❥❥❥Play WithThe Shadows Every Murderer Is Probably Somebody's Old Friend - Agatha Christie
- თქვენთვის ახალი საქმე მაქვს- თქვა მან - მართლა? - გაიღიმა ეშლიმ- კიდევ კარგი,თორემ უსაქმოდ ყოფნა აღარ შემეძლო - მოკლედ გეტყვით.ჩვენი დაცვის თანამშრომელი მაიკ დევისი,დღეს თავისი სახლის წინ მოკლული იპოვეს. - მართლა? საწყალი- ეშლის სახეზე სიბრალული სულაც არ ეტყობოდა
- ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ?- იკითხა ნეითმა - მინდა ,რომ შემთხვევის ადგილი დაათვალიეროთ და თუ რამე საეჭვოს ნახავთ,მაშინვე მაცნობოთ.არა მგონია დევისს მტერი ჰყოლოდა,საქმე ალბათ ჩვენს კომპანიას ეხება- ბილი გასვლას აპირებდა,თუმცა შემოტრიალდა და დაამატა- ფრთხილად იყავით,შემთხვევის ადგილას პოლიცია უკვე მივიდა,თუმცა გაფრთხილებულები არიან,რომ ხელი არ უნდა შეგიშალონ..წარმატებებს გისურვებთ- ამ სიტყვებთან ერთად ოთახი დატოვა. - ახლავე უნდა წავიდეთ?- თქვა ნეითმა,როგორც კი უფროსი გავიდა - არა,ახლავე უნდა წ ა ვ ი დ ე- უპასუხა ეშლიმ და მაგიდიდან მაქანის გასაღები აიღო- შენ არაფერში მჭირდები,ყველაფერს თვითონ გავაკეთებ - მოიცა,მოიცა ,ნუ გავიწყდება,რომ მე შენი მეწყვილე ვარ და შენთან ერთად უნდა წამოვიდე, მოგწონს ეს შენ თუ არა. - როგორც ჩანს ამ ბატმა მაინც თავისი უნდა გაიტანოს- ჩაილაპარაკა ეშლიმ - რა თქვი? - არაფერი,შეგიძლია წამოხვიდე, მაგრამ ხმას არ ამოიღებ და რასაც გეტყვი იმას გააკეთებ! გასაგებია? ნეითს გაეცინა და უხმოდ გაჰყვა.შენობიდან გავიდნენ და ავტოსადგომზე ეშლის მანქანასთან მივიდნენ.
- რა მაგარი მანქანაა,შენია?- იკითხა ნეითმა და ყურადღებით დაიწყო მისი დათვალიერება - ჩაჯექი და ღვედი გადაიჭირე- ეშლი მხოლოდ ამ პასუხით შემოიფარგლა.
გზაში ნეითს რა კითხვაც არ უნდა დაესვა ან რაც არ უნდა ეთქვა ეშლის პასუხი მხოლოდ ერთი იყო - „მოკეტე".მგზავრობამ დაახლოებით 45 წუთს გასტანა და მალე ეშლიმ მანქანა პოლიციელებით სავსე ადგილას გააჩერა.ის-ის იყო მანქანიდან უნდა გადმოსულიყვნენ, რომ ეშლიმ წამოიძახა- ოღონდ ეს არა...- და თავი საჭეზე ჩამოდო - რამე მოხდა? ეშლიმ არაფერი უპასუხა,თუმცა ნეითი მალე თვითონვე მიხვდა.იქვე ახლოს ის ცისფერთვალება ბიჭი იდგა,დილით რომ შეხვდათ და პოლიციელს ელაპარაკებოდა,რომელიც მის კითხვებს აშკარად უხალისოდ პასუხობდა.
- ახლა რა უნდა ვქნათ?- იკითხა ნეითმა ეშლის კიდევ ცოტა ხანს ხმა არ მოუღია,შემდეგ თავია ასწია და ნეითს უთხრა: - მანქანიდან გადადი - რა? - გადადი-მეთქი და ამ პოლიციელს უთხარი,რომ პერიმეტრზე ცნობისმოყვარეებისა და ჟურნალისტების დაშვება აკრძალულია - კი მაგრამ რატომ უნდა დამემორჩილოს? - ესეთი დებილი როგორ ხარ- ამოიოხრა ეშლიმ და რაღაც ოქროსფერი მიაწოდა - ეს რა არის? - პოლიციელის ჟეტონია - შენ საიდან გაქვს? პოლიციელი ხარ? - არა იდიოტო! ყალბია - პოლიციელს ყალბი ჟეტონი ვაჩვენო?რომ არ დამიჯეროს? - გააკეთე რასაც გეუბნები- თქვა ეშლიმ და ისეთი სახით შეხედა ნეითმა შეპასუხება ვეღარ გაბედა და დაემორჩილა.ცოტა ხანში პოლი იქიდან მიაბრძანეს და ეშლიმაც მანქანიდან გადმოსვლა შეძლო. - ძნელი იყო?- ირონიულად ჰკითხა ნეითს,თუმცა პასუხს აღარ დაელოდა,პოლიციის მანქანებს გვერდი აუარა და მალე „დაზარალებულიც" დაინახა. ყვითელ ლენტებს შორის გაძვრა და მიცვალებულთან დაიხარა - მანქანიდან პატარა ვერცხლისფერი ჩემოდანი ამოიღე და მომიტანე! - მე მეუბნები?- იკითხა ნეითმა,რომელიც ინტერესით ათვალიერებდა გარემოს - აქ კიდევ ვინმეს ხედავ? - კი დაახლოებით... 12 კაცს - გაინძერი!