მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 27 » Play With The Shadows (Part 3)
9:56 PM
Play With The Shadows (Part 3)
 
 Play WithTheShadows 
★მე-3 Tavi★ 
daakomentareT : ))
 

   




პერსონაჟები, რომლებიც ამ თავში გამოჩნდებიან:


Milo Ventimiglia - Nate Collins


Chace Crawford - Harry Watson


Avril Lavigne - Alice Evans


Jensen Ackles - Matt Nelson


Jack Coleman - Bill Patterson


Emma Roberts - Lily Thompson


- ახლა შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ. ეშლი! მე მგონი ასახსნელი არაფერია, არა?
- კი, რა თქმა უნდა - მოწყენილი ხმით თქვა მან
- კაბინეტი აჩვენე - უთხრა ღიმილით უფროსმა და კარებისკენ მიუთითა
- ვაჩვენებ - თქვა ეშლიმ და ცოტა ხნის შემდეგ დაამატა - თუმცა ვერ ვაჩვენებ, არ ვიცი სად არის
- როგორ თუ არ იცი? დღეს რაღაც დაბნეული ხარ, ალბათ გადაიღალე... შენი კაბინეტი ეშლი!
- რა? - გაკვირვებით თქვა მან
- ხომ გითხარი, შენი თანაშემწეა მეთქი!
- კარგი, გასაგებია - ჩაილაპარაკა მან და უფროსის ოთახიდან დაბღვერილი გამოვიდა ბიჭთან ერთად,რომელიც მას გაკვირვებით შესცქეროდა. ოთახში შესვლისთანავე მან მეწყვილის „გაცნობა" დაიწყო:
- სახელი-თქვა მკაცრად მან
- ნეითი
- გვარი?
- კოლინსი
- ასაკი
- ეს დაკითხვაა თუ...- ეშლიმ წინადადება აღარ დაამთავრებინა- ასაკი მეთქი!
- რაიმე ანკეტას ავსებ?
- რამდენი წლის ხარ?!
- თავი დამნაშავე მგონია - სიცილით თქვა ნეითმა
- ხარ კიდეც! მე შენი ასაკი მაინტერესებს და არა შენი უაზრო კომენტარები! გაიგე?
- გავიგე! 21 წლის ვარ
- გასაგებია,გავაგრძელოთ - თქვა ეშლიმ და გაკვირვებით შეხედა ნეითს,რომელიც იცინოდა
- რა გაცინებს?
- არაფერი. აი, უკვე ვჩერდები - თქვა მან და სიცილი გააგრძელა. ეშლიმ დოინჯი შემოირტყა- როგორ გეტყობა რომ არ მიცნობ!
- ძალიან ლამაზი ხარ - ჩაილაპარაკა ნეითმა. ეშლის კი მისთვის აღარაფერი უთქვამს, რადგან მობილური აწკრიალდა, რომელიც იქვე,მაგიდაზე იდო.
- რა ხდება მეთ? - ეშლიმ ზარს უპასუხა
- შეგიძლია ჩვენთან მოხვიდე?
- ახლა? რატომ?
- არაფერი ისეთი, სოფიას რაღაც იდეა აქვს და შენ გელოდებით
- კარგი მოვდივარ, დროებით
- ეგ ახალიც წამოიყვანე კარგი?
- 10 წუთში მანდ ვართ - ეშლიმ მობილური გათიშა და განაგრძო- რაზე ვიყავით?
- ლამაზი ხარ მეთქი - თქვა ნეითმა
- გასაგებია, წამოდი
- სად მივდივართ?
- ეგ შენი საქმე არ არის, როცა მივალთ გაიგებ!
- ანუ ინტერვიუ დამთავრდა - ჩუმად ჩაილაპარაკა ნეითმა და ეშლის მორჩილად გაჰყვა. რამდენიმე წუთში ოთახში შევიდნენ, სადაც მხოლოდ მათი ასაკის ადამიანები იყვნენ.
- როგორც იქნა მოხვედით - თქვა ელისმა
- აბა რა იდეა? - იკითხა ეშლიმ
- გამარჯობა! მე სოფია მქვია - თქვა სოფიამ და ნეითს ხელი ჩამოართვა. - ეს მეთია, ეს ჰარი, ეს კი...
- სოფი! თვითონ გავიცნობთ - თქვა მეთმა
- კარგი, დავიწყებ. როგორც მოგეხსენებათ ჩვენ...- ჰარიმ სოფიას სიტყვა გააწყვეტინა
-- მორჩი ახლა სიბრძნეებს და საქმეზე გადადი! საერთოდ არ გეტყობა სამსახურის გავლენა!
- შენ ვის რას ეუბნები! რატომ არ იყავი გუშინ სკოლაში?
-- დაღლილი ვიყავი
- დააკონკრეტე! ახლა მეტყობა გავლენა?
- მორჩით! - თქვა ლილიმ
- კარგი, მოკლედ ვიტყვი. იქიდან გამომდინარე,რომ გადავიღალეთ, დასვენება არ გვაწყენდა
- ეს უკვე მომწონს! - თქვა ელისმა
- დამაცადე! ჩვენ ახალი თანამშრომელი გვყავს და უკეთ რომ გავიცნოთ - სოფია გაჩერდა
- დაძაბა სიტუაცია - სიცილით თქვა ჰარიმ. სოფიამ თვალები გადაატრიალა და გააგრძელა

