნენ 8 – 9ე კლასებს შორის. ამ დღეებში ემილის დედამ დაინახა ჰანა 24 საათიან მაღაზია ტალღაში და თქვა, რომ ჰანა „ გაცილებით უფრო ჰგავს ქუჩის ქალს ვიდრე პერის ჰილტონს". აქამდე ემილის არც ერთხელ არ მოუსმენია დედამისისგან, რომ ვინმესთვის ეწოდა „ქუჩის ქალი" .

-         მე ვიცი რამაც დაგაშორათ, - თქვა მაიამ, თან ლოგინზე ზევით ქვევით ხტუნაობდა. - როგორც ჩემი შეყვარებული, არა? მას ეშინია, რომ, რადგან ახლა ქვეყნის სხვადასხვა ბოლოებში ვცხოვრობთ, მივატოვებ. როგორც დიდი ახალშობილი.

-         მე და ჩემი შეყვარებული მოცურავეთა ერთ გუნდში ვართ, ასე რომ ყოველთვის ვხვდებით ერთმანეთს, - უპასუხა ემილიმ, თან აქეთ-იქით იყურებოდა, რათა დასაჯდომი ადგილი ეპოვა. მან გაიფიქრა, რომ შეეძლო ყოფილიყო უფრო მეტი, ვიდრე საჭიროა.

-         შენ ცურავ ? - იკითხა მაიამ. ამ დროს ემილი თვიდან ფეხებამდე აათვალიერ-ჩაათვალიერა, რამაც გოგონას თავი ცოტა არ იყოს უხერხულად აგრზნობინა. - ნაძლევს დავდებ კარგად ცურავ, განიერი მხრები გაქვს.

-         ო, არ ვიცი, - გაწითლდა ემილი და კვლავ დაეყრდნო მაიას ხის, თეთრ მაგიდას.

-         ხო, კარგი! - გაიღიმა მაიამ. - მაგრამ, რადგან შენ „ერთგული" სპორცმენი ხარ, ეს ნიშნავს იმას, რომ ალბათ მომკლავდი, თუ ცოტა მარიხუანას მოვწევდი?

-         ახლავე? აქვე? - ემილიმ თვალები დააჭყიტა. - და შენი მშობლები?

-         მაღაზიაში არიან. ჩემი ძმა კი სადღაც დაბოდიალობს, მას არ აინტერესებს, - მაიამ მატრასის ქვეშიდან ამოიღო კანფეტების ალუმინის ყუთი. ლოგინის გვერდით ფანჯარა გამოაღო და მოუკიდა. ბოლი ჰაერში ავიდა და უზარმაზარი მუხის კენწეროში ოდნავშესამჩნევი ღრუბელი წარმოქმნა. მაიამ მარიხუანიანი ხელი ფანჯარას მოაშორა.

-         გინდა მოწიე?

ემილის მთელი თვისი ცხოვრების განმავლობაში არც ერთხელ არ გაუსინჯავს კანაფი. ის ფიქრობდა, რომ მისი მშობლები ამას როგორმე გაიგებდნენ, მაგალითდ დასუნავდნენ მის თმებს ან ჩააბარებინებდნენ შარდის ანალიზს და ასე შემდეგ. მაგრამ  ემილის სექსუალურად მიაჩნდა ის, თუ როგორ აშორებდა მაია სიგარეთს თავის ტუჩებს,  მოუნდა თვითონაც ასეთი სექსუალური ყოფილიყო.

-         ჰმ, კარგი, - ემილი მიიწია ახლოს მაიასკენ და აიღო სიგარეტი.