- გაბრაზებულმა შეხედა ეშლიმ რამდენიმე წუთში ნეითი ჩემოდნით ხელში დაბრუნდა და ეშლის გადასცა,რომელმაც იქიდან ქირურგიული ხელთათმანი ამოიღო,გაიკეთა და მკვდრის დათვალიერება დაიწყო.ნეითი გაკვირვებული უყურებდა და უკვირდა როგორ შეეძლო 18 წლის გოგოს მკვდარ კაცს ასე უემოციოდ შეჰხებოდა.მალე ეშლიმ საქმე დაამთავრა, ლენტებს თავი დააღწია და ჩემოდანი ნეითს მიაჩეჩა. - არაფერი მნიშვნელოვანი,თუმცა ჯიბეში მანქანის გასაღები და აი ეს ვიპოვე- ნეითს პაკეტში ჩადებული ფურცლის ნაგლეჯი გაუწოდა რომელზეც გაურკვეველი რიცხვები ეწერა: 4 2 6 3 3 6 6 6 - ეს რას ნიშნავს?- იკითხა ნეითმა და გაკვირვებული დააცქერდა რიცხვებს,რომლებშიც არაჩვეულებრივს ვერაფერს ხედავდა - არ ვიცით,მაგრამ უნდა გავიგოთ- თქვა ეშლიმ და მანქანისკენ წავიდა. - შეიძლება რაღაც გკითხო?- თქვა ნეითმა,როცა დანაშაულის ადგილი თვალს მიეფარა - მოკლედ და ლაკონურად- უპასუხა ეშლიმ ისე,რომ მისთვის არც კი შეუხედავს. - შენს მშობლებს რა მოუვიდათ? - მოკლეს- ისეთი ტონით თქვა ეშლიმ,თითქოს მისთვის ეს სულერთი იყო - როგორ,უბრალოდ მოკლეს?
- მამაჩემი ამავე კომპანიაში მუშაობდა.ბევრი მტრები ჰყავდა და ამიტ...- უცებ ეშლიმ სიტყვა გაწყვიტა- ეს შენი საქმე არ არის კომპანიამდე ისე მივიდნენ,არც ერთს სიტყვა აღარ დასცდენია.კაბინეტში შევიდნენ თუ არა ეშლი მაგიდასთან დაჯდა,ნეითს კი „უბრძანა" მანქანის გასაღები და ფურცლის ნაგლეჯი,ელისთან წაეღო,ექსპერტიზაზე. - ნეით! აქ რამ მოგიყვანა?- წამოიძახა ელისმა,რომელიც სავარძელში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. - „ქალბატონ ეშლის" უნდა,რომ ამ ნივთებს ექსპერტიზა ჩაუტარო - ნუ „ქალბატონ ეშლის" თუ უნდა,მაშინ ჩავუტაროთ- გაიცინა ელისმა და სამუშაო მაგიდასთან მივიდა. - ხელს ხომ არ შეგიშლი აქ,რომ დავრჩე? - არანაირად- გაიღიმა ელისმა და საქმეს შეუდგა- კაბინეტში ეშლის გამო არ შედიხარ?– იკითხა რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ - ყოველთვის ისე მიყურებს, თითქოს რამე დავუშავე - უბრალოდ ბილზეა გარაზებული.მარტო მუშაობა უყვარს.
- მესმის მაგრამ,მე რა შუაში ვარ? ელისმა მხრები აიჩეჩა - მის მშობლებს რა მოუვიდათ?- იკითხა ნეითმა,თუმცა ამ დროს ოთახში ეშლი შემოვიდა - აბა რამე გაარკვიე?- ჰკითხა ელისს და ნეითს ისე ჩაუარა, თითქოს იქ არც ყოფილიყო - მანქანის გასაღებზე მხოლოდ მისივე თითის ანაბეჭდებია და თუ მანქანა იქ არ დაგხვდათ,ეს იმას ნიშნავს,რომ... - ეს იმას ნიშნავს,რომ მანქანა მკვლელმა წაიყვანა- დაასრულა ეშლიმ - მოიცა,მოიცა, მანქანა მკვლელმა გასაღების გარეშე როგორ წაიყვანა? - ახლა ხომ ხედავ ელის ვის ხელში ვარ- თქვა ეშლიმ- მანქანის დაქოქვა გასაღების გარეშეც შეიძლება იდიოტო! - ბოდიში!- თქვა ცოტა არ იყოს გაბრაზებულმა ნეითმა- წავალ ჩემს კუნჭულსმოვაწესრიგებ.ნახვამდის ე ლ ი ს- და ოთახი დატოვა - საცოდავი- ჩაილაპარაკა ეშლიმ- შენ რაღა გაცინებს?- მიუბრუნდა ელისს - არაფერი,არაფერი... - მოკლულს თავი აქვს გატეხილი,რაც გვაფიქრებინებს,რომ თავი შესაძლოა მანქანის საჭეს მიარტყა.ცხედარი მორგში გავგზავნეთ და მალე გვეტყვიან რა იარაღით მოკლეს. - ის მანქანა უნდა ვიპოვოთ- თქვა ელისმა ეს თავი ეძღვნებაmariaroxie-ს<3 მესიამოვნა შენი კომენტარი წინა თავზე : )) "...მეც ველოდები და ნერვები მეშლება დიდხანს რომ არ დებ!..." - რაც შეეხება ამას, მაპატიე შენც და სხვა მკითხველებმაც, რადგან გამოცდების გამო დადებას ვერ ვასწრებდი : ) ხომ იცით რა არის საჭირო იმისთვის,რომ გავაგრძელო?? თქვენი იმედი მაქვს :*
კატეგორია:♥ BooK ☆ | ნანახია:790 | დაამატა:NMLL | რეიტინგი:5.0/3