- ყველანი მოვდივართ შენთან!- საჩვენებელი თითი ნეითისკენ გაიშვირა
- ჩემთან? - გაიკვირვა მან
- სად არის ტაში და ოვაციები?- იკითხა სოფიამ
- ისე, ცუდი აზრი არ უნდა იყოს - ჩაილაპარაკა ელისმა
- შესანიშნავი აზრია! - თქვა ლილიმ და კომპიუტერს მიუბრუნდა

- ხო, რა გქვია? - ჰკითხა მეთმა ნეითს,რომელსაც ამ კითხვის მოსმენის შემდეგ სიცილი აუტყდა.
- რა გაცინებს?
- არ არის სასაცილო? ჩემი სახელიც არ იცით და ჩემთან უკვე თავი დაიპატიჟეთ - სიცილითვე უპასუხა ნეითმა
- ეს ყველაფერზე ასე, უაზროდ იცინის! ნეითი ჰქვია!- თქვა ეშლიმ

- მე ნეითს ვეთანხმები! სისულელეა! - თქვა ჰარიმ
- არა, მე წინააღმდეგი არ ვარ! მართლა მინდა თქვენი გაცნობა! ასე რომ, მივდივართ! - თქვა ნეითმა და ოთახში მყოფებს წინ გაუძღვა.
ახალგაზრდები სახლს მიუახლოვდნენ. საშუალო ზომის, ორ სართულიანი სახლი იყო. წინ ბაღი ჰქონდა, სადაც მწვანე ფერის ულამაზეს ხეებს შორის ვარდისფერი ყვავილები მოჩანდა.
- ვაუ! - თქვა ლილიმ და სახლს სურათი გადაუღო,რამაც ნეითი ისევ გააღიმა.
- საყვარელი სახლია - აღნიშნა სოფიამ.
- მოდი შიგნიდანაც ვნახოთ, იქნებ უფრო მოგეწონოთ - თქვა ნეითმა და სახლის კარები გააღო. შესვლისთანავე ეშლი იქვე მდგარ დივანზე მოკალათდა და ნეითს ჰკითხა:
- მარტო ცხოვრობ?
- კითხვას ასე რატომ მისვამ? შენ ცხოვრობ მარტო?
- კი.
- რატომ? - ჩუმად იკითხა ნეითმა
- მშობლები არ მყავს! - უთხრა გადაჭრით ეშლიმ და ნეითს ისეთი თვალებით შეხედა,რომ მიხვდა, კითხვების დასმას აზრი რომ არ ჰქონდა.
- მართალია ეშლი, გვითხარი ვინ ცხოვრობს ამ სახლში კიდევ?- სიტუაცია გაანეიტრალა მეთმა
- ჩემი მეგობარი
- რა ჰქვია? - იკითხა ელისმა
- ლექსი
- ბიჭია თუ გოგო?- ჰკითხა სოფიამ
- სულელო! ლექსი რომ გოგოს სახელია არ იცი? - თქვა ლილიმ
- მაშინ... - რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ სოფიამ კითხვა მოიფიქრა - დარწმუნებული ხარ,რომ მეგობარია?
- სავსებით - თქვა ნეითმა და ჩაიცინა - აი! მოდის
ოთახში მყოფები დიდხანს იყურებოდნენ აქეთ-იქით და ბოლოს ხელში პატარა, საყვარელი ძაღლი შერჩათ,რომელიც დივანზე მჯდარ ეშლის და სოფიას მიუახლოვდა და ყეფა დაიწყო.
- ეს არის შენი მეგობარი? ჩავარდება ახლა პანიკაში ერთ-ერთი ჩვენგანი - ჰარიმ სიცილი დაიწყო
- წაიყვანეთ! მოაშორეთ! რას მომვარდა, მეტი ვერავინ ნახა? რომ მცოდნოდა ძაღლი,რომ გყავდა ამ სახლს არც მოვეკარებოდი!- ყვირილით ამბობდა სოფია
- სოფ! დაწყნარდი. ძაღლი კი არა ნახე რა საყვარელი ცუგაა- თქვა ელისმა
- ძაღლების გეშინია?- სიცილით იკითხა ნეითმა
- მოაშორე ეს საზიზღარი არსება, თორემ შუბლში ტყვიას დავახლი და შენც ზედ მიგაყოლებ!
- შეასრულე ამის ბრძანება, გამკეთებელია- სიცილით თქვა ლილიმ
ნეითმა ლექსი ხელში აიყვანა და ეშლის გვერდით ჩამოჯდა.




იმედია პესონაჟების დამსახსოვრება არ გაგიჭირდებათ :დ (თან სრული შემადგენლობა არ არის ჯერ :დ) დააკომენტარეთ <3


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 796 | დაამატა: NMLL | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9
2013-05-29 Spam
9. MN LL   ( NMLL[??????]

nano vekua, Ra tqma unda ar mwyenia : )) gvian imitom vdeb,rom dzalian cota komentarebs wert da agar michndeba survili rom davdo. imedia ase ar gagdzeldeba, torem shvwyvitav motxrobas : (( Vecdebi shemdegi tavi ufro didi iyos : ))