მათი ხელები ერთმანეთს ოდნავ შეეხო და თვალებიც ერთმანეთს შეხვდნენ. მაიას მწვანე ოდნავ ყვითელნარევი, დაახლოებით ისეთივე, როგორც მისი კანი, თვალები ჰქონდა, ემილის ხელი კანკალებდა. ის ნერვიულობდა, მაგრამ ამის მიუხედავად აიღო სიგარეტი და ოდნავ მოქაჩა, ეს ისეთი შეგრძნება იყო თითქოს კოკა-კოლა ვანილას საწრუპით სვამდა, მაგრამ გემო სულაც არ წააგავდა კოლას. ემილიმ პირში იგრზნო საშინელი გემო, თითქოს შეეჭამა მთელი ქილა გაფუჭებული სანელებლები. და უეცრად ემილი საშინელმა ხველამ აიტანა.

-         საკმარისია, - თქვა მაიამ და თან სიგარეტი გამოართვა. - პირველად?

ემილი ვერ სუნთქავდა და უარის ნიშნად თავი გააქნია, იგუდებოდა. ხრიალებდა და ცდილობდა გულ-მკერდი ჰაერით აევსო. ბოლოსდაბოლოს მან იგრძნო, რომ ჰაერი კვლავ ავსებდა მის ფილტვებს. რადგან მაია ხელს აქეთ-იქით ამოძრავებდა ემილიმ შეამჩნია დიდი შრამი ხელზე, რომელიც იდაყვის ქვევიდან მაიას ხორბლისფერ კანზე თეთრი გველივით იწელებოდა. ღმერთო ჩემო ის ალბათ სადგაც ზევითაა და უეცრად კარზე ზარის ხმა გაისმა. ემილი წამოხტა და მალევა გაიგო ხმაური.

-         ეს რა არის ? - იკითხა ემილიმ ჩახრენწილი ხმით.

მაიამ ნარკოტიკი მშვიდად შეინახა.

-         მუშები. აქ მხოლოდ ერთი დღე ვართ და ჩემმა მშობლებმა უკვე რემონტი დაიწყეს,- მაიამ გაიცინა,- ისე გამოიყურები თითქოს გეგონა, რომ აქ ძაღლები მოდიან. ადრე გქონია პოლიციასთან პრობლემები ?

-         არა! - გაიცინა ემილიმ - ეს უბრალოდ სასაცილო იყო.

მაიამ გაიცინა და ამოისუნთქა.

-         ჩემი წასვლის დროა,- თქვა ემილიმ.

მაიას სახე გაიწელა.

-         რატომ ?

-         დედას ვუთხარი, რომ მხოლოდ რამოდენიმე წუთით შემოვიხედავდი. ხუთშაბათს სკოლაში გნახავ.

-         მაგარია,- ჩაილაპარაკა მაიამ, - იმედია მაჩვენებ სად რა არის, ხო ?

ემილიმ გაიღიმა.

-         რა თქმა უნდა.

მაიამ გაუცინა და დამშვიდობების ნიშნად ემილის სამი თითი დაუქნია.

-         იპოვი გასასვლელ გზას?

-         მგონი, კი.

ემილიმ კიდევ ერთხელ გადაავლო ელი - მაიას ოთახს თვალი, შემდეგ ჩავიდა ქვემოთ კარგად ნაცნობ კიბეზე.

მხოლოდ მაშინ, როდესაც ემილიმ სუფთა ჰაერზე გააქნია თავი, უკან, ყუთში, ჩაალაგა ელისონის  ნივთები ჩაჯდა დედის მანქანაში და შენიშნა კალათი Welcome Wagon უკანა სკამზე, უნდა დავამაგროო, გაიფიქრა ემილიმ და თან, ტენიდა კალათს ელისონის სკამსა და მისი წიგნების ყუთს შორის.  ვის რაში ჭირდება როზვუდის სასტუმროების გზამკვლევი? მაია უკვე აქ ცხოვრობს. და უეცრად ემილის ეს ძალიან გაუხარდა.


არგმნა ეკუთვნის სერიალის ქართულ ფან კლუბს:

Pretty Little Liars Georgian Fans (PLL)

მე წავიკიტხე ძაან მომეწონა



კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 766 | დაამატა: ohsnapitznini♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
2013-03-06 Spam
dzalian magari iyoo ^^ )) Yochag ^^
vgijdebi am serialze ^^