მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 23 » Play With The Shadows (Part 2)
7:12 PM
Play With The Shadows (Part 2)
 Play WithTheShadows 
★მე-2 თავი★
იმედი მაქვს, მოგეწონებათ
 






პერსონაჟები, რომლებიც ამ თავში გამოჩნდებიან:



Nina Dobrev - Ashley Walker



Ashley Benson - Sophia Campbell



Jared Leto(ახალგაზრდა) - Paul Davis


Emma Roberts - Lily Thompson



Ebba Zingmark - Stella Brooks





ამომავალი მზე ჩიკაგოს ქუჩებს ნელ-ნელა ანათებდა და მალე ჯ.ჰარისონის ქუჩის აღმოსავლეთით მდებარე,ლამაზი სახლის ფანჯარაშიც შეიხედა. ამ დროს მაღვიძარის წკრიალა ხმაც გაისმა და ამავე სახლის საწოლში მწოლიარე გოგონამაც თვალები გაახილა.ლოგინიდან სწრაფად წამოდგა და სკოლისთვის მზადებას შეუდგა.სამზარეულოში ჩავიდა და საუზმის მზადება დაიწყო.სახლში სამარისებური სიჩუმე იყო და მას მხოლოდ დანა-ჩანგლის ხმა არღვევდა.როცა საუზმე დაამთავრა ჩანთას მოჰკიდა ხელი,სახლის კარებს გასაღები მოარგო და გადაატრიალა.შემდეგ ჩანთიდან ყურსასმენები ამოიღო და გზას გაუდგა.
- ეშლი! ეშლი დამელოდე! - მის უკან ქერა გოგონას ხმა გაისმა,რომელიც ცდილობდა მას დასწეოდა. - ეშლიიიიი - გზა სირბილით გადაჭრა და როგორც იქნა დაეწია.
- ეშლი დაყრუვდი თუ რა მოგივიდა?? - თქვა მან,მაგრამ როდესაც თვალი მის ყურებში გარჭობილ ყურსასმენებს შეავლო,ყველაფერს მიხვდა.ამ დროს ეშლიმაც შეამჩნია ის და ყურსასმენები მოიხსნა.
- სოფი! აქ საიდან გაჩნდი?
- საიდან გავჩნდი?? ორი საათია გეძახი,შენი გულისთვის ლამის მანქანა დამეჯახა...
- ლამის არ ითვლება - გაიცინა ეშლიმ
- შენთვის იმდენი რამ მაქვს მოსაყოლი არც კი ვიცი, საიდან დავიწყო,მაგრამ რა ქენი იმ საქმეზე,მოაგვარე??
- ხმას დაუწიე -დაუჩურჩულა ეშლიმ და ირგვლივ მიმოიხედა - ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც დამავალეს,მაგრამ მან მაინც არაფერი იცოდა.
- მოკალი? - სოფიმაც ჩურჩულით იკითხა



- რას იზამ,ზედმეტი მოწმეები არავის სჭირდება ხომ იცი...
ამ დროს სკოლასაც მიუახლოვდნენ და ზარის ხმაც გაისმა.კლასში შესვლისთანავე მათთან ერთ-ერთი მათი კლასელი გაჩნდა და ხმამაღლა და ამაყად იკითხა:
- ჰარი ხომ არ იცით სად არის?



- შენთვის მისალმება არ უსწავლებიათ? - კითხვაზე კითხვითვე უპასუხა ეშლიმ და სცადა მისთვის გვერდი აევლო, თუმცა არ გამოუვიდა.
- ეი,თქვენ გეკითხებით



- არა სტელა, არ ვიცით,არც ვიცოდით და არც მომავალში გვეცოდინება - უთხრა სოფიამ და სცადა გაეღიმა.
- ისე სოფი, დღეს არც თუ ისე ცუდად გამოიყურები,ყოველ შემთხვევაში ჩვეულებრივთან შედარებით - თქვა სტელამ და წასვლა დააპირა, თუმცა შემობრუნდა და თქვა :
- შეგიძლია ეგ აფერისტული ღიმილი მოიშორო,თორემ ისე რას გავხარ და ახლა ხომ საერთოდ -თვალები ამოატრიალა და თავის ადგილას დაჯდა.
- გესლიანი! - ჩაილაპარაკა სოფიმ.
- იცი რა? შენს ადგილას რომ ვიყო ხელი არ ამიკანკალდებოდა ისე მოვკლავდი - თქვა ეშლიმ და სოფის დამცინავად გადახედა.



