მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 31 » Play With The Shadows =Part 4=
7:18 PM
Play With The Shadows =Part 4=

Play WithTheShadows
★მე-4 Tavi★
დ ა ა კ ო მ ე ნ ტ ა რ ე თ ! ! !


+ რაღაც

  




ეს თავი ეღვნება -PerfectBelieber-ს :* მხოლოდ შენ ელოდები ხოლმე ამ მოთხრობას მოუთმენლად <3 (მგონი :დ)

- - - - - - - - -


სახლში სიჩუმე სუფევდა,რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გახშირებული სუნთქვა არღვევდა. კაშკაშა მზის სხივებმა ეშლისაც მიანათა.ამ ნათებამ თვალები მოსჭრა,ამიტომ სასწრაფოდ წამოხტა სავარძლიდან,რომელშიც ის „ესვენა" და იქვე მყოფ, მძინარე ადამიანებსაც მოავლო თვალი. საშინელი სიტუაცია იყო: დაცლილი ბოთლები და ჭიქები ძირს ეყარა, მათ გვერდით კი ჰარი,ლილი, სოფია და მეთი თითქმის ერთმანეთზე იწვნენ. ელისი დივანზე დაწოლილიყო სასაცილო პოზაში, ხოლო ნეითი სკამზე იჯდა და თავი მაგიდაზე საწყლად ედო. ეშლის ამ სანახაობამ ღიმილი მოჰგვარა.



- ადექით უსაქმურებო! - თქვა და შეწუხებული სახით დაუწყო ელისს ნჯღრევა.
- რა ხდება სად ვართ?- ცალი თვალი გაახილა მან.
- არ მითხრა რომ აღარ გახსოვს, მაინც არ დაგიჯერებ!
- თავი მისკდება!- თქვა ლილიმ და მეორე მხარეს გადაბრუნდა იატაკზე.
- არ დაგელია მაგდენი და არ გაგისკდებოდა!- თქვა მეთმა,რომელიც სულაც არ იყო შესაშურ მდგომარეობაში.
- გაიღვიძეთ?- საწყალი ხმით იკითხა ნეითმა,რომელსაც ნახევრად ეძინა
- აუ რას გავს აქაურობა -თქვა სოფიამ, ირგვლივ მიმოიხედა და ძილი გააგრძელა.
- გეყოფათ! ადექით, სამსახურში გაგვიანდებათ! - თქვა ეშლიმ, მაგრამ სულაც არ იყო თავის სიტყვებში დარწმუნებული.
- სამსახურში თუ სკოლაში?- იკითხა ჰარიმ და დაამთქნარა.



- შენ სკოლაც გახსოვს? ერთი კვირაა არ მოსულხარ - უთხრა სოფიამ.
- ერთი კვირა არა სოფ! ერთი დღე - სიცილით თქვა ჰარიმ.
- თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დღეს სკოლაში წასვლას არ ვაპირებ - თქვა ეშლიმ და გვერდითა ოთახში გავიდა. დაახლოებით ნახევარ საათში ახალგაზრდებმა სახლი მიალაგეს და გარეთ გამოვიდნენ.
- რას გავხართ - თქვა ლილიმ და გადაიხარხარა.



- მოკეტე იდიოტო!- ნიშნის მოგებით უთხრა სოფიამ და ბიჭზე მიუთითა,რომელიც მათ წინ მიდიოდა.
- ვინ არის?- იკითხა ელისმა.
- ოღონდ ეს არა - შეწუხებული სახით თქვა ჰარიმ. ბიჭი მათკენ მობრუნდა. ეშლიმ კი გამარჯობის თქმაც არ აცალა:
- არ გვცალია პოლ შენთვის, სკოლაში წადი! რაც შეეხება ამათ ვიცი რომ არ იცი ვინ არიან და ვერც გაიგებ.
- მე კარგად ეშლი, შენ?
- პოლ, სამწუხაროდ ახლა სკოლაში არ მოვდივართ, სხვა საქმეები გვაქვს. ამიტომ კარგად იყავი - თქვა სოფიამ და ხელი დაუქნია.
- სკოლა აქეთ არის სულელო! - ჩუმად უთხრა ჰარიმ.
- სულ ერთია! იქ მისვლის დიდი სურვილი მაინც არ მაქვს. თქვენ კი კარგი მასალა ხართ გაზეთისთვის: „მოსწავლეები რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად კვირაში სამჯერ სკოლას აცდენენ. ნეტავ სად მიდიან ისინი?"
- არც თუ ისე საინტერესოა - თქვა ჰარიმ.
- მე რომ სხვა მოსწავლეების ადგილას ვიყო ძალიან დამაინტერესებდა - თქვა ლილიმ.
- ლილი! - თქვა სოფიამ და თვალები ამოატრიალა
- პოლ, ნახე დირექტორს მანქანის გასაღები დაუვარდა და ახლა ასაღებად დაიხრება - თქვა ეშლიმ
- მე ჟურნალისტი ვარ და არა პაპარაცი, თანაც აქ ვერანაირ დირქტორს ვერ ვხედავ - თქვა მან, იქ მყოფებს ხელი დაუქნია და სხვა მიმართულებით წავიდა.
- სად წავიდა? - იკითხა ელისმა
- არ ვიცი და არც მაინტერესებს, მთავარია წავიდა - თქვა ეშლიმ და გზა გააგრძელა.
სამსახურში მისვლისთანავე ლილი კომპიუტერს მიუჯდა.
- დაისვენე ცოტა ხანს! ხომ ხედავ, რომ ჯერ საქმე არ გაქვს? - უთხრა მეთმა.



