რისთვის გადაუხადა
Pepsi-მ Beyonce-ს $50 000 000?!
Beyonce-სა და Pepsi-ს ურთიერთობა გრძელდება. გამაგრილებელი სასმელების კომპანიამ გადაწყვიტა 50 000 000 დოლარი გადაეხადა R’n’B დივასთავის, რათა ის მისი ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გამხდარიყო.
როგორც გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს მალე გაყიდვაში გამოჩნდება Pepsi-ს თუნუქის ქილები Beyonce-ს გამოსახულებით.
გასული წლების განმავლობაში გამაგრილებელ სასმელს ისეთი ცნობილი სახეები უწევდნენ რეკლამირებას როგორებიც არიან: Britney Spears-ი, Pink-ი, Kanye West-ი, Nicki Minaj-ი, Michael Jackson-ი, Whitney Houston-ი, Madonna, George Michael-ი, Ray Charles-ი, Enrique Iglesias-ი, Christina Aguilera და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ ეს Beyonce-სა და Pepsi-ს თანამშსრომლობის პირველი შემთხვევა არ არის. 2004 წელს ლეგენდარული სიმღერის ”We Will Rock You”-ს ფონზე გლადიატორების ფორმაში გამოწყობილი სამი სექსუალური ქალბატონი: Britney Spears-ი, Pink-ი, და თავადBey, Enrique Iglesias-სთან ერთად უწევდნენ გამაგრილებელ სასმელს რეკლამირებას.