- უბრალოდ შენსავით ცივსისხლიანი არ ვარ,თორემ ხომ იცი რომ შემიძლია - უპასუხა სოფიმ.ამ დროს მასწავლებელიც შემოვიდა და გოგონებმა ადგილი ბოლო მერხზე ერთმანეთის გვერდიგვერდ დაიკავეს.დრო ნელა გადიოდა და ეშლის მერხზე ლამის ჩამოეძინა, როცა კლასში,რომელშიც ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდით, მობილურის ზარი მეხის გავარდნასავით გაისმა.
- მის ეშლი უოქერ!- დაიყვირა მასწავლებელმა.
ეშლი უცებ წამოხტა და მასწავლებელს სთხოვა გარეთ გამიშვით, აუცილებლად უნდა ვუპასუხოო.ეშლიმ მტკიცე უარი მიიღო, თუმცა ამას ყურადღება არ მიაქცია და მიუხდავად მასწავლებლის ყვირილისა, საკლასო ოთახი მაინც დატოვა.რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა,მასწავლებელს ახსნა-განმარტების ბარათი,თუ რაღაც ამდაგვარი გადასცა და მერხიდან წიგნების ჩანთაში ჩალაგება დაიწყო.
- იქინდან დაგირეკეს? _ ჩუმად ჰკითხა სოფიმ.
ეშლიმ თავი დაუქნია,ჩანთა აიღო და გარეთ გავიდა.კიბეები სწრაფად ჩაირბინა და გასასვლელთან ცისფერთვალება ბიჭს შეეჯახა.
- ეშლი! სად მიდიხარ? - ეს მისი კლასელი პოლი იყო, რომელიც გაკვეთილზე თითქმის ყოველთვის აგვიანებდა.



- შენი საქმე არ არის პოლ! - თქვა ეშლიმ და გარეთ გავიდა, თუმცა, როგორც ჩანს პოლი თავის დანებებას არ აპირებდა.
- ეშლი მოიცადე! ყოველთვის სადღაც როგორ გეჩქარება? შეიძლება რამდენიმე კითხვა დაგისვა? ხომ იცი სასწრაფოდ რამე სტატია მჭირდება, თორემ სკოლის გაზეთის რედაქტორმა მითხრა ორ დღეში აქედან მიგაბრძანებო.გთხოოვ რაა - ახლა უკვე ძლივსღა ლაპარაკობდა, რადგან ეშლი თითქმის გარბოდა.
- ახლა არა, პოლ.შენთვის არ მცალია.გაკვეთლზე შედი, თორემ გაილანძღები.
პოლი კიდევ რამდენიმე წუთი აგრძელებდა ხვეწნა-მუდარას, თუმცა, როცა მიხვდა,რომ არაფერი გამოუვიდოდა თავი დაანება და ეშლიმაც შვებით ამოისუნთქა.არც თუ ისე მცირე დროის შემდეგ ეშლი ჩიკაგოს ერთ-ერთ თითქმის დაუსახლებელ უბანში მდებარე დიდ შენობაში შევიდა,დაცვას სპეციალური ბარათი უჩვენა,ლაზერული შემოწმება გაიარა და მკვეთრად განათებულ,საქმეში ჩაფლული ხალხით სავსე დარბაზში შევიდა.
- ჰეი ეშ!- დაიძახა მის მარჯვნივ გოგონამ,რომელიც კომპიუტერთან იჯდა
- ლილი,რა ხდება რა იყო ასეთი სასწრაფო,რამე მოხდა? - თქვა ეშლიმ
- არ ვიცი,მაგრამ კაბინეტში გელოდება.



ეშლი თამამად შევიდა უფროსის კაბინეტში,რომელიც მხიარულად ელაპარაკებოდა უცნობ ბიჭს.
- მიბარებდით?- იკითხა ეშლიმ
- შენთვის ახალი ამბავი მაქვს ეშლი! აი ეს ახალგაზრდა დღეიდან შენი მეწყვილე იქნება და მოგიწევს ყველაფერი მასთან ერთად გააკეთო- საზეიმოდ გამოაცხადა უფროსმა თუმცა ეშლის სახეზე სიხარული სულაც არ ეტყობოდა.



იმედია მოგეწონათ :* შემდეგი თავის დადება კომენტარების რაოდენობაზეა დამოკიდებული : )) დიდი მადლობა წინა თავის კომენტარებისთვის და მიხარია, რომ მოგწონთ : )) 

MissBarnes
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 880 | დაამატა: NMLL | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 121 2 »
2013-05-24 Spam
momewona <3 yochag dzalian kargia <3 male dade! <3