- გირჩევნია შენს შეყვარებულს მიხედო - თქვა მან და თითით ანიშნა ელისზე,რომელიც სიგარეტს ეწეოდა.
- თითით ჩვენება საზოგადოებაში არც თუ ისე კარგი საქციელია
- ჩუმად უთხრა სოფიამ
- და თქვენ საზოგადოება ხართ? - ჩაილაპარაკა ლილიმ და ვაშლი ჩაკბიჩა,რომელიც მის მაგიდაზე იდო.
- რა გთხოვე ელის? - მეთი ელისს მიუახლოვდა
- არ დაიწყო ისევ! ძნელია ერთ დღეში თავის დანებება!
- ძნელია, მაგრამ შენ გეგმაში არც გაქვს! მე გთხოვე, შენ კი ჩემი თხოვნა ფეხებზე გკიდია!
- არაფერიც არ მკიდია, უბრალოდ...- ჩაილაპარაკა ელისმა,თუმცა დამთავრება ვეღარ მოასწრო რადგან მეთი ოთახიდან გაბრაზებული გავიდა.
ეშლიმ ლილის მაგიდაზე დადებულ კიდევ ერთ ვაშლს ხელი მოჰკიდა და კარები გააღო, როცა ნეითის ხმა მოესმა:
- სად მიდიხარ?
- ჩ ე მ ს კაბინეტში - გამოკვეთილად თქვა მან და დამცინავად შეხედა ნეითს,რომელიც მას მოჰყვებოდა
- შენ ჩემი თანაშემწე ხარ თუ პირადი დაცვა? - იკითხა ეშლიმ,როდესაც ოთახში შევიდნენ



- მეწყვილე - თქვა ნეითმა და სავარძელში მოკალათდა.
- მანდ ნუ ჯდები, ფანჯარას ეფარები და სინათლე აღარ შემოდის! - თქვა ეშლიმ ისე, რომ ნეითისთვის არც შეუხედავს
- სინათლე საკმარისად შემოდის! თუ არ გაკმაყოფილებს შუქი აანთე!
- დილის 12 საათზე? სისულელეა... შენ ალბათ უნდა გეკითხა სად დავჯდეო, ამიტომ უაზრო კითხვებით თავი რომ არ მომაბეზრო გეტყვი, რომ კუთხეში უნდა დაჯდე, სკამზე!
- რატომ დასჯილი ბავშვი ვარ?
- არც დასჯილი ხარ და არც ბავშვი. მანდ დაჯექი! - თქვა ეშლიმ ბრძანების კილოთი და თავის მაგიდაზე დადებულ ფურცლებში დაიწყო ქექვა
- რას აკეთებ? რამე საქმე გვაქვს?
- გვაქვს - ჩაილაპარაკა ეშლიმ და თქვა - ჯერჯერობით არავითარი საქმე არ მ ა ქ ვ ს!
- შენ რამდენი წლის ხარ?
- უაზრო კითხვებით ნუ მაწუხებ!
- შენი გვარიც კი არ ვიცი...
- ესე იგი არ არის საჭირო რომ იცოდე! - თქვა ეშლიმ და ჯიბიდან აიფონი ამოიღო
- ეგ არის შენი საქმე?
- მე მგონი გითხარი საქმე არ მაქვს მეთქი. ბილს უნდა დაველაპარაკო, ყრუ მეწყვილე ნამდვილად არ მჭირდება.
- ბილი ვინ არის?
- ბილი მე ვარ- ოთახში მათი უფროსი შემოვიდა.







ნელ-ნელა ამ მოთხრობის რეიტინგი დაბლა იწევს. რომ ნახულობთ კომენტარებს რატომ არ წერთ? (ყველაზე არ მაქვს საუბარი, დიდი მადლობა იმას ვინც უწერს) ნამდვილად არ მაქვს სურვილი,რომ 9 კომენტარზე მოთხრობა გავაგრძელო, ამიტომ 15 მაინც თუ არ იქნება აღარ დავდებ შემდეგ თავს! თუ არ მოგწონთ ეგეც დაწერეთ, მე თქვენი აზრი მაინტერესებს!
შემდეგი თავები ბევრად საინტერესო იქნება, ამიტომ თუ გინდათ,რომ დავდოდაწერეთ კომენტარები!
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 846 | დაამატა: NMLL | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 10
2013-06-01 Spam
მარტო ნინკოს ნუ იმჩნევ,ამ მოთხრობას მეც ველოდები და ნერვები მეშლება დიდ ხანს რომ არ დებ! :დ მე ძალიან მომწონს <3 ცოტა მერევა პერსონაჟები,მაგრამ დავიმახსოვრებ :* ძალიან კარგია <3 არც გაბედო შეწყვეტა! :დ <3