მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 13 » Photo Art
10:58 PM
Photo Art
PhotArt 
 ✔Rain, ✔Love, ✔Kiss,Couple,Wedding
+ ჩემი 2 ჩანახატი,რომელსაც პირველი თქვენ ნახავთ
იმედი მაქვს მოგეწონებათ კომენტარები არ დაგავიწყდეთ
დანარჩენი შეგიძლიათ სრულიადში იხილოთ

წვიმაში მარტო სეირნობა..ცარიელ ქუჩებში სეირნობა მიყვარს და შორს, მოღრუბლულ ცაში ყურება..ხალხის თვალიერება,რომლებიც სახლისკენ მირბიან რომ არ დასველდნენ და არ გაცივდნენ.. მე კი მივდივარ.. ნელი ნაბიჯებით.. ვეძებ,მაგრამ რას? რაც არ უნდა იყო ვერ ვპოლობ და ლოყაზე ნაზად მიგორდება ცრემლები..ისე რომ ვერცკი ვამჩნევ.. ჩემთვის მეღიმება..არ ვიცი რატო.. თუმცა რა მიზანი უნდა გქონდეს.. ჩემი მიზანი ხომ გაქრა.. ახლა უიღბლოდ დავდივარ ქუჩაში და ვტირი.. ოდესღაც მეუბნეოდი არასოდეს მიგატოვებ და სამუდამოდ მეყვარებიო..მეც გულუბრყვილო ბავშვივით გენდე და სიყვარული გაჩუქე..შენ ..შენ რა დამიტოვე სამაგიეროდ? თუმცა არც არაფერი მჭირდება,მხოლოდ ერთხელ..ერთხელ მხოლოდ მომეცი უფლება გაკოცო.. ახლა მახსენდება პირველად რო მაკოცე..თითქოს მინის თოჯინა ვიყავი.. ისე ნაზად მაკოცე.. მახსენდება ყველაფერი და გულში მწარედ ვიცინი.. მაწვიმს..ვტირივარ..მარტო ვარ.. დაბრუნდები? მე დაგელოდები!?

სტატუსები -  წვიმა და ცრემლები
  • ცოტას დაგიცდი, მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ... დღეს თუ არ იცი ,ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ
  • რასაც ვერასდროს ვერ დაივიწყებ იმას წარსული არ უნდა ერქვას
  • ადამიანები მოდიან, მიდიან.. მაგრამ კვალს მხოლოდ ნამდვილი მეგობრები, ღირსეული ადამიანები ტოვებენ
  • არ დაიჯერო არასდროს სხვისი უნდა იცოდდე გჯეროდეს ვისი..უნდა იცოდე ილოცო ვისთვის, ანდა სიცოცხლე გაწირო ვისთვის..ვისთვის შეთხოვო ღმერთს პატიება ან ვისთვის შეძლო შენ ატირება... უნდა იცოდე ვინ არის ღირსი რომ სიყვარული ატარო მისი..
  • მიზეზი იმისა რომ ადამიანებისთვის ასეთი ძნელია იყვნენ ბედნიერები არის ის ...რომ ისინი ყოველთვის ხედავენ წარსულს უკეთესად ვიდრე ის სინამდვილეში იყო ... აწმყოს უკეთესად ვიდრე არის და მომავალს იმაზე ნაკლებ ამოსაცნობად ვიდრე იქნება..
  • ადამიანი არც ანგელოზია და არც ცხოველი..მისი უბედურება ისაა,რაც უფრო მეტად ცდილობს,დაემსგავსოს ანგელოზს,მითუფრო მეტად ემსგავსება ცხოველს..!!
  • გიყვარდეს...იმიტომ, რომ თავად ღმერთია სიყვარული...!!
  • -მთავარი ის კი არაა რა ჩანს,მთავარია რა არსებობს,და თუ რამე არ ჩანს,არ ნიშნავს რომ არ არსებობს....!! 
  • გინდა? ვიცეკვოთ წვიმაში ერთად?
  • -♥- შენი მონატრებისგან კლავიშებზე ყოველთვის ცრემლები წვეთავს : ((((
  • - მე დაგინახავ შენ გოგოსთან ერთად წვიმაში. მე ტირილს დავიწყებ, შენ შემომხედავ და წახვალ შენ ხომ არ იცი რომ ეს ცრემლებია და არა წვიმის წვეთები.
  •  ცრემლები აძლიერებენ ტკივილს.
  •  ცრემლები - ეს სიტყვებია, რომლის წარმოთქმა გულს არ შეუძლია.
  •  ცრემლი წვავს არა იმიტომ, რომ მლაშეა. არამედ იმიტომ, რომ ის სავსეა მოგონებებით.
  • და ცრემლებამდე, ყელის ტკივილამდე ვიცინოდი მის ახალ შეყვარებულზე.
  •  მეზიზღება ის მომენტი, როდესაც ჩემი ბრაზი ცრემლებში გადადის.
  • ეშმაკის ცრემლებზეც კი უნდა გადაიხადოს ვინმემ. 
 
წვიმა ჩემთვის ასოცირდება სიყვარულთან...წარმომიდგენია ბიჭი რომელიც გოგოს წვიმაში სიყვარულს უხსნის შემდეგ კი კოცნის.. მოკლედ ზოგისთვს წვიმა არც ისე საყვარელი იყოს,მაგრამ ზოგჯერ ის წყვეტს ჩვენ ბედს.. 
ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ ჩემი ჩანახატი..ვერ დაგპირდებით რომ აღგაფრთოვანებთ,მაგრამ მგონი არც ისე ცუდი გამოვიდა..

* * * * *
ველოდი!♥ ის არ მოვიდა!? ნუთუ ასე უბრაოდ შეიძლება ამდგარიყო და მივეტოვებინე? ნუთუ შეიძლება ეს მომხდარიყო? ჩვენი ბოლო შეხვედრა ხომ ძალიან თბილი გამოდგა! ახლა როცა ვიხსენებ,ვგრძნობ და ვხვდები რომ ის აღარ დაბრუნდება.. გული მიმდის! მომენატრება მისი სახე,მისი ღიმილი,ნუთუ შეიძლება? ნეტავ ახლა სად? დამშვიდობებოდი მაინც.. ვტირი და იმ დღეს ვიხსენებ როდესაც თვალი პირველად მოგკარი,როცა პირველად მაკოცე ტანსი ჟრუანტელმა დამიარა და გავწითლდი,შენ კი ისე მექცეოდი,თითქოს ფაიფურის თოჯინა ვყოფილყავი.. მინდა დაბრუნდე!♥
ნუთუ ჩემი ამბავი მაინც არ იცი? არ იცი რომ ვკვდები? ყველას აქვს უკანასკნელი სურვილი,ჩემი ოცნება ახლა შენი ნახვაა.. გეძახი,მაგრამ პასუხი არ ისმის..მცივა.. შენ კი არ მოდიხარ და არ მათბობ! ვიყინები!.. აი უკვე ფეხებს ვეღარ ვგრძნობ.. ძალა მეცლება! ნელ-ნელა სუნთქვაც მიჭირს,ვიგუდები,ვიხრჩობი!. შენ მაინც არ მოდიხარ! ნუთუ ასე უბრალოდ დამივიწყე?! სხეული აღარ მემორჩილება:ვიყიბები,ქუთუთოები სიმძიმეს ვეღარ უძლებს... არ მინდა დავხუჭო,არ მინდა!  მინდა კიდევ ერტხეკ დაგინახო! ბოტორება მერევა,თვალებს ვხუჭავ! წყვდიადი! უკუნითი წყვდიადი! მასში ვიკარგები! არ ვიცი საით წავიდე! ცივა! შორეულ ხმას მივყვები,რომელიც მეძახის! მეცნობა,ეს შენ ხარ! შენ მეძახი! ეს შენ ხარ! ღრმად ჩავისუნთქავ და თვალებს ვახელ! თითქოს ეს ყველაფერი სიზმარი იყოს! ეს შენ ხარ! 
I see you! ეს სიზამრი არ არის,მე ცოცხალი ვარ,შენ კი ჩემ წინ ხარ! შენ დაბრუნდი! შენ ისევ  გიყვარვარ! ჩემს ვარდისფერ,თუმცა ამჯერად გაფერმკრთალებულ ტუჩებს ეხებ,მე კი როგორც ეს პირველად მოხდა ტანში ჟრუანტელი მივლის!
P.s I Love You

image

* * * * *
გარშემო სიჩუმეა! მხოლოდ მთვარე და ვასკვლავები ანათებს არემარეს..ყველა დადუმებულია..შენ თვალებს ვუყურებ.. არ ვიცი როგორ გითხრა ის რასაც ვგრძნობ... მერე რომ შემიძულო?! არა,შენ ანგელოზი ხარ, არამგონია სიძულვილი იცოდე! შენ მხოლოდ უნდა გიყვარდეს!
გავბედე და ჩვენ შორის უხერხული სიჩუმე დავარღვიე..
-მარტო რატო ხარ?
-არ ვიცი (მიპასუხა და ზურგი შემაქცია)
წამიერად ისევ სიჩუმე ჩამოვარდა..
-შენ რა გინდა აქ? (მკითხა მან)
დავიბენი,არ ვიცოდი რა მეპასუხა..
-მინდა რაღაც გითხრა.. (ძლივს ამოვილუღლუღე)
-გისმენ!♥
-არ ვიცი როგორ გითხრა
-როგორც გინდა,ჩემთვის არი უკვე არაფერს აქვს!
-ბანალური არ ვიქნები,უბრალოდ გეტყვი რომ არ მინდა გაგიშვა! ვიცი ამ საღამოს მერე ვეღარ გნახავ..
-ასეა!
-გაჩუმდი.. ჩშშშ!.. (შეწყვეტინე)
-მომისმინე! მიყვარხარ!♥
ის უეცრად ჩემსკენ შემოტრიალდა..
-გაიმეორე გთხოვ!
-მიყვარხარ ! Je t'aime!
მის ლოყაზე ცრემლი ჩამოგორდა..
-ტირი? გთხოვ არ იტირო! მივუახლოვდი..
-კიდევ ერთხელ მითხარი გთხოვ..
-მიყვარხარ!
გულში ჩავიკარი..
-მეც მიყვარხარ! (უცნაური სიტყვები მომესმა ყურში)
მომიშორა,თუმცა ის ისევ ჩემთან ახლოს იდგა.. არაფერს ვამბობდით.. გავბედე..მისი სახე ხელებში მოვიქციე და კიდევ ერთხელ ვუთხარი რომ მიყვარდა.. მიყვარდა უზომოდ! .. მის ტუჩებს ნაზად შევეხე!♥
image

ეს იყო ჩემი საკონკურსო თემა..მემგონი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა არა? :დ შეფასებას ველი )) 
image
Your MissMartina
კატეგორია: ♥ ფოტო ART ♥ | ნანახია: 927 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 8
2013-10-18 Spam
kaiaaa <3